ექსპერტები:
- ელენა სელივანოვა - ექიმი-დერმატოკოსმეტოლოგი
- აქსანა ჩაშინა - ექიმი კოსმეტოლოგი
- სვეტლანა ბოგაჩოვა - ექიმი დერმატოკოსმეტოლოგი
რა არის ვენერას რგოლები?
ელენა სელივანოვა: ეს არის კისერზე განლაგებული განივი ნაოჭები. ,,ვენერას რგოლები” - არის ანატომიური თავისებურება, განსაკუთრებული შეზრდა პლატიზმას კუნთისა რბილ ქსოვილებთან, რომლებიც განლაგებულია უფრო ზევით. ასაკის მატებასთან ერთად, ეს ნაოჭები უფრო შესამჩნევი ხდება, ღრმავდება და მის ქვეშ არსებული ქსოვილები ჩამოიწელება ტონუსის შემცირების გამო.
რატომ ჩნდება ისინი? რა არის მიზეზი? ასაკი? ზედმეტი წონა? ცხოვრების წესი თუ გენეტიკა?
ელენა სელივანოვა: ძირითადი მიზეზი გენეტიკურია. ამიტომ, ეს ნაოჭები ხშირად ბავშვობიდანვე ჩანს, ასაკის მატებასთან ერთად ისინი მხოლოდ უფრო მკვეთრად გამოიხატება. მაგრამ, ზოგჯერ გენეტიკა არაფერ შუაშია და ვენერას რგოლები ჩნდება ხერხემლის კისრის განყოფილების დეფორმაციის გამო. მაშინ მიზეზი - სწორი პოზის დარღვევაა: თქვენ ხშირად ზიხართ დახრილი თავით და იხედებით ტელეფონში.
კისერი უფრო ადრე ბერდება, ვიდრე სახე - ეს მითია თუ რეალობა?
აქსანა ჩაშინა: ეს სიმართლეა. ამ ზონაში არის მცირე რაოდენობის კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისი. ასაკის მატებასთან ერთად ის სულ უფრო მცირდება. აქ ასევე ცოტაა ცხიმოვანი ჯირკვლებიც, რომლებმაც უნდა წარმოქმნან კანზე დამცავი ცხიმის ფენა. საქმეს აუარესებს ის, რომ კანი ღიაა და მასზე მოქმედებს გარემოს პირობები.
სვეტლანა ბოგაჩოვა: გარდა ამისა, კისრის კანი ვერ დაიკვეხნის კარგი მიკროცირკულაციით, რაც ნიშნავს იმას, რომ ოქსიგენაცია (სისხლის ჟანგბადით გაჯერების დონე) აქ ნაკლებია. აქედან გამომდინარე აქ გაუარესებულია წყლის ბალანსი და ნაკლებია ვიტამინები და მინერალები. კისერს სუსტი კუნთოვანი კარკასი აქვს. ყველაფერ ამას ემატება ასაკობრივი ცვლილებები (კანის საერთო ელასტიურობის დაკარგვა) და ეს იწვევს განივი ნაოჭების გაჩენას.
არსებობს თუ არა რაიმე პროფილაქტიკა?
ელენა სელივანოვა: მოუარეთ კისერს ისევე, როგორც სახეს: გაიწმინდეთ დილით და საღამოს, დაატენიანეთ, კვებეთ, გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები.
აქსანა ჩაშინა: გამოიყენეთ უფრო მეტი პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ცხიმიან ომეგა მჟავეებს: მცენარეული ზეთები (ზეთისხილის, სელის, ავოკადოს), თევზის ცხიმიანი ჯიშები. ყურადღება მიაქციეთ კისრის პოზიციას სხეულთან მიმართებაში: გაჯეტები უნდა გეჭიროთ თვალების სიმაღლეზე.
არსებობს თუ არა პროცედურები, რომლებიც დაგვეხმარება პრობლემის მოგვარებაში? როგორ მუშაობენ ისინი?
ელენა სელივანოვა: თუ პაციენტი ახალგაზრდაა და კანი კარგ მდგომარეობაშია, განივი ნაოჭები შეგვიძლია შევავსოთ ჰიალურონის მჟავას ფილერებით. ასაკთან ერთად, ვენერას რგოლების გარდა ჩნდება სხვა პრობლემებიც: უარესდება კანის ხარისხი, რბილი ქსოვილების გადანაწილება, პლატიზმის ჰიპერტონუსი. მაშინ, უკვე საჭირო გახდება პროცედურების კომპლექსის ჩატარება. ტონუსის მომატება შესაძლებელია აპარატული მეთოდებით. მე გირჩევთ RF-ლიფტინგს, ნემსების გამოყენებით. თუ კანი თხელია, დაბერებული და დანაოჭებული, შესაძლებელია ბიორევიტალიზაციის გაკეთება, ჰიალურონის მჟავას შემცველი პრეპარატებით. თუ გამოხატულია პლატიზმის კუთების ჰიპერტონუსი, მაშინ ვმუშაობთ ბოტულოტოქსინით. ასევე გირჩევთ არმირებას პოლირძის მჟავას შემცველი ბიოსტიმულატორი-პრეპარატებით. ისინი ხელს უწყობენ კანის გამკვრივებას.
ოკსანა ჩაშინა: აგრეთვე, ექიმს შეუძლია დანიშნოს ინფრაწითელი ლიფტინგი, ფოტოთერაპია, ლაზერული მეთოდები, SMAS-ლიფტინგი.
სვეტლანა ბოგაჩოვა: ჩამონათვალს დავამატებ ლაზერულ და ქიმიურ პილინგს, ლაზერულ ნანოპერფორაციას (აძლიერებს კოლაგენის სინთეზს), პლაზმოლიფტინგს, რედერმალიზაციას, ELOS- გაახალგაზრდავებას. ასევე გირჩევთ ბიორევიტალიზაციას და მეზოთერაპიას. ინიექციები კვებავენ, ატენიანებენ, ასტიმულირებენ კოლაგენის წარმოქმნას. შედეგად, კანი ხდება უფრო ელასტიური, კლებულობს ნაოჭების სიღრმე. მაგრამ, ეს ყველაფერი მუშაობს კისრის კანის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
თავად ნაოჭებზე კი იმოქმედებს მხოლოდ ფილერების შეყვანა - კანიულის გამოყენებით. კანიულებით - წვრილი ნემსებით, რომლებიც დაკავშირებულია გრძელ სავსე მილებთან, შესაძლებელია პრეპარატის შეყვანა კანქვეშ და კიდევ უფრო ღრმად, ვიდრე ჩვეულებრივი ნემსით. კიდევ არსებობს ბლანშირების ტექნიკა - ფილერის მიკროდოზების შეყვანა პირდაპირ კანის ზედაპირის ქვეშ, რაც იწვევს კანის გათეთრებას. აქედან მომდინარეობს სახელეწოდება - «blanche» ფრანგულად ნიშნავს თეთრეს. რაც შეეხება ბოტულოტოქსინს, აქ ყველაფერი ერთმნიშვნელოვანია. ის კისერზე გამოიყენება არა ჰორიზონტალური, არამედ ვერტიკალური ნაოჭების შემთხვევაში. ვენერას რგოლების შემთხვევაში, შესაძლოა საერთოდ არ დაგვეხმაროს.
რამდენად ხანგრძლივია პროცედურების შედეგი?
ელენა სელივანოვა: ნებისმიერ პრეპარატს გააჩნია ეფექტის გამოცხადებული ხანგრძლივობა. მაგალითად, მწარმოებელი ამბობს: ამ ფილერის ქსოვილებში ბიოდეგრადაციის ხანგრძლივობა შეადგენს 6 - 9 თვეს. მაგრამ, ეს არის კლინიკური ცდების შდეგად გამოვლენილი საშუალოსტატისტიკური ციფრი. რეალურად შედეგი შეიძლება მე შემინარჩუნდეს 3 თვე, თქვენ კი 12 თვე. ეს დამოკიდებულია კონკრეტული ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე და ჰიალურონიზადის (ფერმენტი, რომელიც შლის ჰიალურონის მჟავას) აქტიურობაზე. ასევე დამოკიდებულია ამ ადამიანის ცხოვრების წესზე. თუ დადიხართ აბანოში კვირაში ერთხელ, აქტიურად ვარჯიშობთ, იღებთ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს, რომლებიც აჩქარებენ მეტაბოლოზმს, მაშინ პრეპარატი გამოიდევნება უფრო სწრაფად. მისი გამოდევნის შენელება კი შეუძლებელია. მხოლოდ მაცივარში ჩასახლება თუ უშველის.
როგორ შევარჩიოთ შინაურული მოვლის საშუალება თუ ჩვენი მიზანია ვენერას რგოლების მოშორება?
შინაურული მოვლის საშუალებებით შეუძლებელია ვენერას რგოლების სრულად მოშორება, თუმცა ეს გააუმჯობესებს კანის საერთო მდგომარეობას.
აქსანა ჩაშინა: გამოიყენეთ АНА- მჟავეების, რეტინოლის შემცველი საშუალებები, ცხიმში ხსნადი ვიტამინების (А, D, Е, К), წყალში ხსნადი ვიტამინების (С, В ჯგუფის ვიტამინები, ბიოტინი), მცენარეული ზეთების და ჰიალურონის მჟავას შმცველი პრეპარატები. ეს დაეხმარება კანს მკვდარი უჯრედების მოშორებაში, გააძლიერებს და გააუმჯობესებს ტონუსს.
შესაძლებელია თუ არა ვენერას რგოლების სამუდამოდ მოშორება?
ელენა სელივანოვა: იმედებს გაგიცრუებთ, მაგრამ არა. სწორი პოზის შენარჩუნება არ მოგაშორებთ განივ ნაოჭებს. პროცედურებიც კი არ მოაშორებს მათ მთელი 100%-ით! როგორც არ უნდა ეცადოთ, იდეალური სიგლუვე ამ ზონაში უკვე აღარ იქნება. მაგრამ, შესაძლებელია გავხადოთ ეს ნაოჭები თითქმის შეუმჩნეველი გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
რომელ პროცედურას ან კოსმეტიკას გვირჩევენ ხშირად, მაგრამ ისინი უსარგებლოა და საშიშიც?
აქსანა ჩაშინა: უსარგებლოა ბურთულიანი მასაჟორების გამოყენება. ფეისფიტნესმა შესაძლოა დააჩქაროს კიდეც დაბერების პროცესი. ეს მეთოდი იწვევს პლატიზმის დაძაბვას, რაც მხოლოდ ართულებს სიტუაციას.
სვეტლანა ბოგაჩოვა: ჩვენ არ გვაქვს უფლება კისერზე ჩავატაროთ პროცედურები, რომლებიც დაკავშირებულია ქსოვილების ღრმა გაცხელებასთან (მაგალითად, თერმაჟი), რადგან ამ ზონაში არის ფარისებრი ჯირკვალი. თერმული გაცხელება, თუნდაც კონტროლირებადი, გამოიწვევს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის შეფერხებას.