» » ისტორია ქალისა, რომელსაც ვარგისიანობის ვადა გაუვიდა

ისტორია ქალისა, რომელსაც ვარგისიანობის ვადა გაუვიდა

ხანდახან, მამაკაცები ბაზრის კლიენტებივით იქცევიან, როცა ქალის ფასეულობას მხოლოდ საკუთარი წარმოდგენებით განსაზღვრავს. ეს მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს - საქონელი მარაგში არის.



ჩვენი რედაქციის აზრით, ამ თემის გახმოვანება აუცილებელია, რამდენადაც მსგავსი მოვლენები მნიშვნელოვნად ვნებს თვითშეფასებას, რაც არავის მოსწონს. სხვა საქმეა, თუ ამისთვის მზად ხართ. და, თუ არ ხართ? ფრაზა "ასე ჯერ არავის მივუტოვებივარ" საკმაოდ ხშირად გვესმის მეგობრებისგან. თანაც, ამას არა მამაკაცები, არამედ ქალები ამბობენ.

ქალის ფასი

"დილით, კაფეში ჩაი შევუკვეთე და მშვიდად მოვემზადე შეხვედრისთვის, როცა იგი შემოვიდა. ქალი, რომელსაც მკვეთრად ეცვა, თანაც, თავისი ასაკისთვის შეუფერებლად. მაშინვე ვიგრძენი ძვირადღირებული სუნამოს სურნელი, რომელსაც ის აფრქვევდა. მისი მოდური ვარცხნილობა მთლიანად თეთრი იყო, მერე მმივხვდი, რომ საღებავი კი არა, ჭაღარა იყო...




ქალს ეს სულაც არ აწუხებდა, ეძებდა ადგილს და ვიღაც ბიჭი, თითქოს სათამაშო ყუთიდან ამომხტარი კლოუნიაო, უეცრად საიდანღაც მოვარდა და სკამი გამოწია, რათა ქალბატონი მოხერხებულად დაბრძანებულიყო. მან ახალგაზრდას ისეთი ღიმილი აჩუქა, რომ ხელის გულები მეც კი გამიოფლიანდა. ასე მგონია, ამ ყველაფერს ღია პირით ვუყურებდი.


ის ახლახან ჩამოჯდა სკამზე, კაფეში მყოფმა ყველა მამაკაცმა კი იგი შენიშნა და ფეხებიდან თავამდე ათვალიერებდა. შეიძლება ითქვას, იგი მდიდრულიც იყო. მე თვითონაც შევათვალიერე ქალი თხემით-ტერფამდე, შევნიშნე მისი დახვეწილი ფიგურა და დიდებულად შერჩეული ტანსაცმელი. შევნიშნე ისიც, როგორ ჩაუკრა ერთ-ერთ 40 წლამდე ძიას თვალი! მამაკაცმა მას მაშინვე ჰკითხა, თუ რომელ ყავას მიირთმევდა.




ქალის ფასი

ალბათ, პირველად დავინახე, როგორ მოქმედებს ეს მაგია. თუმცა, მოვიდა შეხვედრის დრო და ჩემს საქმეებზე გადავერთე. საღამოს სტუმრად "ჩემს" მამაკაცთან მივედი, რომელთანაც რომანი ახლახან გავაბი. საღამო საინტერესო უნდა ყოფილიყო, რამდენადაც მისი მეგობრების გაცნობას ვაპირებდი.




გიორგი და მე ერთსა და იმავე სააგენტოში ვმუშაობთ, ოღონდ იგი სხვა განყოფილებაშია და სხვა ოფისში "ცხოვრობს". მას დიდხანს ვათვალიერებდი: პასუხისმგებლიანი, არც ისეთი ახალგაზრდა, თუმცა სერიოზული და, რამაც მაშინვე წამომაგო ანკესს, გალანტური. ჩვენ უკვე გვქონდა რამდენიმე სასიამოვნო პაემანი და ღამე. გიორგი ჩემთვის იდეალური იყო.


საღამოს მართლად კარგი ატმოსფერო შეიქმნა, თავს აბსოლუტურ კომფორტის ზონაში ვგრძნობდი. სანამ გიორგი ბიჭებს რაღაცაზე ესაუბრებოდა, მე მათ ცოლებთან გავაბი ბაასი. საუბრისას, უეცრად, გაჟღერდა, რომ ჩემი რჩეული მანამდე დაქორწინებული იყო, თუმცა ცოლს გაშორებია, ჩემამდე კი სულ ახალგაზრდა გოგონებთან ჰქონდა ურთიერთობა. ზოგიერთ მათგანს მხოლოდ ახლახან შესრულებია 18 წელი. არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ ამან შემაშფოთა, თუმცა, გადავწყვიტე, გიორგისთან ამ თემაზე მესაუბრა.




რაში მდგომარეობს ქალის ფასი

საუბარი მხოლოდ მეორე დღეს მოვახერხე. პირდაპირ ვკითხე, მართალი იყო თუ არა, რასაც მისი მეგობრები ამბობდნენ. არ უარყვია. ამ მომენტიდან, საუბარი გულახდილად წარიმართა. გიორგის არ მოერიდა და ამიხსნა, რომ მე კარი, ჭკვიანი და ლამაზი ქალი ვარ, თუმცა, უპირატესობას მაინც ვინმე ახალგაზრდას მიანიჭებს. მას ეგონა, რომ ჩემთან შეიცვლებოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ასე არ მოხდა.




მითხრა, რომ თურმე ქალები ასაკში ნაკლებად მიმზიდველები ხდებიან. მათ გასდით ვარგისიანობის ვადა და, ამიტომ, მას ახალგაზრდები უფრო მეტად მოსწონს. ვიჯექი იმის შეგრძნებით, რომ ახლახან თავი ნეხვის კასრში ჩამაყოფინეს. ამიტომ შევწყვიტე საუბარი, გამოვემშვიდობე და წავედი. თავიდან მეგონა, რომ ეს მაწუხებდა, მიქვეითებდა თვითშეფასებას, თუმცა შემდეგ გამახსენდა ქალი კაფედან.




დავფიქრდი. მე ხომ 35 წლის ვარ! დიახ, ბევრს ვმუშაობ, მთელ ძალას კარიერას ვახარჯავ, თუმცა, რამდენად ნიშნავს ეს იმას, რომ რუხ თაგვად ვიქეცი? მაშინ გადავწყვიტე, პარკში გამესეირნა. რამდენადაც პაემნისთვის ვემზადებოდი, "შეიარაღებული" ვიყავი. რატომ არ უნდა გავიღიმო და ავწიო თავი მაღლა? რას ფიქრობთ? მთელი ამ დროის მანძილზე, ბევრი დაინტერესებული მამაკაცის გამოხედვა დავიჭირე. მშვიდობით, გიორგი!

რედაქციისგან

უნდა გაგაჩნდეთ ძლიერი ქარიზმა და თვითფლობის მაღალი ხარისხი, რათა მსგავსი განცხადებების შემდეგ თავის შეკავება შეგეძლოთ. ეს ხომ სწორედ ის თემაა: "ასე არავის მივუტოვებივარ". მოგვწერეთ, რას ფიქრობთ ამ საკითხზე. რა უნდა გააკეთოთ მსგავს სიტუაციებში?
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.