ნიშის ჯანმრთელობის სისტემა კიბოს პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის სამ მიმართულებას გვთავაზობს:
- ორგანიზმიდან ნახშიროჟანგის გამოდევნა;
- ორგანიზმის C ვიტამინით უზრუნველყოფა;
- სისხლძარღვების რეგენერაცია და ორგანიზმის უჯრედულ დონეზე გასუფთავება.
ამ პროგრამის განსახორციელებლად უნდა მოხდეს კანის ფუნქციის აღდგენა, ნაწლავების შიდა გარსიდან შლაკების ევაკუაცია, ყაბზობის მკურნალობა, სისხლისა და ლიმფის ნორმალური ცირკულაციის აღდგენა, ორგანიზმის ყველანაირი სითხის გასუფთავება და ტანის სწორად დაჭერის აღდგენა.
ნიშის ჯანმრთელობის სისტემა ორგანიზმში ნახშიროჟანგის მოსპობისათვის ჰაერის აბაზანებს გვთავაზობს. თერაპიის კურსი - 6-11 სეანსი.
მკურნალობის ეს მეთოდი იწვევს შლაკების, მათ შორის შარდმჟავას კანიდან გამოყოფას, ხოლო იმავე კანის საშუალების ხდება ჰაერიდან ჟანგბადისა და აზოტის შეწოვა. ჟანგბადი ნახშიროჟანგს გარდაქმნის ნახშირმჟავად. ამ გზით მოხდება ორგანიზმში სითხის გაწმენდვა.
შლაკებიდან ორგანიზმის გაწმენდისათვის ნიშის მეთოდიკა გვთავაზობს წყლის კონტრასტულ პროცედურებს. ნაწლავების შიდა კედლებიდან შლაკების გამოდევნისა და ყაბზობის სამკურნალოდ, ნიშის მეთოდიკით, რეკომენდებულია სამკურნალო შიმშილობა. - ორგანიზმის C ვიტამინით უზრუნველყოფისათვის რეკომენდებულია ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენების მიღება, აგრეთვე შავი მოცვის ფოთლების, ჟოლოს, ასკილისა და კარალიოკის ფოთლების ჩაი.
- კიბოს დროს ავადმყოფმა უნდა მიიღოს არანაკლებ 2-3 ლ სითხე და ადვილადმონელებადი საკვები: ბრინჯი, თევზი, ქათმის ხორცი, ბოსტნეული.
ამასთან, მოხარშული საკვები 3-ჯერ ნაკლები უნდა იყოს ცოცხალ საკვებთან შედარებით. - გარდა ამისა, ორგანიზმი უნდა უზრუნველყოთ მინერალური მარილებით.
- აუცილებელია აგრეთვე, ყურადღება მიექცეს მცირე მენჯის ორგანოებს. ამისთვის რეკომენდებულია ნიშის სამკურნალო სისტემის ვარჯიშები.
- ვწევართ რა იატაკზე, 4-6-ჯერ ნელ-ნელა უნდა ავწიოთ და დავუშვათ ტანი.
- ვდგავართ, ხელები წელზე გვიკიდია და 6-8-ჯერ ვტრიალდებით ორივე მხარეს.
- რიგრიგობით მივიტანოთ მუხლები მხრებამდე ჯერ ერთი ფეხის, მერე მეორე ფეხის (ამ დროს წოლაც შეიძლება), ამ დროს მუხლებზე ხელები გვაქვს მოხვეული და მჭიდროდ მიგვაქვს ტანთან. ვიმეორებთ 8-10-ჯერ.
- ნახევარად მწოლიარე მდგომარეობაში ფეხები მოვღუნოთ მუხლებში, მცირე ხნით გავჭიმოთ და გავაჩეროთ. მკვეთრად ამოვბურცოთ მუცლის კედელი. შევასრულოთ 10-20-ჯერ.
- მუცლის მასაჟი სხვადასხვა რხევითი მოძრაობების გამოყენებით (ცომის მოზელვის მსგავსი და სხვა).