ექიმი შულცეს შემუშავებული ნაყენი უამრავ ექიმს დაეხმარა ვირუსული, ბაქტერიული, პარაზიტული და სოკოვანი დაავადებების დამარცხებაში. იგი აძლიერებს იმუნიტეტს, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და წმენდს სისხლს.
მკურნალობა ნაყენით
გასაკვირი არაა, რომ ნაყენი ასეთი ეფექტურია, რადგან მის შემადგენლობაშია მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტები, რომლებსაც ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, სოკოსსაწინააღმდეგო და გამაჯანსაღებელი თვისებები აქვთ.
ექიმის საიტზე მისი ნაყენი საკმაოდ ძვირია, თუმცა მისი მომზადება დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ, რადგან რეცეპტი საკმაოდ მარტივი და ხელმისაწვდომია.
ინგრედიენტები
- 700 მლ ნატურალური ვაშლის ძმარი
- 100 გ ახალი, ცხარე წიწაკა
- 500 გ წითელი ხახვი
- 500 გ ნიორი
- 500 გ პირშუშხა
- 250 გ ჯანჯაფილი
- გაწმინდეთ და წვრილად დაჭერით ინგრედიენტები.
- მოათავსეთ ყველაფერი შუშის ქილაში.
- დაასხით ვაშლის ძმარი. 2/3 ქილა შეავსეთ ინგრედიენტებით, დანარჩენი სივრცე - ძმრით.
- გააჩერეთ მასა ბნელ, გრილ ადგილას 2-4 კვირით.
- ამის შემდეგ დაწურეთ და გაწურეთ მარლაში, რათა მხოლოდ წვენი დარჩეს.
- ინფექციის საწინააღმდეგო საშუალება მზადაა. გადაასხით სითხე გაუმჭვირვალე ქილაში, რათა დაიცვათ სინათლისგან. გააჩერეთ ნაყენი გრილ და ბნელ ადგილას.