რითია სასარგებლო ამონაცენი ნიორი?
ამონაცენი ნიორი იგროვებს სასარგებლო ნივთიერებებს, იმ მომენტისთვის, როცა იგი ამოცენებას იწყებს, ვიტამინების რაოდენობა მასში პიკურ მდგომარეობაშია.
სულ ერთი კბილი დღეში საუკეთესო საშუალება გახდება იმუნიტეტის გასაძლიერებლად, გაციების სამკურნალოდ და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის აღსადგენად. ანტიოქსიდანტები ხელს უშლის ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას.
ბოსტნეული ამ მდგომარეობაში არამხოლოდ ვამპირებს ებრძვის, არამედ ხელს უშლის ავთვისებიანი უჯრედების განვითარებას, ორგანიზმს კანცეროგენებისგან გათავისუფლებაში ეხმარება.
დიეტოლოგები გვირჩევენ ამონაცენი მარცვლეულისა და ბოსტნეულის მირთმევას, რადგან ისინი მდიდარია მცენარეული ცილებით, ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით.
ახლა, როცა ამოცენებულ ნიორს იპოვით, არ გადააგდოთ, გაჭერით შუაზე, დარწმუნდით, რომ მორჩი ახალი და მწვანეა და თამამად მიირთვით საკვებად.