თაფლის სარგებელი ძილის წინ
- გეხმარებათ მტკიცე ძილში
თაფლი ცნობილია თავისი დამამშვიდებელი თვისებებით. ადუნებს, ხელს უწყობს მელატონინის გამომუშავებას - ჰორმონისა, რომელიც უზრუნველყოფს ჯანსაღ ძილს, აახლებს უჯრედებს და აღადგენს ნერვულ სისტემას. 1 ჩ.კ. თაფლი ძილის წინ - სრულყოფილი დასვენების წინაპირობაა. - ხელს უწყობს ცხიმების წვას
კვების სპეციალისტმა მაიკ მაკინესმა შენიშნა, რომ სპორტის მიმდევრები, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ თაფლს, ათჯერ უფრო მეტ ცხიმს წვავენ, ვიდრე ისინი, ვინც თაფლს არ ჭამენ. - აახლებს ღვიძლს
ღვიძლის ჯანმრთელობა - ესაა მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობა. სწორედ ძილის დროს ისვენებს და ახლდება ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო. განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ღვიძლზე თაფლისა და გოგრის წვენის კომბინაცია(1:1). მიირთვით ეს საშუალება 1 თვის განმავლობაში, რათა ორგანიზმს დაეხმაროთ ტოქსინების სწრაფად გამოყოფასა და ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებაში. - აძლიერებს ორგანიზმის დამცავ თვისებებს
1 ჩ.კ. თაფლი ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებების ულუფაა. ნიორი - მძლავრი იმუნოსტიმულატორია. კომპლექსში ამ ორ პროდუქტს სუპერძალა აქვს ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ. გაწმენდილ ნიორს დაასხით თაფლი და გააჩერეთ. მიირთვით 1 ჩ.კ. ყოველ ღამით. - გავსებთ ენერგიით
გინდათ, საწოლიდან ენერგიით სავსე და ფხიზელი ადგეთ? არ დაგავიწყდეთ ტუმბოზე თაფლიანი ქილისა და ჭიქა ლიმონიანი წყლის დადგმა. მიირთვით ეს მასა ერთხელ მაინც და ინანებთ, რომ ეს აქამდე არ გაგიკეთებიათ.