მისი ზოგიერთი უნიკალური თვისების შესახებ შესაძლოა თქვენ უკვე გსმენიათ. მაგალითად, ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის, რომ ალოე უნდა დაიდოთ კანის იმ ნაწილზე, რომელიც ჭრილობის ან დამწვრობის შედეგად დაგიზიანდათ.
თუმცა რამდენად იცოდით, რომ ალოეს გამოყენების საუკეთესო მეთოდი მისი შინაგანად მიღებაა?
საქმე იმაშია, რომ ეს მცენარე შეიცავს 200-ზე მეტ ბიოლოგიურად აქტიურ ბუნებრივ კომპონენტს, მათ შორის პოლსაქარიდებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, ამინომჟავებს და მინერალურ ნივთიერებებს.
''The Journal of Environmental Science and Health'' გვამცნობებს, რომ ალოე ვერასთვის ასევე დამახასიათებელია ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები, რომლებიც ეხმარება იმუნურ სისტემას ორგანიზმის ტოქსინებისგან და პათოგენური მიკროორგანიზმებისგან გაწმენდაში.
ეს მცენარე შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით მინერალებს. მათ შორის ყველაზე სასარგებლო ჩვენი ორგანიზმისთვის კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, ქრომი, სელენი, ნატრიუმი, რკინა, კალიუმი, სპილენძი და მანგანუმია. ყველა ეს მინერალი ერთად აჩქარებს მეტაბოლიზმს და გვმატებს ენერგიას.
ფერმენტები
ალოე ვერა შეიცავს მნიშვნელოვან ფერმენტებს: ამილაზა და ლიპაზა, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს შაქრისა და ცხიმების გადამუსავებაში. ამ უნიკალურ მცენარეს ასევე შესწევს ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესების ჩახშობის ძალა.
ვიტამინები
გასაოცარია, თუმცა ალოე შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ B12_ს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სისხლის წითელი უჯრედების წარმოებისთვის. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით სასიხარულია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც ამ უჯრედების დეფიციტისგან იტანჯებიან.
გარდა ყოველივე ამისა, ალოე ვერა ვიტამინ A, C, E, B1, B2, B3 და B6_ის, ფოლიუმის მჟავის და ქოლინის უშრეტი წყაროა.
ამინომჟავები
ალოე ვერა შეიცავს 22_იდან 20 შეუცვლელ ამინომჟავას, რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში შედის სალიცილის მჟავა, რომელიც ებრძვის ორგანიზმისთვის უცხო ბაქტერიებს და ახშობს ანთებით პროცესებს.
ალოეს გამოყენების სხვა შესაძლებლობები
ეს მცენარე არაჩვეულებრივი და ძალზედ ეფექტური საშუალებაა კუჭიდან, თირკმლიდან, ელენთიდან, შარდის ბუშტიდან, ღვიძლიდან და მსხვილი ნაწლავიდან ტოქსინების გამოსადევნად. ალოეს რეგულარული მოხმარებით თქვენ დაივიწყებთ კუჭის გაღიზიანებას, მოიშუშებთ წყლულებს და გაიმაგრებთ სახსრებს. ეს არაჩველებრივი არჩევანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ართრიტისგან იტანჯებიან.
ერთ-ერთმა სამეცნიერო კვლევამ დაამტკიცა, რომ ალოე ვერას წვენი არაჩვეულებრივი საშუალებაა პირის ღრუს დეზინფექციისთვის.
როგორ მოვიხმაროთ ალოე?
ყველაზე მარტივი მეთოდი ამ მცენარის სამკურნალო დანიშნულებით გამოსაყენებლად - მისი წვენის დალევა. ალოეს წვენის შეძენას შეძლებთ ჯანსაღი კვების მაღაზიებში.
თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ამ მცენარი ფოთლები ან თავად გაზარდოთ იგი. გამომდინარე იქიდან, რომ ალოეს წვენი არც თუ ისე გემრიელია, შეგიძლიათ ჩაამატოთ ის ხილის წვენებში. 50 მლ დღეში სავსებით საკმარისი იქნება!