არსებობს საშუალება, რომელიც ჯერ კიდევ მეფეების დროიდანაა ცნობილი. მაშინ ქალბატონებს არ ჰქონდათ სრული ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ, თუმცა მაინც ცდილობდნენ, ლამაზები ყოფილიყვნენ. ეფექტი, პრაქტიკულად, მომენტალურია. საკმარისია 2 პროცედურა კვირაში, რომ 1 თვეში ცელულიტი გაქრეს.
ძმარი ცელულიტის წინააღმდეგ
ვაშლის ძმარს გასახდომად სხვადასხვაგვარად იყენებენ, რაც მასში ხილის მჟავების შემცველობის დამსახურებაა, ისინი ხელს უწყობენ ნივთიერებათა მიმოცვლას. ძმარი ხსნის ცხიმებს და გამოჰყავს ორგანიზმიდან.
გთავაზობთ ანტიცელულიტურ შეხვევას ცომით, რომლის შემადგენლობაშიც ვაშლის ძმარია. რაც დაგჭირდებათ, ყველაფერი გაქვთ სამზარეულოში.
ინგრედიენტები
- 0.5 ჭიქა ვაშლის ძმარი
- 0.5 ჭიქა თაფლი
- 0.5 ჭიქა ფქვილი
- საკვები ცელოფანი
- მოზილეთ საშუალო სისქის ცომი მოცემული ინგრედიენტებით.
- გაიწმინდეთ კანი, სანამ ამ მასას წაისვამდეთ.
- წაისვით პრობლემურ ზონებზე მასა, შეიხვიეთ საკვები ცელოფნით. გაიჩერეთ ნიღაბი კანზე 1 საათით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.