ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტი მისი სიცოცხლის განმავლობაში გადაამუშავებს 100 ტონა პროდუქტს და დაახლოებით 40 000 ლიტრს სითხეს.
შესაბამისი გამოთვლების მიხედვით, ჩვენს მსხვილ ნაწლავში წლების განმავლობაში 15 კილოგრამამდე ტოქსინები გროვდება. დაგროვებული ფეკალიები და ტოქსინები კი ძალიან საზიანოა ჩვენი ორგანიზმისათვის. თუ თქვენ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ-ერთი მაინც აგეღნიშნებათ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი მსხვილი ნაწლავი გაუმართავად მუშაობს.
- დიაბეტი
- ცუდი ნივთიერებათა ცვლა
- ღვიძლის დაავადება
თირკმელების პრობლემები - წონის გადაჭარბებული მატება
- კანის პრობლემები
- ართრიტი
- ფეხებთან და თმებთან დაკავშირებული პრობლემები
- კიბო
როგორ გავწმინდოთ სწორი ნაწლავი?!
ოყნის გამოყენება ეფექტურია სწორი ნაწლავის 50 სანტიმეტრამდე გასაწმენდად, თუმცა ამ მეთოდმა შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ნაწლავურ მიკროფლორას. სწორედ ამიტომ, ''რჩევები''-ს რედაქცია ხალხურ საშუალებას, რომელიც ყოველგვარი გვერდითი მოვლენის გარეშე დაგეხმარებათ ამ პრობლემის გადაჭრაში.
1-3 სუფრის კოვზი სელის ფქვილის გამოყენებით თქვენ შეძლებთ ნაწლავების გაწმენდას პარაზიტებისგან, ლორწოსგან, ფეკალიების ნარჩენებისგან, თანაც ისე, რომ არ დააზიანებთ მის მიკროფლორას.
გარდა ამისა, სელის ფქვილი დაგეხმარებათ წონის, მეტაბოლიზმის და ქოლესტერინის დონის რეგულირებაში. ეს პროდუქტი ასევე გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
- გასტრიტი
- კოლიტი
- კუჭის წყლული
- საშარდე გზების ინფექციები
- ცისტიტი
- ზედა სასუნთქი გზების ანტება
- ჭარბი წონა
წარმოგიდგენთ ნაწლავის გაწმენდის 21 დღიან პროცედურას.
- დღე 1-7: უბრალოდ შეურიეთ და მიირთვით 1 სუფრის კოვზი სელის ფქვილი და 100მლ კეფირი
- დღე 8-14: შეურიეთ 2 სუფრის კოვზი სელის ფქვილი და 100მლ კეფირი
- დღე 15-24: შეურიეთ 3 სუფრის კოვზი სელის ფქვილი და 150მლ კეფირი.
გამოიყენეთ მხოლოდ ახლადდაფქული სელის ფქვილი.
ამ ნაზავის მიღება მნიშვნელოვანია საუზმის წინ, უზმოზე. ასევე დარწმუნდით, რომ თქვენ დღის მანძილზე 2 ლიტრზე მეტ წყალს სვავთ. ამ პროცედურის ჩატარება რეკომენდირებულია წელიწადში მხოლოდ ერთხელს.