ცელულიტი შეიძლება წარმოიქმნას ნებისმიერ ასაკში. მის წარმოქმნას ხელს უწყობენ შემდეგი ფაქტორები: ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები, ჭარბი წონა, ჯდომის წესი, მოუხერხებელი ტანსაცმლის ჩაცმა.
ცელულიტთან ბრძოლის მეთოდები, მდგომარეობს ნივთიერებათა ცვლის და სისხლდენის დარეგულირებაში. ამისთვის საჭიროა ბალანსირებული კვება, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, ცუდ ჩვევებზე უარის თქმა, მასაჟები, ტალახის აბაზანები, მალამოების გამოყენება, მეზოთერაპია და ა.შ. პროცედურის არჩევა დაავადების სტადიაზეა დამოკიდებული.
დაწყებით სტადიაზე ის შეუმჩნეველია. მაგრამ, თუ შეხებისას წარმონაქმნებს გრძნობთ, იცოდეთ ცელულიტი იწყება. ამ სტადიაზე მოგეხმარებათ ცელულიტის საწინააღმდეგო მალამოების გამოყენება.
მეორე სტადიაზე კანს წამონაზარდები ეტყობა. ამ სტადიაზე აუცილებელია კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება, მაგალითად, ლიმფოდრენაჟები და ელექტროსტიმულაცია.
მესამე სტადიაზე ცელულიტი უკვე შესამჩნევია პირველი შეხედვით. ამ ეტაპზე აუცილებელია კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება რომლებსაც პროფესიონალი დანიშნავს.
მეოთხე სტადიაზე ცელულიტით დაზიანებული ზონები მოლურჯო ფერს ღებულობენ და ხანდახან ტკივილსაც იწვევენ. ამ დროს აუცილებელია ლიპოსაქცია.
ცელულიტის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია: ტკბილეულის და ცხიმიანი საკვების შემცირება, მეტი ხილის და ბოსტნეულის ჭამა, დღეში არანაკლებ 2 ლიტრი წყლის დალევა, აუცილებელია სპორტით დაკავდეთ.
ცელულიტის მკურნალობა ხალხური საშუალებებით:
ცელულიტის პროფილაქტიკისთვის და დაწყებითი სტადიების სამკურნალოდ, მოგეხსენებათ რეცეპტები რომლებიც დაფუძნებულია სამკურნალო ბალახებზე.
- სასარგებლოა ყველა ბუნებრივი დიურეტიკი - სამკურნალო მცენარე რომელსაც შარდმდენი ეფექტი ახასიათებს, მაგალითად: ხახვი, კიტრი, კომბოსტო, ნიახური, ოხრახუში, მარწყვი, ასევე სასარგებლოა დავლიოთ ბალის, ვაშლის, კიტრის ბალახის ნახარში.
- დავიცვათ მკაცრი დიეტა, შევამციროთ კალორიული საკვების მიღება: ცხიმი, შაქარი, ცომეულობა. სალათებში მაიონეზის მაგივრად გამოვიყენოთ მცენარეული ზეთი.
- არანაირი ტკბილეული, მარტო თაფლი და არც ისე ტკბილი ხილი - ვაშლი, გრეიფრუტი. არანაირი თეთრი პური და ცომეული. ძმარი შეცვალეთ ლიმნის წვენით.
- ცელულიტით დაზიანებულ კანს რომ დაუბრუნოთ ნორმალური სახე, გამოვიყენოთ ფიტო-მალამოები. გამოვიყენოთ სუროს ბალახი. დავიდოთ დაზიანებულ ადგილას 24 საათით.
- ასევე ძალიან სასარგებლოა მალამო შემდეგი ინგრედიენტებისგან: 2/5 ჩაის კოვზ სუროს სპირტის ნაყენი, 1/4 ჩაის კოვზი თავშავას სპირტის ნაყენი, 100 გრამი ვაზელინი.
- ძალიან სასარგებლოა ორთქლის აბაზანების გაკეთება, სამკურნალო მცენარეებისგან. აბაზანის დამზადება შემდეგი რეცეპტით შეიძლება: ერთი მუჭა ალუბლის ტარი, ერთი მუჭა ქრისტესისხლას ბალახი, ერთი მუჭა გლერტა და ერთი დიდი გახეხილი ხახვი, ამ ნარევს დავასხათ ორი ლიტრი წყალი.
- ორგანიზმის გაწმენდისთვის და შლაკების მოსაშორებლად, რეკომენდებულია ფიტოჩაის, ნაყენის და ნახარშების მიღება.
- ცელულიტის საწინააღმდეგო საშუალების მოსამზადებლად ავიღოთ: 5 ნაწილი შავი მოცხარის ფოთლები, სამ-სამი ნაწილი მოცვი, ბანანის ფოთოლი და ასკილის ნაყოფი, ქაფურას ყვავილები - 1 ნაწილი.
- მოვხარშოთ 2 სუფრის კოვზი ნარევი 0,5 ლიტრ მდუღარე წყალში, დავაყენოთ 20 წუთით და დავლიოთ 0,5 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე.
- რეკომენდებულია ქაფურას ბალახი, რომელიც არის შარდმდენი და გამაძლიერებელი საშუალება. მოვხარშოთ 2 მუჭა ყვავილები ერთ ჭიქა წყალში. მივიღოთ 4-5 ჭიქა დღეში, ჭამამდე.
- ცელულიტის დროს სასარგებლოა არყის ხის ფოთლების ნაყენი (3 მუჭა 1 ჭიქა წყალზე).