ამის გაგების შემდეგ, თითოეული ჩვენგანი უნდა მივიდეს შემდეგ დასკვნამდე: საჭიროა რაღაცის შეცვლა და რაც შეიძლება სწრაფად. იმისათვის, რომ ნარჩენების მთელმა კგ-ებმა სისხლი არ მოწამლოს და ჯანმრთელობა არ დააზიანოს, რაციონში უნდა ჩაამატოთ ალოე ვერას განსაკუთრებული სასმელი. ძალიან მსუბუქი კუჭის გამხსნელი ეფექტი - პირველი შედეგი, რომელსაც ამ სასმლის მიღების შემდეგ მიიღებთ. "შემიძლია უბრალოდ ტაბლეტი დავლიო" - იტყვით თქვენ. მაგრამ, ნუთუ წამალს შეუძლია ყველა არსებული პრობლემის მოგვარება?
ალოე ვერა და В12
ალოეს ფოთლებში დიდი რაოდენობით ვიტამინები და მინერალებია, მაგრამ В12, ალბათ, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. სამკურნალო და საკვებ მცენარეებში იგი უკიდურესად იშვიათად გვხვდება. ამასთან, ჩვენი წინაპრები იყენებდნენ ალოეს გამომშრალ წვენს - საბურს, როგორც კუჭში გასხნელი საშუალება.
ალოე ვერას ფოთლების ნაყენი, თაფლთან და ღვინოსთან შერევით, დაეხმარა ადამიანებს დისპეპსიის, წყლულისა და კუჭის კატარის განკურნებაში. ჯანმრთელი ადამიანებიც კი რეგულარულად მიირთვმევდნენ 1 ჩ.კ. ალოეს წვენს ყოველდღე, ჭამამდე 30 წუთით ადრე, იმუნიტეტის ასამაღლებლად და ინფექციურ დაავადებებთან გასამკლავებლად. თუ მათ გამოსდიოდათ, თქვენც გამოგივათ.
დეტოქსიკაცია ალოეს დახმარებით
გამჭვირვალე გელი ამ მცენარის ყველაზე ძვირფასი ნაწილია. არ გამოიყენოთ ფოთლის გარე ნაწილები არც კოსმეტიკური, არც სამკურნალო მიზნებით: იგი მწარეა, იწვევს გაღიზიანებასა და ტკივილს საჭმლის მომნელებელ სისტემაში. გამოყენებამდე აუცილებლად მოაშორეთ მთელი კანი და ზედაპირი. ასეთი გელით მომზადებული სასმელი დაგეხმარებათ მთელი ორგანიზმის ფუნქციონირების გამართვაში.
ალოე ვერას გელი
- ხელს უწყობს ყველა საკვები ნივთიერების ათვისებას;
- არეგულირებს განავალს;
- აუმჯობესებს საჭმლის მონელებას;
- გაშორებთ ზედმეტ კილოგრამებს;
- აძლიერებს იმუნურ სისტემას;
- აუმჯობესებს კანისა და თმების მდგომარეობას;
- გავსებთ ენერგიით.
ამასთან, ალოეს 10-დღიანი კურსი გამოდევნის ქვიშას და ხელს უშლის თირკმლებში კენჭების გაჩენას. სადაც არ უნდა გაიხედოთ, მხოლოდ სარგებელს მიიღებთ ალოესგან. მხოლოდ ერთი საკითხიღა დარჩა გასარკვევი: როგორ უნდა მოვამზადოთ ასეთი მეგასასარგებლო საშუალება?
მხოლოდ სამი ინგრედიენტი
გამწმენდი საშუალების მოსამზადებლად მხოლოდ სამი ინგრედიენტი დაგჭირდებატ: ლიმონი, ალოეს 10 ფოთოლი და თაფლი. ალოე არბილებს ლიმონმჟავის მოქმედებას. თუ მაინც გეშინიათ, რომ სასმელი გულძმარვას გამოიწვევს, დაუმატეთ რამდენიმე კოვზი წყალი.
მომზადება
- გაწმინდეთ ალოე ვერას გელი ზედაპირისგან. უნდა მიიღოთ გამჭვირვალე რბილობი. ათქვიფეთ გელი ბლენდერში.
- დაუმატეთ ერთი ლიმონის წვეთი და 1 ს.კ. თხევადი თაფლი.
- გაყავით ეს პორცია 2 მიღებად და მიირთვით დღის განმავლობაში.
არსებობს უკუჩვენებებიც: ეცადეთ, მიირთვათ წვენი საღამოს 7 საათამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სასმელი გამოიწვევს უძილობას. ექიმები არ ურჩევენ ამ სასმლის მიღებას ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ ღვიძლის დაავადება, ჰიპერტონია ან ძალიან მწვავე ფორმის კუჭ-ნაწლავის დარღვევები.