მაგიდა №3 - ხსნაა მათთვის, ვისაც ნაწლავების გაჯანსაღება და მეტაბოლიზმის გაუმჯობესება, კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანას აღდგენა სურთ. მაგიდა კარგია დიაბეტიკების, შუა ხნის ასაკის ადამიანების, გახდომის მსურველი ქალბატონებისა და მათთვის, ვისაც განავლის შეკავება ხშირად აწუხებთ.
რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა დაარეგულიროთ ნაწლავების ფუნქციონირება და გათავისუფლდეთ საშინელი ობსტიპაციისგან აფთიაქის პრეპარატებისა და გაღიზიანებული ნერვული სისტემის გარეშე. პრობლემა, რომელზეც არ საუბრობენ, ერთი მარტივი დიეტით - მაგიდა №3-ით გადაიჭრება.
განავლის შეკავება
ნაწლავების დაცარიელებასთან დაკავშირებული პრობლემები - მოვლენა, რომელიც ყველგან გვხვდება და არასწორი კვებით, უმოძრაო ცხოვრების წესითა და უხარისხო საკვებითაა გამოწვეული. სამკურნალო მაგიდა №3 0 ესაა სრულყოფილი და დაბალანსებული რაციონი, რომელიც მოიცავს დიდი რაოდენობით ცელულოზას, ბიფიდო- და ლაქტობაქტერიებს, ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც ასტიმულირებს ნაწლავების მოქმედებას.
კვების რეჟიმი არაფრით გამოირჩევა დიეტების უმრავლესობისგან: ულუფები უნდა იყოს ზომიერი(ეტეოდეს ორ ხელის გულზე), საკვების მიღება უნდა იყოს ხშირი, სასმელი რეჟიმი კი - ჭარბი.
ხშირად, №3 დიეტას ნიშნავს ექიმი დიეტოლოგი ან გასტროენტეროლოგი, თუმცა, შეგიძლიათ იგი დამოუკიდებლადაც დაიცვათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების არქონის შემთხვევაში - ეს სავსებით უსაფრთხო, გემრიელი და სასარგებლოა!
ძირითადი პროდუქტი
ხილი და ბოსტნეული - სამკურნალო დიეტის საფუძველია. მცენარეული საკვების მიღება შეგიძლიათ როგორც უმ, ისე მომზადებულ მდგომარეობაში დიდ ნაჭრებად. გამორიცხეთ რაციონიდან კარტოფილი, თეთრთავა კომბოსტო, ბარდა, ხახვი, ნიორი, ბოლოკი. სოკოს გამოყენება მხოლოდ ბულიონის მოსამზადებლად შეგიძლიათ.
ფქვილის ნაწარმი(ფანტელები და მეორე გადარჩევის შვრიის პური) აუმჯობესებს პერისტაქლტიკას, განსაკუთრებით, წინა ღამის გამომცხვარი, გამომშრალი ნაწარმი, მშრალი ორცხობილები. გამორიცხეთ პარკოსანი მცენარეები, ბრინჯი და მანი ფაფა.
ხორცი და თევზი დაიშვება მხოლოდ შემდეგი სახეობისა: ხბოს, საქონლის, ქათმის, კურდღლის, ხეკისა და ვირთევზის. ღორისა და ცხვირს ხორცი - არაუმეტეს ორჯერ კვირაში. დაშვებულია ნებისმიერი ზღვის პროდუქტი, გარდა დაკონსერვებულია. კვერცხი უნდა მოამზადოთ ორთქლზე, მოხარშოთ ათქვეფილი, მოამზადოთ ომლეტი, ოღონდ არ უნდა შეწვათ ან მოხარშოთ მაგრად.
რძის პროდუქტებისგან დაშვებულია არამჟავე ხაჭო, უცხიმო რძე, ნატურალური მაწონი, კერძებში შეგიძლიათ მცირე რაოდენობით ნაღები, უცხიმო არაჟანი ან მყარი ყველი გამოიყენოთ. დიეტა მოიცავს სანელებლების აკრძალვასაც: აჯიკა, შავი და წითელი წიწაკა, პირშუშხა, მდოგვი - აკრძალულია. გემოს სიმკვეთრისთვის გამოიყენეთ ოხრახუში, კამა ან დაფნა.
სასმელი რეჟიმი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია მესამე დიეტისთვის. რეკომენდებულია მსუბუქი ჩაი, ყავის ნაცვლად - ციკორია, ნატურალური წვენები, კომპოტები, ასკილის ნახარშების მირთმევა. გამორიცხულია: ნატურალური ყავა, კაკაო, კისელი, მაგარი ჩაი, განსაკუთრებით რძიანი.
მენიუ 1 კვირისთვის
- ორშაბათი
დილით: ხაჭო ახალ ხილთან და ჩაისთან ერთად.
სადილზე: ბოსტნეულის სუპი გუფთით, 1 ნაჭერი გამომშრალი შვრიის პური.
სამხარი: გახუხული პური ქიშმიშთან ერთად, წვენი.
ვახშამი: წიწიბურა ორთქლზე მომზადებული ქათმის ხორცით, პომიდორი ან ბოსტნეულის სალათი.
ძილის წინ: ნატურალური ვაშლის წვენი. - სამშაბათი
დილით: ომლეტი ყველთან და პომიდორთან ერთად, ციკორია რძით ან ნაღებით.
სადილზე: ჭარხლის სალათი 1 ნაჭერი გუშინდელი პურით.
სამხარი: ჩაი ზეფირთან ერთად.
ვახშამი: გამომცხვარი ყვავილოვანი კომბოსტო ხორცით.
ძილის წინ: ცოტაოდენი კომბოსტოს მწნილი. - ოთხშაბათი
დილით: ორი ათქვეფილი კვერცხი(მოხარშული ან ომლეტი), მოხარშული რძიანი სოსისი, მსუბუქი ჩაი.
სადილი: დიეტური ბორში, ცოტა არაჟანი, პური.
სამხარი: გამომცხვარი ვაშლი თაფლით.
ვახშამი: მოთუშული კურდღლის ან ხბოს კოტლეტები, ბოსტნეულის სალათი.
ძილის წინ: ცოტაოდენი ქლიავის ჩირი, წვენი. - ხუთშაბათი
დილით: შვრიის ფაფა რძითა და გარგრის ჩირით, ციკორია.
სადილი: თევზის სუპი მწვანილით, 1 ნაჭერი პური.
სამხარი: მშრალი ორცხობილა, მსუბუქი ჩაი, ნებისმიერი ნებადართული ხილი.
ვახშამი: სტაფილოს ალადები, ცოტაოდენი არაჟანი და ნატურალური წვენი.
ძილის წინ: 1 ჭიქა უცხიმო კეფირი. - პარასკევი
დილით: ომლეტი ორთქლზე, ტოსტი შინ მომზადებული პაშტეტით, მსუბუქი ჩაი ან ციკორია.
სადილი: ბულიონი ხორცითა და ბოსტნეულით, გახუხული პურები.
სამხარი: ტოსტები, თაფლი, ჩაი ან ნატურალური წვენი.
ვახშამი: გამომცხვარი თევზი, ვინეგრეტი.
ძილის წინ: ნატურალური მაწონი(5%-მდე ცხიმიანობით), გარგრის ჩირი. - შაბათი
დილით: ყაბახის ალადები(არაჟანი გემოვნებით), მსუბუქი ჩაი ან ვაშლის წვენი.
სადილი: ბოსნტეულის სუპი სოკოს ბულიონზე, გახუხული პურები.
სამხარი: ხილი.
ვახშამი: ყვავილოვანი კომბოსტო ორთქლზე, ხბოს ან ღორის გამომცხვარი ხორცი.
ძილის წინ: კომბოსტოს მწნილი. - კვირა
დილით: შვრიის ფაფა ხილთან ერთად, ციკორია ნაღებით.
სადილი: მაწვნის სუპი.
სამხარი: ბოსტნეულის სალათი, შეზავებული ზეთით.
ვახშამი: ბოსტნეულის რაგუ, კოტლეტები, ნატურალური წვენი.
ძილის წინ: 1 მუჭა ქლიავის ჩირი.
თუ ისეთი დელიკატური პრობლემა გაწუხებთ, როგორიც ყაბზობაა, ჩვენ უკვე გაგაცანით მისი მოგვარების გზას. დიეტა ნაწლავების გასაწმენდად ინიშნება როგორც სამედიცინო მაჩვენებლების მიხედვით, ასევე, ყაბზობის სამკურნალოდაც, რომლის მიზეზიც არასწორი რაციონია.