როგორ ვჭამოთ ნიორი
ნივრის მირთმევა სასარგებლოა ტაფაზე შემწვარი ან ღუმელში გამომცხვარი სახით. ასე მომზადებული ბოსტნეული კარგავს სუნისა და გემოვნური თვისებების დიდ ნაწილს, თუმცა ინარჩუნებს სამკურნალო თვისებებს და მთლიანად აითვისება ორგანიზმის მიერ.
ჩვევად გაიხადეთ 2-3 დღეში ერთხელ ნივრის ასე მომზადება და სასიამოვნოდ გაოცდებით თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობით! ნიორი საგრძნობლად შეამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, წმენდს არტერიებს და გაშორებთ წნევის პრობლემებს. ასეთი პროდუქტი რეკომენდებულია მათთვის, ვისაც კუჭის პრობლემები და ჭარბი წონა აწუხებს, სასარგებლოა დიაბეტის დროსაც.
გამომცხვარი და შემწვარი ნიორი მაღალ საკვებ ღირებულებას შეიცავს, წყვეტს მუდმივი დაღლილობისა და იმუნიტეტის შესუსტების პრობლემას. ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი კერძი დაგეხმარებათ გახდომაშიც! ნივთიერებათა ცვლის პროცესის დასაჩქარებლად 2 დღეში ერთხელ მაინც უნდა მიირთვათ განსაკუთრებულად მომზადებული 6 კბილი ნიორი.
რა ხდება, როცა შემწვარი ნიორი ხვდება კუჭში
- 1 საათი: როცა ნიორი ახლახან მოხვდა კუჭში, ორგანიზმი მას ჩვეულებრივ საკვებად აღიქვამს;
- 2-4 საათი: ნიორი ებრძვის თავისუფალ რადიკალებსა და სიმსივნურ უჯრედებს;
- 4-6 საათი: ანადგურებს ცხიმოვან წარმონაქმნებს, ორგანიზმიდან გამოაქვს ჭარბი სითხე;
- 6-7 საათი: ნიორი ანადგურებს მავნე ბაქტერიებს, რომლებიც ორგანიზმშია;
- 8-10 საათი: ხელს უშლის ორგანიზმში უჯრედების დამჟავების პროცესს.
- 10-24 საათი: ღრმად წმენდს მთელ ორგანიზმს. გამოაქვს შლაკები და მავნე ბაქტერიების ცხოველქმედების პროდუქტი. 24 საათის შემდეგაც კი, ამ ბიოლოგიურად აქტიური პროდუქტის კომპონენტები აგრძელებს მუშაობას.
ნივრის პიურეს თავისებური, მოტკბო და მაინც სასიამოვნო გემო აქვს. შეგიძლიათ, შემწვარი ნივრით სპრედიც მოამზადოთ. დაუმატეთ ბოსტნეული სხვადასხვა კერძებში - იგი თითქმის ყველაფერს უხდება.