მას ასევე ვარიკოზი ჰქონდა და ბოლო დროს წყლულებიდა შავი ლაქებიც კი გაუჩნდა ფეხებზე და აი ეს მალამო დაეხმარა მას, მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- ღორის ქონი
- ალოეს წვენი
- თაფლი
- ვიშნევსკის მალამო
- სარეცხი თხევადი საპონი
- ხახვის წვენი
იქიდან გამომდინარე, რომ რჩევაში არაფერი სახიფათო არ შემინიშნავს გადავწყვითე გამომეყენებინა ეს რეცეპტი.
მომზადების წესი:
ყველა მოცემული ინგრედიენტი 1 სუფრის კოვზის ოდენობით უნდა მოათავსოთ მცირე ზომის ქვაბში და მორევით მიიყვანოთ დუღილის ტემპერატურამდე! შემდეგ კი გააცივოთ.
გამოყენების წესი:
დედა ისვავდა მალამოს ფეხებზე და იხვევდა სუფთა ტილოთი, რომელსაც ბინტით იკრავდა მსუბუქად. ამ სახვევით დადიოდა მთელი დღე და იტოვებდა ღამითაც. შემდეგ იდებდა ახალ სახვევს მალამოს ახალი პორციით. აგრძელებდა ასე სანამ მალამო არ გამოილია.
როდესაც მალამო გათავდა, ფეხები უკვე სუფთა იყო!