ნივრის სარგებელი ადამიანის ორგანიზმისთვის უსაზღვროა. რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ რა მოუვა თქვენს ორგანიზმს, ნიორი ყოველდღე რომ მიირთვათ(მხოლოდ 4 კბილი).
- მყარი იმუნიტეტი
ზამთარში რომ არ დაავადდეთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ნიორი. ეს ხალხური სიბრძნე უსაფუძვლო არაა: ნიორი უამრავ ვიტამინს, სასარგებლო ზეთს, ამინომჟავასა და ალიცინს(ორგანული ნაერთი, რომელიც ანადგურებს დაავადების გამომწვევ ბაქტერიებსა და სოკოებს) შეიცავს. - ძლიერი ლტოლვა
ამბობენ, რომ ნივრის სუნი ადამიანთან ყოფნის ყოველგვარ სურვილს აქრობს, თუმცა, ბოლოდროინდელი კვლევები საპირისპიროს ამტკიცებს - ნიორი მამაკაცს უფრო მიმზიდველს ხდის! აღმოჩნდა, რომ ქალბატონებს უყვართ საყვარელი მამაკაცის სურნელი, რომელიც წინა საღამოს მირთმეული ნივრითაა გამოწვეული. ქალს რომ მოეწონოთ, ნიორი უშუალოდ პაემნის წინ კი არა, 12 საათით ადრე უნდა მიირთვათ. - სტაბილური წნევა
ნიორი ნამდვილი ხსნაა ჰიპერტონიკებისთვის. თუ მომატებული წნევა გაწუხებთ, მიირთვით ნიორი ყოველდღე. პროდუქტის რეგულარული მოხმარება არაგულირებს არტერიულ წნევას, მოგაშორებთ თავის ტკივილებს და შეამცირებს დატვირთვას გულზე. - შესანიშნავი მეხსიერება
ჩამოწელილი კანი და სუსტი გონება - ორგანიზმის დაბერების შედეგია, რომელიც დამჟავების პროცესითაა გამოწვეული. ანტიოქსიდანტები, რომლებითაც ასეთი მდიდარია ნიორი, ებრძვის ჭარბ დამჟავებას და გეხმარებათ ახალგაზრდობის დიდხანს შენარჩუნებაში. ასაკოვნებს ეს ალცჰაიმერის დაავადების პროფილაქტიკაში ეხმარება, ხოლო ახალგაზრდებში - აუმჯობესებს მეხსიერებას და ზრდის ტვინის შემოქმედობითობას. - შესაშური ამტანობა
ძველი ბერძნები ტყუილად კი არ მოიხმარდნენ ნიორს დოპინგის სახით სპორტული შეჯიბრებების წინ. თუ სპორტით ხართ დაკავებული, ნივრის რეგულარული მოხმარება დაგეხმარებათ ვარჯიშის შედეგების გაუმჯობესებაში გულისა და კუნთების ფუნქციონირების გაძლიერების ხარჯზე. - იდეალური თმა და კანი
ნივრის რეგულარული მოხმარება დაგეხმარებათ თმისთვის სისქისა და აბრეშუმისებრი სტრუქტურის მინიჭებაში, გაგათავისუფლებთ ალოპეციისგან. მართალია, სიმელოტის სამკურნალოდ ეს საშუალება უშუალოდ თავის კანზე უნდა წაისვათ. კარგია, რომ კოსმეტოლოგებმა ისწავლეს ნივრის ზეთის წარმოება სუნის გარეშე. - თხელი ფიგურა
თუ ქაოტურად იკვებებით, წონაში სწრაფი მატება დიდხანს არ დააყოვნებს. ორგანიზმში მოხვედრილი კალოერიების სიჭარბე სწრაფადვე დაიწვება, თუ საკმარისი ოდენობით ნიორს მიირთმევთ.