» » » ცხიმების წვა და კიდევ 5 შესამჩნევი ეფექტი, რომლებსაც სელის თესლის მოხმარებით მიიღებთ

ცხიმების წვა და კიდევ 5 შესამჩნევი ეფექტი, რომლებსაც სელის თესლის მოხმარებით მიიღებთ

სუპერფუდი - ასე უწოდებენ იმ პროდუქტებს, რომლებიც დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. კენკრა გოჯი, მატჩა, კინოა, სპირულინა, ჩია - ითვლება, რომ მათ გარეშე არ გამოგივათ არც სილამაზის შენარჩუნება, არც სწორად კვება და არც განკურნება.
ნუ წამოეგებით ეგზოტიკურ დასახელებებზე: სუპერფუდებს სუპერფასი აქვთ! ორგანიზმისთვის ყველა აუცილებელი ნივთიერების მიღება ჩვენებური პროდუქტითაც შეგვიძლია. სელის თესლი, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრებისთვისაც იყო ცნობილი, გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ამდენად პოპულარული ჩიის თესლი.



სელის თესლის მთავარი უპირატესობაა მასში დიდი რაოდენობით ომეგა3-ის ცხიმოვანი მჟავებისა (ორჯერ მეტი, ვიდრე თევზის ქონში) და ლიგნანების(ფიტოჰორმონები, რომლებიც სარძევე ჯირკვლის კიბოს აღსაკვეთავადაა აუცილებელი) შემცველობა.

სელის თესლის სამკურნალო თვისებები
განსაკუთრებული შემადგენლობის წყალობით, პროდუქტი დადებითად მოქმედებს მთელს ორგანიზმზე. სელის თესლი გეხმარებათ ტოქსინების გამოდევნაში, სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებაში. სელი სელენის შემცველობით ჩემპიონია, ეს ელემენტი კი, თავის მხრივ, მძლავრი კიბოსსაწინააღმდეგო საშუალებაა.



სელის თესლის ცივი ნაყენი მსუბუქად მოქმედებს ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტზე, აქვს მსუბუქი შარდმდენი და კუჭის ამშლელი ეფექტი, გეხმარებათ სხვადასხვა სახის ინტოქსიკაციის ნეიტრალიზებაში, მეძუძურ დედებში კი ზრდის ლაქტაციას.
1 ს.კ. სელის თესლი ჩაყარეთ თავსახურიან შუშის ქილაში, იქვე ჩაასხით 250 მლ ადუღებული, ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული წყალი. მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და 2-3 წუთის მანძილზე ენერგიულად შეანჯღრიეთ, შემდეგ გააჩერეთ 30 წუთით და მიირთვით დღის განმავლობაში 2-3 ს.კ.-ს ოდენობით.


ცხელი, ლორწოვანი ნაყენი №1 საშუალებაა გასტრიტის დროს. იგი ალბობს კუჭის კედლებს, ხსნის ანთებასა და ტკივილს. საშუალება ეფექტურია ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს.
ნაყენი ანალოგიურად მზადდება იმ განსხვავებით, რომ თესლს მდუღარე წყალს ასხამენ. მიირთვით 100 მლ ოდენობით ჭამამდე 30 წუთით ადრე.


სელის თესლის ფხვნილი თაფლთან ერთად დაამშვიდებს ძლიერ ხველას და შეამსუბუქებს სისველის ამოდევნას. 100 გ სელის თესლი დააფქვიეთ ყავის საფქვავში. მიღებული ფხვნილი შეურიეთ 500 გ თაფლს, მიირთვით 1 ჩ.კ. საშუალება ყოველ 1.5-2 საათში.


სელის თესლი გასახდომად
დიეტოლოგების თქმით, სელის თესლის დახმარებით წონაში დაკლებაც შეგიძლიათ. დაუმატეთ იგი სალათებს, გარნირებს, ნამცხვრებს, ფხვნილის სახით - სუპებსა და რაგუს. ცელულოზას მაღალი შემცველობა მოქმედებს ნაწლავების გამწმენდის სახით, გეხმარებათ შლაკების გამოდევნასა და მიკროფლორის გაუმჯობესებაში. სელის თესლის ლორწოს ჩამლბობი თვისება, ასევე, სასარგებლოა გახდომისთვის: იგი ხელს უშლის ჭარბი ცხიმების შეწოვას.


სელის თესლის კისელი დიდხანს ანაყრებს მადას, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესების სწორად წარმართვას.
2 ს.კ. სელის თესლი ჩაყარეთ ემალირებულ ჭურჭელში, ჩაასხით 2 ჭიქა წყალი და დაბალ ცეცხლზე აადუღეთ. ხარშეთ 10 წუთით, შემდეგ გამორთეთ ცეცხლი. კისელი შეგიძლიათ არც გაწუროთ. გემოსთვის დაუმატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი და ჩ.კ. თაფლი. მიირთვით 0.5 ჭიქა თბილი კისელი ჭამამდე 1 საათით ადრე, ორკვირიანი კურსით. შემდეგ შეისვენეთ 7 დღით.


ამ თვისებების მიუხედავად, სელის თესლს უკუჩვენებაც აქვს: ანთებული ნაწლავების სინდრომი, კენჭები თირკმლებში ან ნაღვლის ბუშტში, საშვილოსნოს ფიბრომა, საკვერცხეების პოლიკისტოზი, ასევე, სპეციფიკური ინდივიდუალური ალერგია.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.