საკვები პროდუქტი ტვინისთვის
- გოგრის თესლი
გოგრის თესლი შეიცავს თუთიას, რომელიც ააქტიურებს გონებრივ ცხოველქმედებას და გეხმარებათ მეხსიერების შენარჩუნებაში.
- ბერძნული კაკალი
ყველა სხვა თხილთან შედარებით, ეს კაკალი შეიცავს ყველაზე დიდი რაოდენობით ვიტამინ E-ს. ეს უკანასკნელი ტვინს იცავს გამანადგურებელი პროცესებისა და დაავადებებისგან, რომლებიც დაბერებასთანაა დაკავშირებული.
- პომიდორი
მიირთვით პომიდორი და დაიცავით თავი ალცჰაიმერის დაავადებისგან. პომიდორი მდიდარია ლიკოპინით - ანტიოქსიდანტით, რომელიც ორგანიზმთან ერთად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს.
- კაკაო
შავი შოკოლადი არამხოლოდ ძალიან გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა. კაკაო ადამიანის კოგნიტურ შესაძლებლობებს ზრდის და კარგად მოქმედებს გულის ფუნქციონირებაზე. რაც უკეთ მუშაობს გულ-სისხლძარღვთა სისტემა, მით უფრო იჟღინთება ტვინი სასარგებლო ნივთიერებებით, რომლებსაც სისხლის ნაკადთან ერთად იღებს.
- ცხიმიანი თევზი
წითელი თევზი, სკუმბრია, თინუსი, სარდინები - თევზი, რომლებიც იშვიათად მაინც უნდა მიირთვათ. ომეგა-3 უჯერი ცხიმები, რომლებიც ამ თევზების ხორცის შემადგენლობაშია, დადებითად მოქმედებს ტვინზე და უნარჩუნებს მას ახალგაზრდობასა და აქტიურობას.
- სრულმარცვლოვანი პროდუქტი
სრულმარცვლოვანი პროდუქტი გეხმარებათ სისხლში შაქრის დონის დარეგულირებაში. ეს უზრუნველყოფს თქვენს ტვინს საკვები ნივთიერებებით - სრულმარცვლოვანი პროდუქტი ხანგრძლივი მძლავრი ენერგეტიკული რესურსია.
- ბროკოლი
К ვიტამინი - ნივთიერება, რომელსაც ეს კომბოსტო დიდი რაოდენობით შეიცავს. იგი აუცილებელია ადამიანისთვის აქტიური გონებრივი პროცესებისთვის.
- მწვანე ჩაი
კატეხინი და თიანინი - ანტიოქსიდანტები, რომლებიც შედის მწვანე ჩაის შემადგენლობაში. ეს ნივთიერებები ასტიმულირებს ტვინის ფუნქციონირებას, აუმჯობესებს კონცენტრაციას, ხელს უწყობს ადამიანის სიფხიზლის შენარჩუნებას.
- შავი მოცვი
შავი მოცვი შეიცავს C ვიტამინს, რომელიც ატონიზირებს მთელ ორგანიზმს და ეხმარება ტვინში ახალი ნეირონული კავშირების დამყარებაში. თუ ეწევით, აუცილებლად ჩართეთ რაციონში C ვიტამინის დამატებითი წყაროები, რომელიც მოწევისას ულმობლად ნადგურდება.
- ბადრიჯანი
ვინ იფიქრებდა, რომ ამ სიაში ბადრიჯანიც შევიდოდა! ეს ყველაფერი ანტონიაცინების დამსახურებაა - ამ ანტიოქსიდანტებს ბადრიჯანი უხვად შეიცავს. ისინი დაგიცავთ სკლეროზის ნაადრევი განვითარებისგან.

