ნებისმიერი ფსიქოლოგიური დისბალანსი, ადრე თუ გვიან, გამოიწვევს დაავადებას. როგორ დავიცვათ თავი უარყოფითი ემოციებისგან? რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა გაიმარჯვოთ სტრესზე და გათავისუფლდეთ ცუდი ფიქრებისგან, რათა არ გახდეთ საშინელი დაავადებების საკბილო.
დადებითი ფიქრები აძლიერებს იმუნურ სისტემას, ზრდის ცხოვრებისეულ ენერგიასა და ცხოვრების ხანგრძლივობას, გჩუქნით ლამაზ და ჯანმრთელ კანს. პროფესორ კონსტანტინე დულკანის თქმით, სტრესისგან გათავისუფლება და ტვინის გადაპროგრამება ბედნიერებისაკენ დამოუკიდებლადაც შესაძლებელია. აი, რას გვირჩევს სპეციალისტი.
როგორ გავთავისუფლდეთ სტრესისა და დეპრესიისგან
- ეცადეთ აკონტროლოთ ნეგატიური ემოციები, სიძულვილისა და შიშის შეგრძნებები. არ გაბრაზდეთ უაზრობაზე და ისწავლეთ გარშემომყოფების შეცდომებზე გაგებით მოკიდება.
-"თუ ადამიანი შეცდა, მე ვცდილობ მის პატიებას. აპატიეთ უფრო მეტი, რადგან პატიება ფიზიოლოგიურ დონეზე ატუტოვნებს pH-ს, ანუ დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე და ნეგატიურად - დაავადებებზე"- ამბობს დულკანი.
რა თქმა უნდა, სტრესისგან წამიერად ვერ გათავისუფლდებით, საჭიროა მიდგომითი მუშაობა საკუთარ თავზე. უბრალოდ გახსოვდეთ: თითოეული ნეგატიური წამი კლავს ათასობით უჯრედს თქვენს ორგანიზმში. - სამუშაო დროის ყოველ საათში ერთხელ აჩუქეთ თავს 10-წუთიანი დასვენება: დაივიწყეთ საზრუნავი, ეცადეთ, გაწმინდოთ ფიქრები, გადაიტანოთ ყურადღება რაღაც სასიამოვნოზე. სასურველია შენობიდან გასვლა, რათა დატკბეთ სუფთა ჰაერით.
თუ დახარჯულ ენერგიას არ აღადგენთ ყოველდღიური რუტინის პროცესში, მისი მუდმივი გაფლანგვა იწვევს ნეგატიურ შედეგებს. თუმცა, თუ ისწავლით ყოველდღე დასვენების მოწყობას, მალე სხვა რიტმში გააგრძელებთ ცხოვრებას. - ჩაანაცვლეთ ყავა ჩაით. მიირთვით თბილი სასმელი ნელა და აუჩქარებლად, ისწავლეთ თითოეული ყლუპით ტკბობა. დროთა განმავლობაში ისწავლით მოდუნებას ნებისმიერ პირობებში და ტვინს ბედნიერებისთვის განაწყობთ.
- დაღლილობა და ქრონიკული სტრესი, ხშირად, თავის ტვინში არასაკმარისი ჟანგბადის მოხვედრის შედეგია, სწორედ ამიტომ ეფუძნება რელაქსაციის ყველა მეთოდი სწორ სუნთქვას.
-"მე ვხუჭავ თვალებს რამდენიმე წუთით, ჩავისუნთქავ ღრმად და ამოსუნთქვასთან ერთად ვუშვებ დაღლილობასაც, და ასე რამდენჯერმე.
არასდროს ვსვამ აბებს, როცა თავი მტკივა, უბრალოდ ვდუნდები, წარმოვიდგენ ბურთს, რომელიც სითბოს ასხივებს, იგი გამოდის გულიდან და მიემართევა თავის იმ მონაკვეთში, რომელიც მტკივა. ამას რამდენჯერმე წარმოვიდგენ და ტკივილი თავისით ქრება." - წერს პროფესორი. - თუ გინდათ, ჯანმრთელი იყო, მიმართეთ ცხოვრების აქტიურ წესს, იკვებეთ სწორად, სრულყოფილად დაისვენეთ და არ დაგავიწყდეთ საუკეთესოს მოლოდინში ყოფნა. დაკავდით საყვარელი საქმიანობით, რომელსაც მთელი გულით შეასრულებთ, გამოკვებეთ გონება და მოერიდეთ რუტინას. უარყოფითი ფიქრები სამარეს თხრის, ხოლო დადებითი - ცხოვრებას გჩუქნით. მოდით, ვეძებოთ ბედნიერება ყოველდღე, რადგან იგი ისე სჭირდება ადამიანს, როგორც ჰაერი.