» » » მსხვილი ნაწლავის წმენდა ასე მარტივი არ ყოფილა. ნატურალური ინგრედიენტები შესანიშნავი ეფექტით.

მსხვილი ნაწლავის წმენდა ასე მარტივი არ ყოფილა. ნატურალური ინგრედიენტები შესანიშნავი ეფექტით.

ჯანსაღი მსხვილი ნაწლავი - ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების საწინდარი. სწორედ ამ იმუნურ ორგანოზეა პირდაპირ დამოკიდებული მთელი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირება. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ადამიანების უმრავლესობას დაბინძურებულ გარემოში გვიწევს ცხოვრება, ჩვენი კვების რაციონი უმეტესწილად შედეგება არაჯანსაღი საკვებისგან და გვახასიათებს არაერთი მავნე ჩვევა, მსხვილი ნაწლავი ხშირად ზიანდება, ბინძურდება და ირღვევა მისი ფუნქციონირება. ნებისმიერი ადამიანის მსხვილ ნაწლავში, თუ რეგულარულად დეტოქსიკაციის შესაბამის პროცედურებს არ ჩავიტარებთ, 5-დან 9 კგ-მდე ტოქსინი შეიძლება დაგროვდეს.



მსხვილი ნაწლავის დაბინძურების ნიშნები და სიმპტომებია: ქრონიკული დაღლილობა, თავის ტკივილი, დეპრესია, დარღვევები მეხსიერებაში, ხშირი ალერგია, წონის მატება, ნადების გაჩენა ენაზე, შარდ-სასქესო სისტემასთან დაკავსირებული პრობლემები, ართრიტი, ართროზი, წყლულები და ონკოლოგიური დაავადებებიც კი. იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მსგავსი სერიოზული პრობლემები, აუცილებელია მსხვილ ნაწლავზე რეგულარულად ზრუნვა.



აბსოლიტურად ყველა გამოცდილი ექიმი საკუთარ პაციენტებს ურჩევს, რეგულარულად ჩაიტარონ მსხვილი ნაწლავის გასაწმენდი პროცედურები. საბედნიეროდ, ბუნებაში მოიპოვება არაერთი ნატურალური პროდუქტი, რომელსაც მსუბუქი საფაღარათო ეფექტი აქვს. დღევანდელ სტატიაში გიზიარებთ სწორედ ასეთი ინგრედიენტებისგან შემდგარ რეცეპს, რომლის დახმარებითაც მარტივად შეძლებთ მსხვილი ნაწლავის დაცლას დაგროვებული საკმაოდ დიდი რაოდენობით ტოქსინებისგან და წიდებისგან.

როგორ გავიწმინდოთ მსხვილი ნაწლავი



თქვენ დაგჭირდებათ:
  • 8 ჭიქა ცხელი წყალი
  • 50 გრამი ხეჭრელის ქერქი
  • 300 გრამი შავი ქლიავის ჩირი (კურკების გარეშე)
  • 250 გრამი ასკილის სიროფი



მომზადება:
  1. აავსეთ ქვაბი ცხელი წყლით, ჩაამატეთ შავი ქლიავის ჩირი და ხეჭრელის ქერქი.

  2. დააფარეთ ქვაბს თავსახური და ხარშეთ ინგრედიენტები დაბალ ცეცხზლე 25 წუთის განმავლობაში.

  3. დუღილის პროცესის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ ჩაამატეთ ასკილის სიროფი.

  4. ხარშვის პროცესის დასრულების შემდეგ გადმოდგით ნარევი ცეცხლიდან და დააყოვნეთ გაგრილებამდე.

  5. დილით გადაწურეთ სითხე რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის გამოყენებით სუფთა მინის ქილაში, დააფარეთ მას თავსახური და შეინახეთ მაცივარში.



12 დღის განმავლობაში ყოველ საღამოს 9 საათზე მიიღეთ ნახევარი ჭიქა (100 მლ) ეს სასმელი. ამ პერიოდში თქვენ მთლიანად შეძლებთ მსხვილი ნაწლავის დაცლას, ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და წონის კლების პროცესის სტიმულირებას.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.