» » » 7 პროდუქტი, რომლებიც იწვევს თმისცვენასა და მსხვრევადობას

7 პროდუქტი, რომლებიც იწვევს თმისცვენასა და მსხვრევადობას

თმის ზრდა და მდგომარეობა უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, დაწყებული მემკვიდრეობითობით, დამთავრებული სტრესით. ქალები თმის მოვლაზე დიდძალ თანხას ხარჯავენ და არ ეჭვობენ იმაზე, რომ მათი სილამაზე არამხოლოდ გარე გავლენებზეა დამოკიდებული. მთელი ფული, რომელსაც კოსმეტიკაზე ხარჯავენ, წყალში იქნება გადაყრილი, თუ თმებს შიგნიდანაც არ გამოკვებავთ.

ცალკეული პროდუქტი და დანამატები ზრდის თმის სისქეს, აძლიერებს და აელვარებს მათ. ამავდროულად, ზოგიერთი საკვები სავსებით საწინააღმდეგო ეფექტს ტოვებს. ისინი უნდა გამორიცხოთ რაციონიდან, ვინაიდან სწორედ ეს ხდება "ცუდი" თმის მიზეზი.

პროდუქტი, რომლებიც თმისთვის მავნეა
  1. თევზი
    თევზი სასარგებლოა, განსაკუთრებით, მის შემადგენლობაში არსებული ომეგა3-ის ცხიმოვანი მჟავები. თუმცა, თევზის ზოგიერთ სახეობაში გვხვდება ვერცხლისწყალი, რომელიც თმისცვენას იწვევს. ეს ნივთიერება განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა სკუმბრიაში, თინუსსა და ხმალთევზაში. ამიტომ, არ მოიხმაროთ ისინი ხშირად. თუ გიყვართ თევზი, უპირატესობა მიანიჭეთ მდინარის სახეობებს, გიყვარდეთ კალმახიც.


  2. რძის პროდუქტი
    საუბარია პასტერიზებულ რძეზე, რომელიც ზრდის კანის ცხიმის რაოდენობას. შედეგად, თავის კანის ზედაპირზე ჩნდება ეპიდერმისის კოლტები, რომელთა დაგროვებაც იწვევს თმის ფოლიკულების მინიატურიზაციას. თმა თხელდება, ზრდა ნელდება.


  3. გაზიანი სასმელები
    მაღალი მჟავიანობის შემცველი სასმელების(ამას მიეკუთვნება ყველა გაზიანი სასმელი) ხშირი მოხმარება იწვევს თავის კანის კვების დარღვევას. ჩაანაცვლეთ ისინი ბოსტნეულის ან ხილის ფრეშებით ან წვენებით. ტუტოვანი პროდუქტი არეგულირებს pH-ბალანსს, რაც აუმჯობესებს თმის ფოლიკულების ფუნქციონირებას.

    ყველაზე სასარგებლოა ყვავილოვანი კომბოსტოს, ჭარხლის, კიტრის, სტაფილოსა და ნიახურის წვენები.


  4. პროდუქტი მაღალი გლიკემური ინდექსით
    აქ შედის პურ-ფუნთუშეული, ორცხობილები, შოკოლადი, გლაზურიანი ფანტელები. დიდი რაოდენობით მათი მოხმარება იწვევს ინსულინის მგრძნობელობის შემცირებას, რის გამოც სისხლში ჭარბი შაქარი ჩნდება. ეს კი იწვევს ნაადრევ გამელოტებას მამაკაცში. დაბალი გლიკემური ინდექსის მქონე პროდუქტი, მათ შორის, წიწიბურა, ბრინჯი, შვრიის პური, სასარგებლოა როგორც თმების, ისე მთელი ორგანიზმისთვის.


  5. სელენის შემცველი პროდუქტი
    სელენის დღიური ნორმა ჯანმრთელი ორგანიზმისთვის შეადგენს 55 მკგ-ს ქალისთვის, ხოლო 70 მკგ-ს - მამაკაცისთვის. იგი არეგულირებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას და ააქტიურებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციას. თუმცა, ნორმის გადაჭარბება თმისცვენას იწვევს.
    სელენი შედის ბრაზილიური კაკლის, ფისტის, ქოქოსის, თეთრი სოკოს, ლორის, ნივრის შემადგენლობაში.


  6. А ვიტამინის შემცველი პროდუქტი
    А ვიტამინის სიჭარბე ორგანიზმში თმის შეთხელებას იწვევს. მას შეიცავს კვერცხის გული, ღვიძლი, კარაქი, ყველის ცხიმიანი სახეობები. თუმცა, მისი ზედოზირება, ხშირად, ხდება საკვები დანამატებისა და კოსმეტიკის გამოყენებით. ნორმალური კვების დროს, А ვიტამინი მხოლოდ საკვებთან ერთად უნდა მიიღოთ.


  7. შემწვარი და ცხიმიანი საკვები
    ასეთი საკვების მოხმარება იწვევს არტერიების ჩახერგვასა და კანის ცხიმის გაძლიერებულ გამოყოფას. შედეგად მიიღებთ თავის კანის ფორების ჩახერგვასა და თმის ფოლიკულების ზომაში შემცირებას. ეს ამტკიცებს, რომ თავის კანის ცხიმიანობის პრობლემა მხოლოდ კარგი შამპუნით ვერ გადაწყდება.
    პროდუქტი, რომელიც შეიცავს ჰიდროგენეზირებულ ზეთს, ზრდის დეჰიდროტესტოსტერონის დონეს, რომელიც იწვევს თმის ცვენას. ამიტომ სპრედები, ჩიფსები, მაიონეზი, კეჩუპი, ნახევარფაბრიკატები, სიმინდის ფანტელები უნდა ამოიღოთ რაციონიდან.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.