» » » მყარი ჯანმრთელობის 12 მაჩვენებელი: ისინი ჩვენ ბუნებამ გვიბოძა

მყარი ჯანმრთელობის 12 მაჩვენებელი: ისინი ჩვენ ბუნებამ გვიბოძა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესდების შესავალში ჯანმრთელობა შემდეგნაირადაა განმარტებული: "სრული ფიზიკური, სულიერი და სოციალური მდგომარეობა, და არა მხოლოდ დაავადებების ან ფიზიკური დეფექტების არარსებობა"



თავისი არსით, ესაა იდეალი, რომლისკენაც ყველა ჩვენგანი უნდა მიისწრაფოდეს. თუმცა, როგორც შევაფასოთ და გავზომოთ იგი? შესაძლოა, ციფრებით ტონომეტრზე, კილოგრამებში, ან იქნებ, განვლილი წლებით? თუ ვარჯიშში გატარებული დროით?

ჯანმრთელობის კრიტერიუმები
ჩვენი ორგანიზმის თითოეული სისტემა - გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი, ენდოკრინული - თავისი საკვანძო მაჩვენებლით გამოირჩევა.


ხილული მაჩვენებლების(წონა, გარეგნობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეგრძნებები) გარდა, არასებობს ჯანმრთელობის სამედიცინო მაჩვენებლებიც, რომელთა გაზომვაც დამოუკიდებლად ან ანალიზების ჩაბარებითაა შესაძლებელი.


რაც უფრო სცდება ეს ბუნების მიერ ნაბოძები მაჩვენებლები ნორმის ფარგლებს, მით უფრო მეტი პრობლემაა ორგანიზმში. უნდა ისწავლოთ მათი ამოცნობა და რეგულირება.

არტერიული წნევა(აწ)
ეს იმის ინდიკატორია, თუ რამდენად აჭარბებს სისხლძარღვებში არსებული წნევა ატმოსფერულისას. მასზე მოქმედებს ასაკი, სქესი, გულისცემის სიხშირე და სისხლძარღვების ელასტიურობა. აწ განისაზღვრება ორი მნიშვნელობით და, ტრადიციულად, იზომება ვერცხლისწყლის სვეტზე მილიმეტრებით.


სისტოლური, იგივე ზედა წნევა გვიჩვენებს წნევას სისხლძარღვებში იმ მომენტში, როცა გული იკუმშება და არტერიებში სისხლს უშვებს. ქვედა მაჩვენებელი, იგივე დიასტოლური წნევა, აჩვენებს წნევას არტერიებში გულის კუნთის მოდუნების მომენტში.
სასწავლო სამედიცინო ლიტერატურაში არტერიული წნევის ნორმად მიჩნეულია 120/80 მმ.ვრცხ.ს. სწორედ ასეთი მაჩვენებლები აღენიშნებათ 20-40 წლის ასაკის ადამიანების უმრავლესობას. 130/85-ის დროს წნევა მომატებულია. ნორმალურმომატებად ითვლება წნევა 139/89-მდე, ხოლო 140/90 - პათოლოგიად.

სუნთქვითი მოძრაობების რაოდენობა წუთში
ყველა ზრდასრულ, ჯანმრთელ ადამიანს, მშვიდ მდგომარეობაში, სუნთქვითი მოძრაობების რაოდენობა 16-18 აღენიშნება წუთში. ახალდაბადებულებს - 40-45.


თუ წუთში 14-ზე ნაკლებ ჩასუნთქვას ახორციელებთ, ესეიგი კარგად ნავარჯიშები და ამტანი ადამიანი ხართ, ჯანმრთელი სასუნთქი ორგანოებით. თუ 18-ზე მეტს - ეს უკვე ცუდი მაჩვენებელია.

გულის კუმშვების სიხშირე(გკს)
ადამიანი მანამაა ცოცხალი, სანამ მისი გული ცემს. გულის კუმშვების სიხშირე ჩვენი უმთავრესი ორგანოს ფუნქციონირების ძირითადი მაჩვენებელია.


გკს ინდივიდუალური მაჩვენებელია და იგი სხვადასხვა პარამეტრზეა დამოკიდებული: ასაკი, სქესი, წონა, სიმაღლე, ფიზიკური მომზადება, ჰაერის ტემპერატურა და დღის მონაკვეთიც კი.

მიღებულია გკს-ს გაზომვა დილით, გაღვიძებისთანავე, იმ პირობით, რომ წინა ღამით არ გივარჯიშიათ და ალკოჰოლი არ მიგიღიათ. ხანგრძლივი არსებითი ცვლილება გკს-სი შესაძლოა გულის პრობლემებზე მეტყველებდეს.
ფიზიკური დატვირთვების შემდეგ, ნორმაში, გულის კუმშვების რაოდენობა რამდენიმე წუთის განმავლობაში უბრუნდება ნორმას (60-90). თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი სიმპტომი მაინც შენიშნეთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
  1. მცირე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ(მაგალითად, კიბეზე ასვლის), გულის რიტმი კიდევ დიდხანს არ უბრუნდება ნორმას;
  2. რეგულარულად გრძნობთ გახშირებულ გულისცემას;
  3. პულსის გაზომვის დროს, ხშირად, აღინიშნება 100-120 დარტყმა წუთში, ან 50-ზე ნაკლები;
  4. გრძნობთ მუდმივ დაღლილობას, სისუსტესა და თავბრუსხვევას.
გემოგლობინი
ჰემოპოტურობის სისტემის ძირითად კონსტანტას - გემოგლობინს(ადამიანის სისხლის წითელი სასუნთქი ელემენტი) გადააქვს ჟანგბადი სასუნთქი ორგანოებიდან ქსოვილების მიმართულებით, ხოლო ნახშიროჟანგი - ქსოვილებიდან სასუნთქი ორგანოებისკენ. ჯმო-ს რეკომენდაციებით, გემოგლობინის ნორმად შემდეგი მაჩვენებლები ითვლება.


  1. 0.5-5 წლამდე ბავშვებისთვის - 110 გ/ლ ან მეტი;
  2. 5-11 წლის ბავშვებისთვის - 115 გ/ლ ან მეტი;
  3. 12-14 წლის ბავშვებისა და 15+ ასაკის გოგონებისა და ქალებისთვის - 120 გ/ლ ან მეტი;
  4. მამაკაცებისთვის(15+ ასაკში) - 130-160 გ/ლ.
სისხლში გემოგლობინის მაჩვენებლის ნებისმიერი გადახრა ნორმიდან - ეს დაავადების მიზეზი კი არა, მისი შედეგია. ნორმის დარღვევის შესაძლო მიზეზი კი უამრავია: არასწორი კვებით დაწყებული, სერიოზული დაავადებებით დასრულებული.

ბილირუბინი
ესაა ქიმიური პიგმენტური ნაერთი, რომელიც ორგანიზმში იმ ერითროციტების დაშლისას ჩნდება, რომლებმაც დაასრულეს თავიანთი სასიცოცხლო ციკლი. საერთო ბილირუბინის ნორმაა ზრდასრულთათვის 3,4-17.1 მკმოლი/ლ.



ბილირუბინის მომატებული დონე აღინიშნება ღვიძლის ფუნქციის ან ნაღვლის გადინების დარღვევის დროს, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს ჰეპატიტით, ნაღველკენჭოვანი დაავადებით, ღვიძლის ინტოქსიკაციით, ღვიძლის ან კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნით.

შარდი
შარდის გამოყოფის ფიზიოლოგიური ნორმაა 1.5 ლ დღეში. ჯანმრთელ ადამიანში შარდი ღია ჩალისფერია, აქვს სპეციფიკური წონა 1020 გ/ლ, მჟავიანობა 5,5. თუ შარდში ცილა ან ლეიკოციტები ჩნდება - გამომყოფ სისტემაში რაღაც დარღვევაა.


წონა
ითვლება, რომ იდეალური წონა შეესაბამება იმ რიცხს, რომელიც 18 წლის ასაკში დააფიქსირეთ. სასურველია მისი შენარჩუნება მთელი ცხოვრების მანძილზე, თუმცა, სამწუხაროდ, ამას ძალიან ცოტა ახერხებს.


როგორც ყველა საკვანძო მაჩვენებელს, ჯანმრთელი ადამიანის წონასაც თავისი ფარგლები აქვს. ნორმალური წონის გამოსათვლელად ზრდასრულებში გამოიყენება ფორმულა: წონა=სიმაღლეს-100+-10 კგ. მაგალითად, თუ თქვენი სიმაღლე 170 სმ-ა, წონის ნორმის ფარგლები 60-80ია.
საშუალო მაჩვენებების ვარირება იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ თქვენთვის ის წონა შეარჩიოთ, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობთ. აი ნორმის ფარგლებ გარეთ გასვლა კი სასურველი არაა, რადგან ამას ჯანმრთელობის უამრავი პრობლემა შეიძლება მოჰყვეს.

სისხლის შაქარი
გლუკოზა - ეს ენერგეტიკული საწვავია ორგანიზმის უჯრედებისთვის, რომელიც ორგანიზმში მოხმარებული საკვებით, ხშირ შემთხვევაში, ნახშირწყლების შემცველი საკვებით ხვდება.


გლუკოზის ასათვისებლად აუცილებელია ინსულინი. ჯანმრთელ ადამიანში შაქრის დონეს არეგულირებს ინსულინი, რომლის გამოყოფაზეც კუჭქვეშა ჯირკვალი აგებს პასუხს. ამრიგად, გლუკოზის(შაქრის) დონე სისხლში რეგულირდება ნორმალური დიაპაზონით.

ჯმო-ს რეკომენდაციით, სისხლში შაქრის დონის ნორმაა 3,5-5,5 მმოლი/ლ. 5,6-6,6 ნორმაა ჭამის შემდეგ, ხოლო უზმოზე 6,7-ზე მაღალი შაქრის მაჩვენებელი თითქმის ყოველთვის შაქრიანი დიაბეტის არსებობის ნიშანია.

pH მჟავა-ტუტოვანი ბალანსი სისხლში
ჩვენს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა დაფუძნებულია მჟავა-ტუტოვან ბალანსზე(მტბ), რომელიც pH მაჩვენებლით იზომება და მას წყალბადურსაც უწოდებენ. pH იშიფრება, როგორც power Hidrogen, რაც "წყალბადის ძალას" ნიშნავს.


pH დონე ნორმაშია, თუ ადამიანის ორგანიზმში ნორმალურად ფუნქციონირებს ფილტვები, ღვიძლი, თირკმლები, რომლებიც მავნე ელემენტებს გამოდევნიან და იცავენ საჭირო მჟავიანობას.
ნორმალური pH დონე სისხლში უნდა მერყეობდეს 7,32-7,42 შორის ვენოზური სისხლისთვის, ხოლო 7,37-7,43 - არტერიულისთვის. pH-ის მაჩვენებელი 6,8-ქვემოთ ან 7,8 ზემოთ სიცოცხლესთან შეუთავსებელია.

ლეიკოციტები
ზრდასრულ ადამიანში ლეიკოციტების ნორმალური მაჩვენებელი სისხლში 4-10 х 109/ლ-ს ფარგლებშია.


ლეიკოციტების მომატებული შემცველობა ლეიკოციტოზის სახელითაა ცნობილი და შესაძლოა გამოწვეული იყოს მწვავე ანთებით ან ბაქტერიული ინფექციით, შემაერთებელი ქსოვილების სისტემური დაავადებებით, სხივოვანი დაავადების საწყისი ეტაპით ან ავთვისებიანი სიმსივნით.

სხეულის ტემპერატურა
ჩვენთვის ნორმად ითვლება 36,6 გრადუსი, თუმცა ცოტამ იცის, რომ არსებობს ამ ნორმის ტემპერატურული ფარგლებიც.


საერთაშორისო სამედიცინო სტატისტიკის მიხედვით, ადამიანთა უმრავლესობაში მუდმივი ტემპერატურა მერყეობს 36,3-37,0 გრადუსებს შორის.
ტემპერატურის მომატება ორგანიზმში სხვადასხვა დარღვევაზე რეაქციაა. სხვა სიტყვებით - ესაა ნიშანი, რომ ორგანიზმმა ამოიცნო დაავადება და დაიწყო მასთან ბრძოლა.

ქოლესტერინი (საერთო)
ოდესთაც ქოლესტერინი უდავო ბოროტ პერსონაჟად ითვლებოდა და მას ჯანმრთელობის უამრავ პრობლემაში სდებდნენ ბრალს. დღეს მედიკოსებმა იციან, რომ ქოლესტერინი სასიცოცხლოდ აუცილებელია უჯრედებისა და ნერვული ქსოვილების სამშენებლო მასალის სახით.


არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ მაღალი ქოლესტერინი მხოლოდ იმ ადამიანებშია, ვინც ბევრ ცხიმიან საკვებს იღებს. არაფერიც! 80%-მდე ქოლესტერინს გამოიმუშავებს ორგანიზმი(ღვიძლი და სხვა ქსოვილები), და მხოლოდ 20% ხვდება საკვებით.

ნაერთების შემადგენლობის მიხედვით, რომლებსაც ქოლესტერინი მოიცავს, მას უწოდებენ "ცუდსა" და "კარგს" თუ სისხლში დიდი რაოდენობით ცუდი ქოლესტერინია, იგი არღვევს სისხლძარღვების შიდა კედლებს, გროვდება მათში და იქმნება სკლეროტული კოლტები.
კარგი ქოლესტერინის მაღალი დონე, პირიქით, ამცირებს ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ზრდასრულებისთვის საერთო ქოლესტერინის დონედ ითვლება 5,18 მმოლ/ლ, ხოლო ბავშვებისთვის - 4,4 მმოლ/ლ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.