გაყინვის კიდევ ერთი პლუსი ისაა, რომ ხილ-ბოსტნეულის ასეთი სახით შენახვისას თავიდან ვიცილებთ კონსერვანტების გამოყენებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაგალითად, ალერგიულთათვის. ტექნოლოგიურ პროცესებზე არ მოგიყვებით, მაგრამ გეტყვით, რომ საოჯახო პირობებში ამის გაკეთება სრულყოფილად შეუძლებელია, რადგან სასარგებლო პროდუქტების ნაწილი იკარგება.
რომელია მავნებელი?
- მწვანილი და მწვანე ბოსტნეული არ უნდა მიირთვან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებმა, თუ ისინი ანტიკოაგულიანტებს იღებენ, ანუ სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს. მწვანილი მდიდარია K ვიტამინით, რომელიც პასუხისმგებელია ალისფერი სითხის შედედებაზე და შეიძლება დაბლოკოს ასეთი წამლები (მაგალითად, ვარფრინი).
- ცხიმიანი პროდუქტების გამოყენება არამართებულია მათთვის, ვინც კარგად არ იცონობს ნაღვლის ბუშტის დაავადებებს. ასეთი პროდუქტები მაღლა სწევს ნაღველმდენი სისტემის წნევას და აღრმავებს პრობლემებს. მოკლედ, ცხიმის სიჭარბე მავნეა ჯანმრთელი ადამიანებისთვისაც, რადგან ზრდის ნაღვლის ბუშტში ქვების წარმოქმნას და იწვევს მწვავე პანკრეატიტს.
- ხორცი, ალკოჰოლი, სატაცური, სოკო და თევზი ეკრძალება იმათ, ვისაც პოდაგრა აქვს (ეს მძიმე დაავადებაა და სახსრებს აზიანებს). პოდაგრის დროს შარდის ბუშტში მარილების დალექვა ეწყებათ. ზემონახსენები პროდუქტები კი ხელს უწყობს ამ პროცესებს.
რატომ არ უნდა დალიოთ ცივი წყალი ჭამის დროს? - ყინულიანი წყალი ჭამის შემდეგ ორგანიზმს აიძულებს ჯერ კიდევ მოუნელებელი საკვების გადასროლას ნაწლავებში, რაც, თავის მხრივ, იწვევს კოჭის მოშლას და საჭმლის მონელების სხვა პრობლემებს. სითხის ოპტიმალური ტემპერატურა 7-15 გრადუსი უნდა იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ წყურვილის მოსაკლავად ყველაზე საუკეთესო საშუალებად სუფთა წყალი ითვლება, ჩვენ მაინც ვერ ვარიდებთ თავს ჩაის და ხილის სხვადასხვა წვენებს. ორივე ტენის კარგი წყაროა, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით დამტკბარ გაზიან სასმელებსა და ხილეულის ნექტარზე, რომელიც წონას გვიმატებს და შესაძლოა ნივთიერებათა ცვლის დარღვევაც კი გამოიწვიოს. მაგალითად, ერთი ჭიქა ტკბილი გაზიანი სასმელი 20 გრ შაქარს შეიცავს, რაც 4 ცალ ნატეხ რაფინირებულ შაქარს უტოლდება.
არც იმათი მხარდაჭერა შეიძლება, ვინც დიეტურ, შაქრის შემცვლელ დამატკბობლებზე დამზადებულ სასმელებს ანიჭებს უპირატესობას. შაქრის შემცვლელების უმეტესობა ლორწოვან გარსზე რჩება და წყურვილის რეცეპტორებს ბლოკავს - რაც უფრო მეტს სვამთ, მეტად გწყურდებათ.