» » » ექსპერტები ასახელებენ 4 შესაძლო მიზეზს, რომლებიც შესაძლოა თაბრუსხვევის მიზეზი იყოს.

ექსპერტები ასახელებენ 4 შესაძლო მიზეზს, რომლებიც შესაძლოა თაბრუსხვევის მიზეზი იყოს.

ბევრ ადამიანს დროდადრო თავბრუსხვევის უსიამოვნო სიმპტომები აწუხებს. ექსპერტები ასახელებენ 4 შესაძლო მიზეზს, რომლებიც ამ მდგომარეობას იწვევენ. სწრაფი სიარული, ადგილიდან სწრაფად ადგომა ან თავით რაიმე მკვეთრი მოძრაობა თავბრუსხვევას იწვევს ან სიმპტომებს ართულებს. ზოგჯერ თავბრუსხვევას გულისრევაც ახლავს. ეს არა დაავადებაა, არამედ სხვადასხვა უსიამოვნების სიმპტომია. საბედნიეროდ, თავბრუსხვევა სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობის სიგნალი იშვიათად არის, ზოგჯერ ამაზე ნერვიულობა არც გჭირდებათ, მაგრამ ზოგჯერ ნერვიულობის სერიოზული მიზეზებიც არსებობს.
  1. მენიერის დაავადება. დაავადება შიდა ყურში ბევრი სითხის დაგროვებას იწვევს. ამ პრობლემის დროს ადამიანმა შეიძლება თავბრუსხვევის უეცარი შეტევა იგრძნოს, რომელიც რამდენიმე საათით გრძელდება. მკურნალობას ექიმი ოტოლარინგოლოგი ატარებს.
  2. სისხლის მიმოქცევის პრობლემები. ისეთი მდგომარეობა, როგორიცაა კარდიომიოპათია, ინფარქტი, გულის არითმია ან იშემიური დაავადება, შეიძლება თავბრუსხვევას იწვევდეს. ეს ტვინში ან შიდა ყურში სისხლის დეფიციტით აიხსნება. ამ შემთხვევაში ექიმს, ზოგჯერ სასწრაფო დახმარებას, აუცილებლად უნდა მიმართოთ.
  3. ნევროლოგიური აშლილობა. ნევროლოგიური დაავადებების, როგორიცაა პარკისონის დაავადება ან გაფანტული სკლეროზი, მქონე პაციენტებს არასტაბილურობა ან წონასწორობის დაკარგვა აწუხებთ. ამ შემთხვევაში სიმპტომები თანდათან იზრდება და დიაგნოზი, როგორც წესი, თავბრუსხვევას უკვე ხსნის.
  4. რკინის დაბალი დონე. რკინის დეფიციტის ან ანემიის დროს თავბრუსხვევა ერთ–ერთი მთავარი სიმპტომია. მას ახლავს დაღლილობა, სისუსტე ან კანის სიფერმკრთალე. სისხლის ანალიზი ამ პრობლემის გამოვლენაში დაგეხმარებათ, ხოლო კვების ცვლილება ან სპეციფიკური საკვები დანამატების მიღება პრობლემას სწრაფად მოაგვარებს. ამის შესახებ The Health Site წერს.

ავტორითეა გუბელაძე
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.