» » » სამუშაო დღე 10 საათზე არ უნდა იწყებოდეს: გაუფრთხილდით საკუთარ თავს

სამუშაო დღე 10 საათზე არ უნდა იწყებოდეს: გაუფრთხილდით საკუთარ თავს

ადამიანის ბიოლოგიური პროცესები ციკლურია და მზისა და მთვარის რიტმებთანაა შეთანხმებული. ადამიანის მიკუთვნება კონკრეტული ბიორითმისთვის განისაზღვრება ქრონოტიპით - შრომისუნარიანობის დონით დღის ან ღამის განსაზღვრულ პერიოდში.ადამიანის, ჩვეული დღიური აქტივობის მიხედვით, მიაკუთვნებენ ტოროლებს, ბუებს ან მტრედებს.

ადამიანის ბიორიტმები
ტოროლები იღვიძებენ ადრე, თითქმის მზის ამოსვლასთან ერთად, სადილამდე კი უამრავ საქმეს ასწრებენ. უკვე საღამოს 9 საათისკენ ძილისთვის ემზადებიან.
ბუები მათი ანტიპოდები არიან" დილით მათ არ უნდა შეეხოთ, გაღიზიანებადი და პასიურები არიან, დღის მეორე ნახევარში განიცდიან ენერგიისა და ძალების მოზღვავებას, დასაძინებლად შუაღამის შემდეგ წვებიან.


მტრედები არც ადრე, არც გვიან - საუზმისთვის იღვიძებენ. აქტიურები არიან მთელი დღის მანძილზე და დასაძინებლად წვებიან შუაღამემდე 1 საათით ადრე.

ექიმმა პოლ კელიმ, ოქსფორდის უნივერსიტეტის წამყვანმა მკვლევარმა, ჩაატარა კვლევები, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ბიორიტმის დარღვევებს ნეგატიური შედეგები აქვს. ადამიანი ერგება სოციუმის მოთხოვნილებებს: დილით მიდის სამსახურში, მუშაობს, როცა დაუწესეს, და ა.შ... თუმცა, როგორ აისახება ეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?


-"ჩვენ ვერ ვცვლით ჩვენს 24-საათიან რიტმს კონკრეტულ დროს გაღვიძებით.. ჩვენი ღვიძლი და გული ექვემდებარება მუშაობის სხვა კანონზომიერებას, ხოლო ჩვენ მათ ვაიძულებთ 2-3 საათით ადრე ან გვიან დაწყებას."

კელის აზრით, საზოგადოება უნდა გადაერთოს მტრედის აქტივობის რეჟიმზე, როგორც ყველაზე ოპტიმალურ ბიორითმზე. იმისათვის, რომ არც ბუებს მიადგეს ზიანი და არც ტოროლებს.


-"ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელსაც წაართვეს ძილი. ეს პრობლემა უამრავ ადამიანს აწუხებს მსოფლიოს მასშტაბით. და მასთან ბრძოლა აუცილებელია! ცივილიზებული წამების ყველაზე გავრცელებული სახეობაა დილით ადრე ადგომა და სამუშაო დღის დაწყება 10 საათიდან."-ამბობს ექიმი.

იგი ამტკიცებს, რომ ფსიქიკური, ფიზიკური და ქიმიური პროცესების რიტმიზაცია ორგანიზმში გენეტიკურია. ბიოლოგიური საათებისა და ცირკადული რიტმის დარღვევა ნეგატიურად აისახება ტვინის ფუნქციონირებაზე, ჰორმონების წარმოებაზე, ენერგიის დონესა და დროის აღქმაზე.


XVIII საუკუნის ბოლოს, ცივილურ ქვეყნებში შემოიღეს 8-საათიანი სამუშაო დღე და ჩანაცვლებითი სამუშაოები ადამიანის ბიოლოგიური ციკლების გაუთვალისწინებლად. ბიზნესი განვითარდა და გაჩნდა 24/7 სამუშაო რეჟიმი.

ადამიანის ბიორიტმული საათი კი აირია. ჩვენ დავშორდით ბუნებასა და წინაპრებს, რომლებიც მოქმედებდნენ მზის შუქის მიხედვით, მუშაობდნენ, სანამ ყველაფერი ჩანდა და არა ბიზნეს-სტრატეგიით.


ექიმმა პოლ კელიმ ჩაატარა ექსპერიმენტი რამდენიმე ბრიტანულ სკოლაში. იგი მოიცავდა დროის არევას და გაკვეთილების დაწყებას 08:30-ის ნაცვლად 10 საათზე, იმისათვის, რომ თითოეულ მოსწავლეს 10 საათამდე შეეძლო გაღვიძება და არა უბრალოდ გაკვეთილების დასწრება, არამედ აქტიურად მონაწილეობა მასში.

მოსწრება და დასწრებადობა ამ სკოლებში მკვეთრად გაიზარდა. ასევე, ბავშვები უფრო აქტიური და მხიარული გახდნენ, შემცირდა დეპრესიული მდგომარეობების დონე.


პოლ კელი გვთავაზობს ამ წესის მაქსიმალურად მორგებას საქმიანობის სხვა სფეროებშიც, რათა დავიცვათ ადამიანები გადატვირთვის, გადაღლის, ყავისა და ენერგეტიკული სასმელების ჭარბი მოხმარებისგან.
მისი აზრით, შედეგი ამართლებს ასეთ ცვლილებას. ადამიანები უფრო პროდუქტიული, მოტივირებული, მიზანმსწრაფველი და ცხოვრებით კმაყოფილი გახდებიან. ისინი უკეთ იმუშავებენ და უფრო დიდ სარგებელს მოუტანენ საზოგადოებას.


ადამიანის ბიორიტმი და შრომისუნარიანობა პირდაპირ კავშირშია. უნდა ეცადოთ, ორგანიზმს დაუწესოთ რეჟიმი იმისათვის, რომ ჯანმრთელობას არ ავნოთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.