» » » ფიტნესი სახისთვის - შეასრულეთ მარტივი სავარჯიშოები ყოველდღე და 10 წელი სახიდან 1 თვეში გაქრება

ფიტნესი სახისთვის - შეასრულეთ მარტივი სავარჯიშოები ყოველდღე და 10 წელი სახიდან 1 თვეში გაქრება

ყველამ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია სხეულის ფორმაში შენარჩუნება, ამიტომ უამრავ დროსა და ძალისხმევას ვხარჯავთ ვარჯიშებზე. არსებობს გასახდომი, მუცლის გასაბრტყელებელი, დუნდულების წამოსაწევი სავარჯიშოები - სწორედ ამ ყველაფერს ეთმობა უდიდესი ყურადღება. როგორ ფიქრობთ, რა აკლია ჩამონათვალს? რა თქმა უნდა, სავარჯიშოები სახის კუნთებისთვის.



სახე სხეულის ნაწილია, რომლის ვარჯიში შესაძლებელი კი არა, აუცილებელიცაა, განსაკუთრებით, თუ ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნება დიდი ხნით გსურთ. რჩევების რედაქცია გიზიარებთ სავარჯიშოებს სახისა და კისრის კუნთებისთვის, რომლებიც ნაოჭების მოშორებასა და გაახალგაზრდავებაში დაგეხმარებათ.

სახის დასაჭიმი სავარჯიშოები
ამ სავარჯიშოებს გვიზიარებს ბლოგერი KatyaWORLD-ი. იგი ორი შვილის ამბიციური დედაა, რომელიც ყველას უმტკიცებს, რომ დედობა - ესაა მიზეზი, გახდეთ უფრო ლამაზი. თავის ვიდეოებში იგი გვაძლევს რჩევებს სპორტისა და სილამაზის შესახებ, ასევე, გვიზიარებს თავის მოსაზრებებს მთელ სამყაროს შესახებ. სავარჯიშოების კომპლექსს, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, ეკატერინემ "დაიკიდე სიბერე" უწოდა.



სავარჯიშოების კომპლექსი
  1. როგორც ნებისმიერი ვარჯიშის დროს, უნდა გავახუროთ კუნთები. ამისთვის იდეალურია პირველი სავარჯიშო. დაჯექით სწორად, გაასწორეთ მხრები და მოადუნეთ სახე. ახლა მჭიდროთ მოკუმეთ ტუჩები, ენა გამოატარეთ კბილებს შორის და შეასრულეთ წრიული მოძრაობა ენით, თითქოს კბილებს ილოკავთ. გაიმეორეთ ათჯერ ორივე მხარეს.


  2. ეს სავარჯიშო ეძღვნება შუბლს. დაიდეთ ოთხი თითი შუბლზე, მიაჭირეთ კანს და დაიწყეთ წარბების მაღლა წამოწევა. თითები მჭიდროდ უნდა ეკვროდეს შუბლს, რათა სავარჯიშოს დროს წარბებმა წინააღმდეგობა იგრძნოს. გაიმეორეთ ათჯერ.


  3. რაც შეეხება ნაოჭებს თვალის ირგვლივ: საჩვენებელი თითები დაიდეთ წარბებზე, მჭიდროდ მიაჭირეთ და დაიწყეთ ერთდროულად წარბებისა და თითების მოძრაობა. გაიმეორეთ ათჯერ.


  4. შემდეგი სავარჯიშო მოგაშორებთ ე.წ. იხვის თათებს. საჩვენებელი თითები მიიდეთ თვალის გარე კუთხეებთან მჭიდროდ და ეცადეთ, თვალები დააწვრილოთ. ამ სავარჯიშოს მთავარი მექანიზმიც წინააღმდეგობაა. გაიმეორეთ ათჯერ.


  5. ვიშორებთ ნაოჭებს თვალქვეშ. ხელის გულებით მიაჭირეთ კანს თვალქვეშ და ეცადეთ, თვალები დააწვრილოთ. არ იჩქაროთ, იმოძრავეთ ნელა. გაიმეორეთ ათჯერ.


  6. შემდეგი სავარჯიშო უნივერსალურია, იგი გეხმარებათ ყვრიმალებისა და ნიკაპის კუნთების დამუშავებაში. ქვედა ტუჩი უნდა გაიწელოს მაქსიმალურად ფართოდ. შესრულებისას უნდა დაიჭიმოს კისრისა და ლოყების კუნთები. გაიმეორეთ ათჯერ.

ამით სავარჯიშოთა კომპლექსი სრულდება, მაგრამ ბოლოს პირველი სავარჯიშო ისევ უნდა შეასრულოთ, რათა შედეგი შეინარჩუნოთ. ამის შემდეგ მოადუნეთ სახის კუნთები და ცოტა ხანს მიმიკის გარეშე იჯექით.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.