რა გავაკეთოთ, ფეხსაცმელი რომ არ სრიალებდეს
ყინულისგან თავის დაცვის ყველაზე მარტივი გზა – ფეხსაცმლის ძირზე ნაჭერზე დაფუძნებული ფირფიტის დამაგრება. ასეთი ფირფიტა მხოლოდ რამდენიმე საათით დაგიცავთ. ეს მეთოდი მხოლოდ საგანგებო შემთხვევისთვის გამოგადგებათ.
წებოს და ქვიშის დახმარებით
თქვენ დაგჭირდებათ:
- სპირტი ან გამხსნელი
- რეზინის წებო
- ქვიშა
- ფუნჯი
მოქმედება:
- პირველ რიგში, ფეხსაცმლის ძირი გარეცხეთ და სპირტით დაამუშავეთ. ბენზინი და გამხსნელიც გამოგადგებათ. ფრთხილად იყავით, რომ ტყავის ზედაპირი არ დაალაქავოთ.
- ფეხსაცმლის სუფთა ძირს წებო წაუსვით.
- წებო მთელ ზედაპირზე ფუნჯით თანაბრად გადაანაწილეთ.
- 5-10 წუთით გააშრეთ.
- ფეხსაცმლის ძირით ქვიშაში ჩადეთ, დააწექით და წებოს სრულად გაშრობამდე გააჩერეთ.
- მეთოდი საკმაოდ მარტივია, მაგრამ გამძლე არაა.
ზუმფარას ქაღალდით
თქვენ დაგჭირდებათ:
- ზუმფარას ქაღალდი ნაჭრის საფუძველზე
- მაკრატელი
- სუპერ წებო
- ფუნჯი
მოქმედება:
- ზუმფარას ქაღალდიდან რამდენიმე მართკუთხედი გამოჭერით, რომლებიც შემდეგ ფეხსაცმლის ძირს უნდა მიაკრათ. შეგიძლიათ ფეხსაცმლის ძირი მთლიანად შემოხაზოთ და ზუმფარის ქაღალდი მთელ ძირზე დაამაგროთ.
- გამოჭრილი ზუმფარას ქაღალდი ფეხსაცმლის ძირს მიამაგრეთ.
- ქაღალდი კარგად დაამაგრეთ და რამდენიმე წუთით ასე გეჭიროთ, სრულ გაშრობამდე.
- ეს ხრიკი საშუალებას მოგცემთ მოლიპულ გზაზე თამამად იაროთ. მთელი ზამთარი ზუმფარას ქაღალდის 5-6-ჯერ შეცვლა მოგიწევთ.
ავეჯის სტეპლერი
თქვენ დაგჭირდებათ:
- ავეჯის სტეპლერი
- სამაგრები ავეჯის სტეპლერისთვის
მოქმედება:
- მარტივი და საიმედო მეთოდი, მაგრამ სიფრთხილეს მოითხოვს. საჭირო ზომის სამაგრები უნდა შეარჩიოთ, რომ ძირი არ გახვრიტოთ.
- სამაგრები ისე დაამაგრეთ, რომ მასზე ახალი რელიეფი შექმნათ.
- ერთი ნაკრები მთელი ზამთარი გეყოფათ, მაგრამ მოლიპულ გზაზე მოსრიალებისგან ისე კარგად ვერ დაგიცავთ, როგორც ზუმფარას ქაღალდი.
ფეხსაცმელი რომ არ სრიალებდეს, ხელოსანს შეუძლია სპეციალური ქუსლი დაამაგროს. თუ მასთან მისვლის დრო არ გაქვთ ან ზედმეტის გადახდა არ გსურთ, ზემოთ მოცემული მეთოდები თამამად გამოიყენეთ, რომ მოლიპულ გზაზე თავდაჯერებულობა იგრძნოთ.