» » » მოსეს სასწაული ჩინდოს კუნძულზე. ლეგენდა, რომლის ცოცხლად დანახვა არის შესაძლებელი

მოსეს სასწაული ჩინდოს კუნძულზე. ლეგენდა, რომლის ცოცხლად დანახვა არის შესაძლებელი

წელიწადში ორჯერ, სამხრეთ კორეის კუნძულ ჩინდოში საოცარი მოვლენის თვითმხილველი შეიძლება გახდე, რომელიც ბიბლიურ სიუჯეტს გაგონებს, როცა მოსეს წინაშე ზღვა ორად გაიყო. წყლები, რომლებიც კუნძულებს მოდო და ჩინდო აერთებს, მთელი ერთი საათით ორად იყოფა და 40 მეტრი სიფართისა და 2,8 კილომეტრის სიგრძის გზას ხსნის.

მოსეს სასწაული ჩინდოს კუნძულზე. ლეგენდა, რომლის ცოცხლად დანახვა არის შესაძლებელი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ზღვის წყლების ასეთი გაყოფა ხდება მოდინება-გადინების სხვაობის შედეგად, რომლებიც თავის მხრივ მთვარის ციკლებზეა დამოკიდებული. ამ საოცრების სანახავად ტურისტები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან.

უამრავი ტურისტი თუ ადგილობრივი სეირნობს ზღვაში გახსნილ „ბილიკზე“ და ხმელეთზე გადმოგდებულ ზღვის ბინადრებს აგროვებენ. იდუმალი ზღვის გზის ხილვა პროვინციაში ჩოლა-ნამდო არის შესაძლებელი. ყველაზე ხშირად ტურისტები აქ მაისში ჩამოდიან, თუმცა, ძლიერი გადინებები აქ შემოდგომაზე ხდება.



ეს მოვლენა საყოველთაოდ ცნობილი საფრანგეთის ელჩის, პიერ რანდის წყალობით გახდა, რმელმაც 1975 წელს ჩინდოში ვიზიტისას მას ადგილობრივ გაზეთში სტატია მიუძღვნა. ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ „მოსეს გზა“ შეგიძლია გაიარო მატერიკიდან კუნძულამდე.

კორეელებს ამ მოვლენის საკუთარი ახსნა აქვთ. ლეგენდის თანახმად, გასამართლებული სახელად სონ დონ ჩჟინი კუნძულ ჩეჩჟუდოზე გადაასახლეს. თუმცა მან და მისმა თანმხლებებმა მოახერხეს გაქცევა და უახლოეს კუნძლამდე გაცურეს, რომელიც ჩინდო აღმოჩნდა.




მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.