იცოდით, რომ კიტრის წვენი სხეულის ტემპერატურის დაწევას უწყობს ხელს და ძალიან ეფექტურად მოქმედებს სახსრებში კრისტალებად დალექილი შარდმჟავის დასაშლელად, რომელიც შემდგომში პოდაგრად გადაიქცევა.
ამ წვენით მკურნალობისას, შეიძლება სახსრებში ტკივილი იგრძნოთ, თუმცა ნუ შეშინდებით, რადგან ეს ნიშანია იმისა რომ ორგანიზმიდან ტოქსინები გამოდევნას იწყებენ.
მკურნალობისას, შეგიძლიათ გამოიყენოთ იმბირი და ნიახური, რომელიც ანთებით პროცესს ჩააქრობს სხეულის ტოქსინებისაგან წმენდისას. ეს ორი პროდუქტი განკურნების მშვენიერი საშუალებაა.
ნუ დაიზარებთ და გამოიჩინეთ ყურადღება საკუთარი თავის ჯანმრთელობისათვის, რაც სამომავლოდ სერიოზულ პრობლემებს აგაცილებთ!
საჭირო ინგრედიენტებია:
2 ნიახურის ღერო
1 ჩაის კოვზი დასრესილი იმბირი
1 საშუალო ზომის კიტრი
1/4 ლიმონი
მომზადების წესი:
გავრეცხოთ ჩამოთვლილი პროდუქტი და მოვათავსოთ ბლენდერში ერთგვაროვანი მასის მისაღებად. ყოველ ჯერზე ვამზადებთ ერთი და იგივე წესის დაცვით.
კოქტეილის მიღება უნდა განაგრძოთ მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევთ ( შედეგის დასაჩქარებლად კოქტეილი დღეში ერთხელ ან ორჯერ უნდა მიიღოთ)