» » როგორ ავლესოთ დანები სახლში, რომ სიბასრე გაცილებით დიდხანს შეინარჩუნოს.

როგორ ავლესოთ დანები სახლში, რომ სიბასრე გაცილებით დიდხანს შეინარჩუნოს.

ბევრი დიასხლისისთვის, ბლაგვი დანა დაუსრულებელი კბილის ტკივილია: პროდუქტს კუჭავს, მაგრამ არ ჭრის, მეტ ძალისხმევას მოითხოვს და გაღიზიანებას იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად, fpaparazzi-ის რედაქცია გეტყვით, როგორ უნდა ალესოთ დანა სწრაფად და მარტივად, მაშინაც კი, თუ შინ სალესი ქვა არ გაქვთ.

როგორ ავლესოთ დანა



დანის ალესვის საერთო წესები
  1. დანის ლესვა მხოლოდ საქმის ნახევარია, მთავარია, ეს ისე გააკეთოთ, რომ საჭრელმა სიბასრე დიდხანს შეინარჩუნოს. მის სიბასრეს ლესვის კუთხე განსაზღვრავს. რაც უფრო ნაკლებია იგი, მით უფრო მარტივად ჭრის დანა პროდუქტს. რაც მეტი - მით უფრო დიდხანს ინარჩუნებს სიბასრეს.ამიტომ, მნიშვნელოვანია კომპრომისის პოვნა, რომელიც ჩვეულებრივი სამზარეულოს დანებისთვის 45 გრადუსის ფარგლებშია.ესე იგი, დანა 22.5-გრადუსიანი კუთხით უნდა გაილესოს, სალეს ქვასთან მიმართებით. ასეთი კუთხის დაცვაში კი ოთხად გაკეცილი ფურცელი დაგეხმარებათ.
  2. გაავლეთ სალესს წყალი, დააყენეთ იგი მტკიცე ზედაპირზე, მაგალითად, საჭრელ დაფაზე.
  3. დაიჭირეთ დანა ერთი ხელით, სალესი - მეორეთი. ტალღოვანი მოძრაობებით გაატარეთ დანა ქვაზე, შერჩეული კუთხით. დანის ორივე მხარე ქვაზე 45-50-ჯერ უნდა გაუსვათ, სანამ მჭრელი დაბოლოება არ გაჩნდება.
  4. დანასთან მუშაობის დროს გაჩნდება მეტალის მტვერი, რომელიც დროდადრო უნდა ჩამორეცხოთ.
  5. გაჩენილი კბილანების მოშორება კი ნაკლებად ხორკლიანი სალესის ან მუსატის (ეს ინსტრუმენტი დანების ნაკრებში გვხვდება და მრგვალ ქლიბს ჰგავს) გამოყენებით შეიძლება.



დანის ალესვა კერამიკულ თეფშზე
  • თუ სალესი ქვა არ გაქვთ, გამოიყენეთ ის, რაც სახლშია. ჩვენს შემთხვევაში, ეს კერამიკული თეფშია.
  • ჩაატრიალეთ თეფში და ტალღოვანი მოძრაობებით, რომლებიც ზემოთ აღვწერეთ, გაუსვით დანა თეფშის ფსკერის სარტყელს.
  • მთავარია, მასზე დიდი დეფექტები და კბილანები არ იყოს.მსგავს პირობებში, დანა მხოლოდ სწორ ქვაზე უნდა აილესოს. ან ერთი დანა მეორეზე აილესოს, ერთმანეთზე 15 წუთის განმავლობაში ლესვით.


როგორ მივხვდეთ, რომ დანა ასალესია?

სამზარეულოს პირობებში, დანის სიბასრეს, უმეტესად, პომიდვრებზე ცდიან. კარგად ალესილი დანა არ სრიალებს მის კანზე და თხელ ნაჭერს ლამის ძალდაუტანებლად ჭრის. სანამ ამას ვწერდი, ყველა ჩემი დანა შევამოწმე. პომიდორი უპრობლემოდ იჭრება, მაგრამ, რბილები რაც შემხვდა, ყველა დაიკუჭა. როგორც ჩანს, ასალესია.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.