როგორ გავააქტიუროთ ტვინი
მნიშვნელოვანია! ქვემოთ ჩამოთვლილი საკვები დანამატების მიღებამდე არ დაგავიწყდეთ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გავლა.
- ბუერა
ექსპერიმენტებით დამტკიცდა, რომ ადამიანები, რომლებიც საკვებად ამ ბალახს იყენებენ, ნაკლებად იტანჯებიან შაკიკითა და თავის ტკივილებით. ხალხურ მედიცინაში ბუერა გამოიყენება ამოსახველებელ და ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებად ბრონქიტისა და ბრონქიალური ასთმის დროს.
დოზირება: 50-75 მგ დღეში ორჯერ.
მნიშვნელოვანია: ღვიძლის დაზიანება რომ აიცილოთ თავიდან, დაეკითხეთ ექიმს. - მაგნიუმი
ეს მინერალი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის ასობით ფუნქციაში, დაგეხმარებათ შაკიკის აღკვეთაში, უძილობის განკურნებაში, სისხლძარღვებისა და კუნთების მოდუნებაში. ასევე, მაგნიუმი ხელს უშლის დაჭიმულობების წარმოქმნას, რომელიც ხშირად აწუხებთ ფეხმძიმე ქალებს.
დოზირება: 200-400 მგ მაგნიუმის ციტრატი დღეში.
მნიშვნელოვანია: აფთიაქში აიღეთ მხოლოდ მაგნიუმის ციტრატი. დანამატი, რომელიც მაგნიუმის ოქსიდის სახელითაა ცნობილი, იწვევს დიარეას. - მელატონინი
კვლევები აჩვენებს, რომ მელატონინის მიღება ღამით არეგულირებს ორგანიზმის ცირკადულ რითმს(სხვაგვარად, შინაგან საათს) და აუმჯობესებს ძილს. მელატონინი სხეულში დამოუკიდებლადაც გამომუშავდება და ითვლება ჰორმონად, რომელიც ამცირებს კორტიზოლის - სტრესის ჰორმონის დონეს.
დოზირება: 0.3-1 მგ დაძინებამდე 1-1.5 საათით ადრე. თუ საგრძნობი გაუმჯობესება არ აღგენიშნათ, თანდათან გაზარდეთ დოზა 3 მგ-მდე რამდენიმე კვირის მანძილზე. შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება ძილის აღდგენისა და ნორმალიზაციის შემდეგ. - ვარდისფერი როდიოლა
შესაძლოა, ამ მცენარის შესახებ არაფერი გსმენიათ, თუმცა მას სტრესისა და დაღლილობის მოხსნის, გონებრივი კონცენტრაციის გაუმჯობესების, დეპრესიასთან ბრძოლის უნარი გააჩნია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს სტრესის ჰორმონების გამომუშავებისთვის ხელის შეშლის ხარჯზე ხდება.
დოზირება: დაიწყეთ მიღება 150-250 მგ მცენარისა ყოველ დილით, 5 დღის მანძილზე, შემდეგ კი თანდათან გაზარდეთ დოზა 300-500 მგ-მდე.
მნიშვნელოვანია: შეარჩიეთ ექსტრაქტები, რომლებიც როზალინას 3-5% და 0.8-1 % სალიდროზიდს შეიცავს. - სალბი
კვლევები აჩვენებს, რომ ეს ბალახი მოქმედებს როგორც გამაძლიერებელი საშუალება, ამაღლებს განწყობას და აუმჯობესებს მეხსიერებას. სალბი დადებითად მოქმედებს ტვინის ნეიროტრანსმიტერებზე(ნივთიერებებზე, რომლებიც ტვინს საშუალებას აძლევს, წარმატებით შეასრულოს ყველა სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქცია).
დოზირება: 400 მგ დღეში.