სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ პრობლემის გადაჭრის 4 ძალიან მარტივ და ეფექტურ გზას. მიმართ ამ ოთხი პროცედურიდან თქვენთვის სასურველს დახანმოკლე დროში შეძლებთ უსიამოვნო ყვითელი ნადების მოშორებას. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის გამოსადეგარი იქნება.
- ლიმონის წვენი
ლიმონი ძალზედ ეფექტურად წმენდს ჩვენს კბილებს ნადებისგან და გვეხმარება კბილის ქვის მოშორებაში. შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ლიმონის წვენი და წყალი. მიღებული სითხე ჩაიგუბეთ პირის ღრუში და ივლეთ 5 წუთის განმავლობაში. არ გამოიყენოთ ეს მეთოდი ზედმეტად ხშირად, რადგად ამ ციტრუსის წვენმა შეიძლება დააზიანოს კბილის ემალი. - მარწყვი
უამრავი ადამიანისთვის საყვარელი ეს პროდუქტი მდიდარია შენაერთებით, რომლებიც გვეხმარება კბილებიდან უსიამოვნო ნადების მოშორებაში. უბრალოდ კარგად დაიმუშავეთ კბილები მარწყვის გამოყენებით. პროცედურის ხანგრძლივობა - 7 წუთი. მოიქეცით ასე ყოველდღიურად სასურველი შედეგის მიღებამდე. ლიმონის წვენისგან განსხვავებით, ეს მეთოდი არ წარმოადგენს საფრთხეს კბილის ემალისთვის. - ოხრახუშის ფოთლები
დაფქცით ოხრახუშის ფოთლები ხორცსაკეპის ან ბლენდერის გამოყენებით. მიღებული მასა კარგად შეიზილეთ კბილებზე და გაიჩერეთ 5 წუთით. გამოივლეთ პირის ღრუში თბილი წყალი. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად და ხანმოკლე დროში უსიამოვნო ნადებისგან კვალიც აღარ დარჩება. - რეცეპტი, რომლის დახმარებითაც მარტივად შეძლებთ კბილების გათეთრებას:
2 ჩაის კოვზ გაზირებულ წყალს, 2 ჩაის კოვზ საკვებ სოდას, 1 ჩაის კოვზ კბილის პასტას და 1 სუფრის კოვზ წყალს ვათავსებთ საშუალო ზომის ჭურჭელში. ვურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული სასუალება წაუსვით კბილის ჯაგრისზე და იხეხეთ კბილები 4 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ. უსიამოვნო ნადები არასდროს შეგაწუხებთ!
არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვის. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!