თუმცა, პრაქტიკული გამოყენება ჰპოვა არამხოლოდ პირშუშხას ბოლქვებმა, რომელიც დღეს პოპულარული სანელებელია, არამედ ფოთლებმაც. რჩევების რედაქცია გაგარკვევთ, თუ რატომ დაიმსახურა ამ მცენარემ პოპულარობა და სიყვარული ხალხში.
პირშუშხას ფოთლები
სხვა საკვებ მწვანილებს შორის, პირშუშხა შემადგენლობით გამოირჩევა. იგი შეიცავს B ჯგუფის, C, Е და PP ვიტამინებს. გარდა ამისა, მის ფოთლებში დიდი რაოდენობით კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, გოგირდი და სელენია. ასკორბინის მჟავის კონცენტრაცია მასში კი ლიმონსა და შავ მოცხარზე უფრო მაღალია.
ფიტონციდების შემცველობით, პირშუშხას ფოთლები დაგიცავთ მავნე მიკროორგანიზმებისგან. ამასთან, ფიტონციდების კონცენტრაცია მასში იმდენად მაღალია, რომ მის გამომშრალ ფოთლებშიც კი რჩება. გამოცდილი დიასახლისები მას კერძების მოსამზადებლად იყენებენ.
პირშუშხას სამკურნალო თვისებები გაგათავისუფლებთ მარილის ფენებისგან. ამისთვის უნდა ჩაატაროთ შემდეგი პროცედირა: ძილის წინ აიღეთ 2 დიდი ფოთოლი, ჩააგდეთ მდუღარეში და შემდეგ მიიდეთ ზურგზე, შეიხვიეთ ქსოვილით. თუ ოდნავ წვას შეიგრძნობთ, ეს ნორმალურია. ასეთი კომპრესის დროს დამწვრობის მიღება შეუძლებელია.
დილით ფრთხილად მოიხსენით ქსოვილი და ფოთლები. ისინი ორგანიზმიდან მარილს გამოიწოვდნენ მთელი ღამის მანძილზე და თუ ეს უკანასკნელი ბევრი იყო, შესაძლოა ფოთლები მოხსნისთანავე დაიშალოს. განსაზღვრეთ, სხეულის რომელ ნაწილში გაქვთ ყველაზე დიდი რაოდენობით მარილი. გაიმეორეთ პროცედურა მანამ, სანამ ფოთლებზე მარილის გაჩენა არ შეწყდება.
ზოგადად, პირშუშხას ფოთლები უნიკალურია იმით, რომ შეიწოვს მარილის ფენებს პირდაპირ კანის ფორებიდან. ამიტომ, ასეთი ხელმისაწვდომი პროდუქტის არგამოყენება უბრალოდ დიდი სისულელეა. სოფლის ექიმბაშები ტყუილად კი არ კურნავდნენ პაციენტებს სწორედ ამ ფოთლებით.
პირშუშხას ფოთლების ნაყენი გეხმარებათ ზურგისა და სახსრების ტკივილების დროს. საშუალება მზადდება ახალგაზრდა, მწვანე ფოთლებისგან, რომლებიც უბრალოდ ქილაში უნდა ჩაალაგოთ და დაასხათ სპირტი ან არაყი. მასა 2 დღით ბნელ და გრილ ადგილას უნდა გააჩეროთ, რის შემდეგაც მტკივანი ადგილების დასაზელად უნდა გამოიყენოთ. იგი სახსრების მწვავე ტკივილების დროს შვებას მოგგვრით.
კუნთებისა და სახსრების პრობლემებისგან არც ერთ ასაკში არ ხართ დაცული, ამიტომ ასეთი ნაყენი აუცილებლად უნდა იქონიოთ სახლში, განსაკუთრებით, თუ ფიზიკურად დატვირთული ხართ ან რომელიმე ახლო ნათესავს სახსრების დაავადებები აქვს.