ისტორიკოსები დაობენ იმაზე, თუ ვინ მოიგონა პირველი სათამაშო კარტები. ზოგიერთი თვლის, რომ ეს ჩინეთში მოხდა, მეორენი ამ მოვლენას არაბეთს უკავშირებენ.
სათამაშო კარტების ნაკრები დაყოფილია 4 "ფერად". თუმცა, ოდესღაც ეს ფერები მოიცავდა კუბებს, ხმლებს, გურზებსა და მონეტებს.
არსებობს უამრავი თეორია იმის შესახებ, თუ რას აღნიშნავს თითოეული ფერი
ზოგიერთი თვლის, რომ ადრე კარტები საზოგადოების ფენებს აღნიშნავდა. მაგალითად, კუბები სამღვდელოებას აღნიშნავდა, ხმლები - მეომრებსა და თავადაზნაურობას, მონეტები - ვაჭრებს.
თუმცა, პოლ ბოსტოკმა, სათამაშო კარტების საერთაშორისო საზოგადოების მრჩეველთა პალატის წევრმა თქვა, რომ წყობაში ფერების შერჩევა უნდა აღნიშნავდეს იმ თავადაზნაურის გემოვნებას, რომელმაც ეს კარტები შეუკვეთა.
მიუხედავად იმისა, რომ კარტებზე დეკორაცია საუკუნეების მანძილზე იცვლებოდა, "სახის მხარე", შედარებით, უცვლელი დარჩა.
მაგალითად, კარტთა წყობაში 4 მეფე დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში დიდხანს აღნიშნავდა მეფე კარლოსს, დავითს, კეისარსა და ალექსანდრე მაკედონელს.
ესპანეთში, მეფეების ნაცვლად, რაინდები იყვნენ გამოსახული. თანამედროვე კარტი "ჯოკერი" კი მაშინ გაჩნდა, როცა გერმანელებმა მთლიანად ამოიღეს დედოფლები კარტებიდან და დატოვეს მხოლოდ მეფეები და ორი სახეობის "ვალეტები": ობერმანი და უნტერმანი.
ტუზი წყობაში პოლიტიკური მიზეზებით მოხვდა
1765 წელს ინგლისმა სათამაშო კარტებზე გადასახადი დააწესა. შოტლანდიის მეფე ჯეიმს I ყველა კომპანიისგან, რომლებიც კარტებს ბეჭდავდა, მოითხოვდა ახალი საგერბო მოსაკრებლის გადახდას. ყვავის ტუზი აღინიშნებოდა ერთ კარტზე იმის აღსანიშნავად, რომ გადასახადი გადახდილი იყო.
კარტების უკანა მხარის მოხატვა მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყეს.
ეკლესია კარტებს მუდამ ეშმაკის თამაშად მოიხსენიებდა. მსახურები ამტკიცებდნენ, რომ ასეთი თამაშებით გატაცება ადამიანს ჯოჯოხეთთან აახლოვებდა.