რჩევების რედაქცია გთავაზობთ სიას მარტივი და ბუნებრივი ხრიკებისა, რომლებიც დაგეხმარებათ კარიესის პრევენციასა და კბილებისთვის ბუნებრივი ფერის დაბრუნებაში.
- შეცვალეთ კვებითი ჩვევები
კვებითი ჩვევების შეცვლა და ჯანსაღ კვებაზე გადასვლა ყოველთვის უკეთესია თქვენი ჯანმრთელობისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, რა არის თქვენი მიზანი. The British Medical Journal-ში გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს, რომ კვებითი ჩვევების შეცვლა ხელს უშლის კბილის კარიესს. უკვე ვიცით, რომ შაქრიანი პროდუქტის მოხმარება იწვევს კარიესს, ხოლო მჟავების შემცველი - ხელს უშლის კალციუმის ათვისებაში. თუმცა, თუ კვებით ჩვევებს შეცვლით, ასეთ პრობლემებს არასდროს შეხვდებით.- მიიღეთ მეტი კალციუმი. ეს ძვლებისა და კბილების მთავარი სამშენებლო კომპონენტია. მიირთვით რძის პროდუქტი ყოველდღე.
- მიირთვით არატკბილი სასმელები. მოერიდეთ გაზიან სასმელებს, წვენებსა და შუშხუნა გამაგრილებლებს. მიირთვით წყალი, ხილის სმუზი და არატკბილი ჩაი. წყალს უამრავი დადებითი ეფექტი აქვს ჩვენს ორგანიზმზე.
- მიიღეთ მეტი კალციუმი. ეს ძვლებისა და კბილების მთავარი სამშენებლო კომპონენტია. მიირთვით რძის პროდუქტი ყოველდღე.
- დაღეჭეთ უშაქრო რეზინი
ეს შეიძლება ირონიულად ჟღერდეს, თუმცა უშაქრო რეზინის ღეჭვა ნამდვილად უშლის ხელს კარიესს. ასეთი რეზინების უმეტესობა შეიცავს კომპონენტ ქსილიტოლს, რომელიც ნატურალური დამატკბობელია. საკვებისგან განსხვავებით, ქსილიტოლი არ იწვევს ბაქტერიების გამრავლებას პირში. ამასთან, როცა ღეჭავთ, პირი ნერწყვით ივსება, რაც ჩამორეცხავს საკვების ნარჩენებს. - გარეცხეთ და შეცვალეთ კბილის ჯაგრისი რეგულარულად
კბილების გასაწმენდად ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი კბილის ჯაგრისია. თუმცა, ცოტამ თუ იცის, როგორ უნდა შეარჩიოს კბილის ჯაგრისი სწორად:- აიღეთ პატარა ან საშუალო ზომის ჯაგრისი, დარწმუნდით, რომ მის ჯაგარს შეუძლია კბილებს შორის ადგილებში შეღწევა.
- არ გამოიყენოთ ჯაგრისებისთვის თავსახური, რადგან ასე მასზე ბაქტერიები და მიკროორგანიზმები მრავლდება. ამის ნაცვლად გარეცხეთ ჯაგრისი ყოველი გამოყენების შემდეგ და გააშრეთ ჰაერზე. არ დატოვოთ ჯაგრისი საპირფარეშოში, რადგან ფეკალური ბაქტერიები შეიძლება მოხვდეს მათზე.
- შეცვალეთ ჯაგრისი რეგულარულად, რადგან მისი ჯაგარი დროთა განმავლობაში ცვთება. შედეგად, თქვენ ვეღარ იხეხავთ კბილებს სათანადოდ.
- აიღეთ პატარა ან საშუალო ზომის ჯაგრისი, დარწმუნდით, რომ მის ჯაგარს შეუძლია კბილებს შორის ადგილებში შეღწევა.
- დაიცავით ძირითადი ჰიგიენის რუტინა
ცოტა ბანალური რჩევაა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო სტომატოლოგიური ჯანმრთელობის ასოციაციის კვლევის მიხედვით, მოზარდების 42% პირის ღრუს ჰიგიენის დასაცავად მხოლოდ ჯაგრისს იყენებენ. ზოგჯერ ვერ ვაანალიზებთ, რომ ჩვენი ჰიგიენა შეცვლას მოითხოვს. თუ კბილების დაცვა ნაადრევი კარიესისგან თქვენი მიზანია, ჩართეთ შემდეგი ნაბიჯები ყოველდღიური ჰიგიენის წესებში:- გაიხეხეთ კბილები 2 წუთის მანძილზე დღეში ორჯერ მაინც. ეცადეთ, გაიხეხოთ კბილების ყველა ზედაპირი, მისწვდეთ სულ უკანა კუთხეებსაც.
- გაიწმინდეთ კბილები კბილის ძაფითაც - ეს მეთოდი მოგაცილებთ საკვების ნარჩენებს ღრძილებსა და კბილებს შორის, ასევე, მოგაცილებთ ქვებს, რომლებიც კბილებს შორისაა გაჭედილი.
- გამოივლეთ პირი ანტიბაქტერიული სავლებებით, ამის შემდეგ კი წყალი აღარ გამოივლოთ - ასე ეფექტი უფრო დიდხანს გასტანს.
- გაიხეხეთ კბილები 2 წუთის მანძილზე დღეში ორჯერ მაინც. ეცადეთ, გაიხეხოთ კბილების ყველა ზედაპირი, მისწვდეთ სულ უკანა კუთხეებსაც.
- მიმართეთ სტომატოლოგს რეგულარული წმენდისთვის
ჩვენ ვიცით, რომ სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტები სასიამოვნო პროცედურა არაა, თუმცა პრობლემის პრევენცია გაცილებით მარტივია, ვიდრე მისი მკურნალობა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგად უვლით კბილებს - ყოველთვის იქნება ისეთი ადგილები, რომლებსაც ვერ სწვდებით. სტომატოლოგი კი მოაშორებს კბილებს ყოველგვარ ნადებსა და ქვას, რეგულარული წმენდა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კარიესთან საბრძოლველად, ამიტომ არ დაგეზაროთ ამის გაკეთება წელიწადში 1-2ჯერ. - დაუმატეთ თქვენს რაციონს საკვები დანამატები და ვიტამინები
ჩვენ უკვე განვიხილეთ დიეტიდან შაქრიანი პროდუქტის ამოღების პუნქტი, თუმცა არსებობს კიდევ ერთი რამ, რაც ნერწყვს დაეხმარება კბილის ნადებთან ბრძოლაში. ვიტამინები საუკეთესო საშუალებაა კბილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.- ნერწყვის გამოყოფის სტიმულაციისთვის უნდა მიირთვათ ცელულოზას შემცველი პროდუქტი(ხილი, ბოსტნეული და თხილეული). ყველაზე კარგი ვარიანტია პარკოსანი მცენარეები, ბრუსელის კომბოსტო, ბანანი და ვაშლი.
- მიირთვით სრულმარცვლოვანი საკვები - ის დიდი რაოდენობით B ვიტამინსა და რკინას შეიცავს. დამატებით, სრული მარცვლები შეიცავს მაგნეზიუმსაც - მინერალს, რომელიც შეიწოვს კალციუმს და აძლიერებს კბილებს.
- მიირთვით ზღვის პროდუქტი უფრო ხშირად, რათა საკვებიდან Dვიტამინი მიიღოთ. ორაგული, თინუსის კონსერვი და სარდინები მისი საუკეთესო წყაროა.
- ნერწყვის გამოყოფის სტიმულაციისთვის უნდა მიირთვათ ცელულოზას შემცველი პროდუქტი(ხილი, ბოსტნეული და თხილეული). ყველაზე კარგი ვარიანტია პარკოსანი მცენარეები, ბრუსელის კომბოსტო, ბანანი და ვაშლი.
- ქოქოსის კარაქი
გამოივლეთ პირი ქოქოსის კარაქით - იგი გამოდევნის ბაქტერიებს კბილებიდან და ბუნებრივად განკურნავს მათ. უბრალოდ ჩაიდეთ პირში 1 ს.კ. ქოქოსის კარაქი და დაელოდეთ, სანამ ნერწყვი მას კარგად არ გახსნის და რძისფერს არ მიიღებს. არ ჩაყლაპოთ! - მოამზადეთ კბილის პასტა თქვენ თვითონ
- 4 ს.კ. კალციუმის ფხვნილი
- 1 ს.კ. სტევია
- 1 ს.კ. ზღვის მარილი
- 2 ს.კ. საკვები სოდა
- 1/4 ფინჯანი ქოქოსის კარაქი