» » » ინსულტი: სიმპტომი სიარულის დროს, რომელიც შეიძლება პირველი სიგნალი იყოს

ინსულტი: სიმპტომი სიარულის დროს, რომელიც შეიძლება პირველი სიგნალი იყოს

მაიოს კლინიკის მონაცემებით, ორი მთავარი ტიპის ინსულტი, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი ზოგჯერ სიარულის დროს პრობლემებს იწვევს, რაც დამახასიათებელ სიმპტომამდე ადრე ჩნდება.

ექიმები არ იღლებიან შეხსენებით, რომ ინსულტის შემდეგ გადარჩენის შანსი უფრო მაღალია, თუ პაციენტის მკურნალობა დროულად განხორციელდება. თერაპევტთან სწრაფი მიმართვა შეუქცევად გართულებებთან გამკლავებაში შეიძლება დაგეხმაროთ. სწორედ ამიტომ, ინსულტის პირველი ნიშნების ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს. სპეციალისტების თქმით, ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება ყოველდღიურ საქმიანობაშიც შენიშნოთ. მაიოს კლინიკის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ

„თუ სიარულისას წონასწორობის მოულოდნელ დაკარგვას იგრძნობთ, ეს შეიძლება ინსულტის ნაადრევი ნიშანი იყოს“.


ჩვენ, ყველა დროდადრო ამას ვეჯახებით. ექიმები ხაზს უსვამენ, რომ აპოპლექსიის პირველი გამაფრთხილებელი სიგნალი შეიძლება იყოს წონასწორობის უჩვეულო დაკარგვა ან სიარულის დროს ფეხებში ჩხვლეტა. ადამიანმა შეიძლება იგრძნოს ბალანსის მოულოდნელი დაკარგვა ან თავბრუსხვევა, შეიძლება წაბორძიკდეს ან მოულოდნელად საჭირო მიმართულება დაკარგოს.

ჯენ ანესტადის, ფიზიოთერაპევტის (წმინდა ფრანცისკოს გადაუდებელი რეაბილიტაციის ცენტრი) თქმით, ინსულტი ხშირად მოძრავ ბოჭკოებს აზიანებს, რამაც შეიძლება ტვინის ერთი ნახევარსფეროს დაზიანება და დასუსტება ან სხეულის სხვა ნაწილში დამბლა გამოიწვიოს, რაც სიარულს ართულებს ან საერთოდ შეუძლებელს ხდის.

„როცა ფეხს იატაკზე დებთ, ეს შეგიძლიათ იგრძნოთ. ინსულტის დროს ადამიანებს ამის შეგრძნება არ შეუძლიათ. გრძნობის დაკარგვა, თუ სად მდებარეობს თქვენი ტერფი სივრცეში, ძალიან სახიფათო სიგნალია“ – ამბობს ექიმი.


ინსულტის სიმპტომი სიარულისას წარმოქმნილი პრობლემის გარდა შეიძლება იყოს მოძრავი კოორდინაციის, მიმიკის, მეტყველების სპეციფიკური დარღვევა. სახის ასიმეტრია, ერთდროულად ორივე ხელის ზემოთ აწევის შეუძლებლობა, გაუგებარი ან უცნაური მეტყველება და სხვების მეტყველებაზე ადეკვატური რეაქციის არ ქონა შეიძლება ნიშნავდეს, რომ ადამიანი ტვინის ინსულტს განიცდის.

მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ წონასწორობის მოულოდნელი დაკარგვა ამ მდგომარეობის ერთ–ერთი მნიშვნელოვან ნიშნად უნდა ჩაითვალოს. ექიმები გირჩევენ, რომ სიარულის დროს წარმოქმნილი ყველა უჩვეულო სიმპტომი არ უგულებელყოთ.
ავტორითეა გუბელაძე
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.