რჩევების რედაქცია წარმოგიდგენთ არყის გამოყენების 20 გზას არაპირდაპირი დანიშნულებით.
- ცომის აფუება
სპირტი, რომელსაც არაყი შეიცავს, ორთქლებდა საკმაოდ დაბალ ტემპერატურაზე, ამიტომ არყიანი ცომი ივსება ჰაერით და უფრო ფუმფულა ხდება. ამ ეფექტის მისაღწევად საკმარისია 1 ს.კ. არაყი. - ქსოვილიდან ლაქების ამოყვანა
არაყი მოქმედებს, როგორც გამხსნელი და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთი ლაქების ეფექტურად ამოსაყვანად, როგორებიცაა წითელი ღვინო, ბალახი და ნარწყევი. დაასველეთ ლაქა არყით გაჟღენთილი ქსოვილით. ამის შემდეგ გარეცხეთ სუფთა წყლით და გაიმეორეთ პროცედურა მანამ, სანამ ლაქა არ გაქრება. - ქერტლის მოშორება
დაუმატეთ ჭიქა არაყს 2 ჩ.კ. როზმარინი და გააჩერეთ საშუალება რამდენიმე დღით. შემდეგ გაწურეთ და მიღებული ნაყენი გამოიყენეთ თმის გასავლებად. იგი დაგეხმარებათ ქერტლის მოშორებაში და სასარგებლოა თავის მშრალი კანის მქონეთათვის. - სამკაულების გაწმენდა
მოათავსეთ რამდენიმე წუთით ვერცხლი არაყში და იგი პირვანდელ ელვარებას დაიბრუნებს. - სანტავიკი უმტკივნეულო მოცილება
დაილბეთ სანტავიკი არყით, რათა წებო გაიხსნას, ამის შემდეგ იგი უმტკივნეულოდ მოგცილდებათ. - კბილის ტკივილის შემსუბუქება
გამოივლეთ პირის ღრუ არყით ტკივილის შემსუბუქებისა და ბაქტერიების მოსაშორებლად. - აბაზანაში ობის მოცილება
ალკოჰოლი კლავს სოკოსა და სხვა მიკროორგანიზმებს. წაუსვით არაყი ობით დაზიანებულ ადგილებს, 10 წუთში გადაწმინდეთ ტილოთი და აღარაფერი დაგხვდებათ! - ყვავილების გაცოცხლება
გინდათ, რომ თაიგული დიდხანს ახარებდეს თვალს? დაუმატეთ წყალს თითო ჩ.კ. არაყი და შაქარი. - მწერების მოშორება
შეისხით არაყი კანზე, რათა დააშინოთ მწერები. არომატისთვის დაუმატეთ საყვარელი ეთერზეთი. - სახის კანის გაწმენდა
არაყი ფორებს ცხიმისგან გაწმენდს. დაუმატეთ მეოთხედი ჩ.კ. ფინჯან მწვანე ჩაის და დაიბანეთ სახე. - სითხე პირის ღრუს სავლებად
200 გ არაყი და 10 ს.კ. დარიჩინის ფხვნილი მოათავსეთ ბოთლში და შეინახეთ 2 კვირით, ყოველდღე, დილა-საღამოს შეანჯღრიეთ. შემდეგ გაწურეთ და გადაასხით შესანახ ჭურჭელში.
უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად გახსენით 1 ჭიქა თბილ წყალში 1/2 ჩ.კ. დარიჩინის ხსნარი და სისტემატურად გამოივლეთ პირი ამ სითხით კბილების გახეხვის შემდეგ. - არაყი პარსვის შემდეგ
სპირტი - ეს ძირითადი ინგრედიენტია პარსვის შემდგომი საშუალებებისა. იგი დეზინფიცირებისა და კანის დარბილებისთვისაა საჭირო, ხელს უშლის ანთებას. - ფეხებისა და ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნის გაქრობა
ფეხის სუნი ის პრობლემაა, რომელიც უამრავ დისკომფორტს ქმნის. არაყი კლავს ბაქტერიებს, რომლებიც ამ სუნის წყაროა. გამოიყენეთ ეს საშუალება - გაიწმინდეთ ფეხები დილით და საღამოს არყით. ბაქტერიები დაიხოცება - სუნიც გაქრება. - კუნთების მოდუნება
არყისა და ლავანდის ზეთის ნაყენი მოგიხდებათ მძიმე სავარჯიშოების შემდეგ - უბრალოდ შეიზილეთ იგი კანში. - ბალახის ნაყენების დამზადება
ნაყენი - ესაა სპირტით სასარგებლო ნივთიერებების "გამოწოვა" სამკურნალო პრეპარატიდან. იგი შესანიშნავი გამხსნელია და ეფექტურად იწოვს ყველა სასარგებლო კომპონენტს საწყისი მასალისგან.
სამკურნალო ნაყენები არყით არა დაკავშირებული დიდ ხარჯებთან ან ძვირადღირებულ აღჭურვილობებთან. - ყელის ტკივილის შემსუბუქება
არაყი მოკლავს ბაქტერიებს და დაამშვიდებს ტკივილს ყელში. ამისთვის შეურიეთ ლიმონის წვენი თაფლსა და 2 ს.კ. არაყს. - პროდუქტის შენახვა და გემოს გაუმჯობესება
არაყს უმატებენ მწნილებსა და სხვა შინ მომზადებულ ლერძებს, რადგან იგი მათ უფრო დიდხანს ინახავს. - თაფლის ხარისხის შემოწმება
ერთ-ერთი არასტანდარტული გზა არყის გამოსაყენებლად - თაფლის ხარისხის შემოწმებაა. გაათბეთ ჩ.კ. თაფლი და შეურიეთ არაყს. თუ თაფლი ნატურალურია, იგი მთლიანად გაიხსნება, ხოლო თუ ცუდი ხარისხისაა - გაჩნდება ნალექი და არაყი გამუქდება. - ფანჯრებისა და სათვალეების წმენდა
შუშის საწმენდი სითხეები, ძირითადად, სპირტისგან შედგება. არყით სავსე შხეფიანი ბოთლით თქვენ ისევე გაწმენდ შუშებს, როგორც ჩვეულებრივი საწმენდით. - გადაარჩინეთ სამყარო!
არაყი ყველა ბაქტერიის მტერია და, თუ სამყაროს ვერა, თქვენს ჯანმრთელობას მაინც გადაარჩენთ მისი გამოყენებით.