ხუმრობის გარეშე, ეს ბიუჯეტური კერძი მარტივად მზადდება და ნამდვილად სახლურად გემრიელია. მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტი და სალათისთვისაც დაგრჩებათ. ვიტამინები წლის ნებისმიერ სეზონზე საჭიროა.
თევზის მობრაწულა
ინგრედიენტები გამოსაცხობად:
- 6-7 საშუალო ზომის ხახვი
- 4 გაცივებული მინტაი (თავების და შიგნეულობის გარეშე)
- 400 გრ ახალი კარტოფილის პიურე
- 50 გრ რძე
- მარილი
- 4 ს/კ არაჟანი
- წიწაკა
- საკონდიტრო ტომარა ან ცელოფანის პარკი
ინგრედიენტები სალათისთვის:
- 200 გრ კომბოსტო
- 150 გრ სტაფილო
- მარილი
- ვაშლის ძმარი ან ლიმონის წვენი
- არარაფინირებული ზეთი
- 1,5 ს/კ შაქარი
მომზადება:
- ხახვი გაასუფთავეთ და თხელ ნახევარ რგოლებად დაჭერით. ანტიკრიზისული სამზარეულო გვაქვს, ამიტომ ხახვი არ დაგენანოთ. გახურებულ ღრმა ტაფაში ან ქვაბში საჭირო რაოდენობის მცენარეული ზეთი ჩაასხით და გახურებას დაელოდეთ. მთელი ხახვი ჩაყარეთ და მუქ ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. ცოტა დამწვარივით უნდა იყოს. ბოლოს მარილი დაუმატეთ.
- მინტაი მოამზადეთ: თევზები შუაზე გაჭერით და ძვალი მოაშორეთ. ამას წამებში გააკეთებთ, თუ დანა საკმაოდ ბასრია. თქვენ უძვლო თევზს მიიღებთ. ახლა საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით. მარილი მოაყარეთ. საცხობ ტაფას 2/სკ არაჟანი წაუსვით. ზემოდან თევზი ერთ ფენად დააწყვეთ. ზემოდან შემწვარი ხახვი მოაყარეთ და დარჩენილი 2 ს/კ არაჟანი წაუსვით. გემრიელად გამოიყურება!
- პიურეს მიხედეთ: რძე და პიურე აურიეთ ისე, რომ უფრო ფუმფულა გახდეს. საკონდიტრო ტომარაში მოათავსეთ. თევზს და ხახვს ზემოდან წაუსვით. ისეთი ფენა უნდა მიიღოთ, რომლის შესწორებას ჩვეულებრივი კოვზით შეძლებთ. მარილი და წიწაკა მოაყარეთ და ზეთი მოასხით. 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით აცხვეთ. მზა კერძი გამოიღეთ.
- სალათი ძალიან მარტივად მზადება და გემოების შესაცვლელად გვჭირდება, თან ვიტამინები ხელს არ შეგვიშლის. კომბოსტო და სტაფილო თხელ ზოლებად დაჭერით. აურიეთ, შაქარი, მარილი, ვაშლის ძმარი ან ლიმონის წვენი გემოვნებით დაუმატეთ. კარგად აურიეთ და 10 წუთით გააჩერეთ. სალათი მზადაა.
ასეთი მობრაწულა ძალიან გემრიელი და ნოყიერი კერძია. ხოლო სალათთან ერთად – უბრალოდ თითებს ჩაიკვნეტთ! თავად კერძი შეგიძლიათ ნებისმიერ ეტაპზე შეცვალოთ.
მაგალითად, თევზი სხვა, მაგრამ თეთრი ხორცით ჩაანაცვლეთ. შეგიძლიათ თევზის ნაცვლად ქათმის ხორცი გამოიყენოთ. მართალია, წინასწარ უნდა მოხარშოთ. სალათს შეგიძლიათ დაუმატოთ ზეთისხილი, ნიახური ან მწვანილი ვაშლთან ერთად. მოკლედ, თუ ალტერნატივა გაქვთ, მხოლოდ თანახმა ვიქნებით. როგორც ყოველთვის, გემრიელად მიირთვით!