» » » ქალები მასიურად ამბობენ უარს ტონალურ კრემზე - რატომ?

ქალები მასიურად ამბობენ უარს ტონალურ კრემზე - რატომ?

მაკიაჟი - ეს მთელი ხელოვნებაა. ბოლო დროს წამოვიდა ზომიერი და ცოტა დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენების ტენდენცია. ეს ამტკიცებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ბუნებრივი სილამაზე ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ ქალს არ უყვარს მკვეთრი მაკიაჟი, მხოლოდ ტუშით, ტონალურით და ტუჩსაცხით შემოიფარგლება. დღეს rchevebi.com -ის ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ უნდა გამოიყენოთ ტონალური კრემი და როდის უნდა თქვათ უარი მასზე.

როგორ გამოვიყენოთ ტონალური კრემი



ტონალური კრემი - საშუალება, რომელიც გვიუმჯობესებს კანის ფერს და ფარავს ნაკლოვანებებს. მისი სწორი გამოყენების შედეგად შეგიძლიათ დაფაროთ სიშავეები თვალის ქვემოთ და შენიღბოთ პრობლემები კანზე. ტონალურ კრემს ყოფენ ტექსტურის სისქის მიხედვით. მსუბუქი განკუთვნილია ნორმალური კანისთვის და მცირე სიწითლეების დასაფარად. სქელი ტექსტურა უკვე განკუთვნილია პრობლემური კანისთვის.



მნიშვნელოვანია, წასმამდე გაისუფთავოთ და დაიტენიანოთ სახის კანი. სახე უნდა გაიწმინდოთ ტონიკით, რომელიც არ შეიცავს სპირტს და არ აშრობს კანს. თუ გასაწმენდად იყენებთ მიცერალურ წყალს, შემდეგ აუცილებლად ჩამოიბანეთ და გაიწმინდეთ ის, რადგან თუ დაიტოვებთ, მაკიაჟი დიდხანს ვერ გაძლებს სახეზე.



დასატენიანებლად გამოიყენეთ შრატი, კრემი ან ზეთი. ცხიმია კანს კარგად გაწმენდა და მსუბუქი საშუალებებით დატენიანება ჭირდება. ტონალურის ქვეშ ისმევენ პრაიმერს. ის დამატენიანებლის ფუნქციასაც ასრულებს, აძლევს კანს ნათელ და მატირებულ ეფექტს.



ტონალურ კრემს ისმევენ ფუნჯით, სპონჟით ან თითებით. სპონჟი ყველაზე უკეთ სპონჟი ანაწილებს, მაგრამ მისი გამოყენების დროს მეტი იხარჯება. ამიტომ ჯერ დაიტანეთ კრემი სახეზე თითებით და მერე გადაინაწილეთ სპონჟით. ამის შემდეგ დაიტანეთ სახეზე კონსილერი, კორექტორი, ფერუმარილი, ან დატოვეთ სახე მაქსიმალურად ბუნებრივ ფორმაში, უბრალოდ შეიფერადეთ ლოყები.



როდის არ უნდა გამოვიყენოთ ტონალური კრემი?

ქალები ცდილობენ იდეალური ტონის პოვნას და საერთოდ არ უყურებენ კრემის შემადგენლობას. პირველი წესი - ყოველთვის წაიკითხე, თუ როგორ კანისთვის არის განკუთვნილი ის, ყურადღება მიაქციეთ ვადას. ყველა ადამიანს სხვადასხვა ტიპის კანი აქვს, ხოლო კრემის შემადგენლობამ შეიძლება პრობლემა გამიწვიოს.



სქელი ტექსტურის ტონალური კრემი კარგად ფარავს ნაკლოვანებებს, მაგრამ აქვს ნიღბის ეფექტი. პრობლემური კანი ცუდად რეაგირებს გამღიზიანებელზე, შეიძლება გაჩნდეს აგრეთვე ალერგიული რეაქცია. შემთხვევაში, ჯობია, უარი თქვათ დეკორატიულ კოსმეტიკაზე და მიაკითხოთ სპეციალისტს.



პირველ რიგში, აუცილებელია იზრუნოთ ჯანმრთელობაზე, ხოლო ჯანმრთელი და მოვლილი ადამიანი, ყოველთვის ლამაზად გამოიყურება. ნაკლის დაფარვის მაგივრად, იზრუნეთ მის აღმოფხვრაზე. თანამედროვე კოსმეტიკურ კაბინეტებში ეფექტურად ებრძვიან ბევრ პრობლემას. პირველ რიგში, მიაქციეთ ყურადღება კვებას, ძილს და ჯანსაღი ცხოვრების წესს. ხშირად, რაციონის და რეჟიმის კორექტირება, მავნე ჩვევებზე უარის თქმაა საკმარისი პრობლემის მოსაგვარებლად.

იყავით ჯანმრთელი და ლამაზი უამრავი კოსმეტიკის გარეშეც. თქვენ რომელ კოსმეტიკურ საშუალებას იყენებთ ყველაზე ხშირად? გაგვიზიარეთ კომენტარებში.
ავტორითამარ მეფარიშვილი
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.