რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ რომელი საკვები მოსწონს ჩვენს ტვინს და რა ყოველდღიური ჩვევები უნდა გამოვიმუშავოთ. ჩვენ ხომ მუდმივად ვტვირთავთ ამ ორგანოს, სანაცვლოდ კი არაფერს ვაძლევთ.
როგორ გავაუმჯობესოთ ტვინის მეხსიერება და ცხოველქმედება
ვლად სიურეა ამტკიცებს, რომ ჯანმრთელი ტვინისა და ნათელი გონებისკენ პირველი ნაბიჯები საკმაოდ მარტივი და ხელმისაწვდომია. ნეიროქირურგი, რომელსაც 23 000-ზე მეტი ოპერაცია ჩაუტარებია, გვირჩევს, ავდგეთ უფრო ადრე, მაშინვე მივირთვათ 2 ჭიქა თბილი წყალი და საუზმე.
-"დილით მაქსიმალურად ადრე უნდა გავიღვიძოთ, ფანჯრები გავაღოთ და სუფთა ჰაერი ჩავისუნთქოთ. არ დაგავიწყდეთ 2 ჭიქა წყალიც."
-"პიირველი ჭიქა აამუშავებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, მეორე ჭიქა კი მთელ ორგანიზმს მოიყვანს მოძრაობაში. ტვინს მაქსიმალური აქტივობის ორი წერტილი აქვს: 10-12 და 16-18 საათებს შორის. თუ იგი იღლება, შეგიძლიათ ყავით გაამხნევოთ." - ამბობს სიურეა. ექიმი დაჟინებით გვირჩევს, არ გამოვტოვოთ საუზმე, რადგან სწორედ იგი ანაყრებს ტვინს ძილის შემდეგ აუცილებელი მიკროელემენტებით.
-"უნდა ისაუზმოთ მშვიდ გარემოში, დატკბეთ თითოეული ლუკმით. არავითარი შფოთვა, ხმაური, პრობლემა და მოწევა. რაც უფრო მშვიდად ისაუზმებთ, მით უფრო სასიამოვნოდ დაიწყება თქვენი დილა. სადილი დაბალანსებული უნდა იყოს. არ უნდა დაგავიწყდეთ კუჭის შესახებაც - ზომიერება ყველგან უნდა დაიცვათ. გარდა ამისა, მიანიჭეთ უპირატესობა სუფთა წყალს და არა წვენს.
ტკბილეული მავნეა, თუმცა, თუ ისინი ბედნიერებას განიჭებენ, დააჯილდოვეთ საკუთარი თავი ზომიერად. უბრალოდ შეარჩიეთ სწორი ტკბილეული - შავი, ნატურალური შოკოლადი, ცხელი, ნატურალური კაკაო, თაფლი - ეს ყველაფერი თქვენს ტვინს ძალიან მოსწონს."
ასევე, ვლად სიურეა ამბობს, რომ ყველა საკვები შეზღუდვა უნდა იყოს ზომიერი და არა კატეგორიული. უნდა მიირთვათ ყველაფერი, ოღონდ ზომიერად: "დიახ, ტვინისთვის ხორცი სავსებით უსარგებლოა, თუმცა მცირე ოდენობებით იგი სხეულს ეხმარება. საუკეთესო ვარიანტია დაბალკალორიული ხორცი. ინდაური და თევზი - ყველაზე სასარგებლოა ხორცის სახეობებს შორის. ტვინს არ უყვარს ცხიმი, არ უყვარს მარილი. წელიწადში 1-2ჯერ, დღესასწაულებზე, შეგიძლიათ თავს მათი მირთმევის საშუალება მისცეთ. თუმცა, ნუ გაგიტაცებთ ასეთი საკვები."
ასევე, აუცილებლად უნდა გახსოვდეთ ისიც, რომ ჩვენი ტვინი ძილის დროსაც მუშაობს. ამიტომ, არ დატვირთოთ იგი უძილობით ან მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტით ღამის საათებში: "თუ ადამიანი მისთვის რთულ საკითხზე ფიქრობს და ეძინება, დილით იგი პასუხს მიიღებს. ესეიგი ტვინმა კავშირი დაამყარა აზრებს, განსჯასა და მეხსიერებას შორის, დილით კი იდეას მოგაწოდებთ. ამიტომ, დაივიწყეთ უძილო ღამეები." გაითვალისწინეთ ისიც, რომ ხარისხიანი ძილი ტვინს ზედმეტი ინფორმაციისგან გაწმენდს.
კვებისა და ძილის გარდა, ტვინს მოძრაობაც სჭირდება. ფიზიკური აქტივობაც ისევე აისახება ტვინსა და მეხსიერებაზე, როგორც სხვა ყველაფერი: "სამი რამაა აუცილებელი ტვინისთვის: საუბარი, წერა და მოძრაობა. ბევრმა დაივიწყა, რა არის მუსიკა და როგორ დატკბნენ ამით, უფრო საშინელება კი ისაა, რომ ცეკვა არ სურთ. ცეკვა, როგორც დადგინდა, აღკვეთს ალცჰაიმერის დაავადების ნაადრევ გაჩენას."