» » » დედაჩემი იტალიიდან ახლახან დაბრუნდა და მაიძულა, ბიდე დამემონტაჟებინა - აი, რატომ

დედაჩემი იტალიიდან ახლახან დაბრუნდა და მაიძულა, ბიდე დამემონტაჟებინა - აი, რატომ

ჰიგიენის წესების დაცვა მყარი ჯანმრთელობის მთავარი წინაპირობაა. ეს ყველასთვის ცნობილი წესია, დაწყებული ბავშვთა ბაღიდან, ჩვენ გვასწავლიდნენ ხელების დაბანას ჭამამდე და სხვა ელემენტარულ ნორმებს. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, შევეხოთ ისეთ ინტიმურ საკითს, როგორიც საპირფარეშოს პროცედურებია.

სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს ერთი უჩვეულო საპირფარეშოს მოწყობილობა - ბიდე. ევროპაში ბიდა თითქმის ყველა სახლშია და ეს ნორმად ითვლება. რჩევების რედაქცია გაერკვა, საჭიროა თუ არა ბიდეს დამონტაჟება. რა არის ეს: ზედმეტი ფუფუნება თუ ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პირობა?

როგორ გამოვიყენოთ ბიდე
სანამ მის გამოყენებას დაიწყებდეთ და უპირატესობას შეაფასებდეთ, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ფუნქციას ასრულებს ეს უცნაური მოწყობილობა. ბიდე - ეს სანტექნიკური ავეჯია, რომელიც უნიტაზს ჰგავს და მისგან ფანტანით განსხვავდება. მისი ფუნქციაა ჰიგიენური პროცედურა საპირფარეშოს სტუმრობის შემდეგ. ბიდეს ონკანიდან გამოდის წყალი, რომლითაც გენიტალიები გამოიბანება.


მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ტუალეტის ქაღალდის ალტერნატივაა. მისი გამოყენება საჭიროა მაშინ, როცა დიდ მოთხოვნილებას დაიკმაყოფილებთ. მისი გამოყენება შეგიძლიათ ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ კომფორტულად.
მოწყობილობა ამარტივებს გამობანვის პროცესს, გეხმარებათ პირადი ჰიგიენის შენარჩუნებაში და ამცირებს გენიტალიებში გაღიზიანებადობის რისკს. ძალიან კომფორტულია მსგავსი მოწყობილობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის, ასევე, ხანში შესული ადამიანებისთვისაც. მთავარი უპირატესობაა მულტიფუნქციურობა, პრაქტიკულობა და გამოყენებაში პრაქტიკულობა, თუმცა, არსებობს სხვა დადებითი მხარეებიც:

  1. ნაზი მოვლა
    ბიდე ძალიან ეფექტურად წმენდს დუნდულების კანს, გიტოვებთ სისუფთავის შეგრძნებას. ეს უფრო ნაზი პროცედურაა, ვიდრე მშრალი ქაღალდით წმენდა, იგი არ აზიანებს კანს და არ იწვევს გაღიზიანებას.
    მოწყობილობის გამოყენება ძალიან მოსახერხებელია ქალბატონებისთვის მშობიარობის შემდეგ, პოსტოპერაციულ პერიოდში ან მათთვის, ვისაც გაღიზიანებული ნაწლავების სინდრომი აქვს. კანი ამ ადგილას ძალიან ნაზია, დიდი რაოდენობით ნერვული დაბოლოებებითაა სავსე, ამიტომ მშრალი ქაღალდი გააღიზიანებს და დისკომფორტს გამოიწვევს, განსხვავებით ბიდესგან.


  2. სუფთა ხელები
    ბიდეს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ხელების სისუფთავე. დიახ, სწორედ ასეა. ქაღალდით გამშრალებისას ხელზე, შესაძლოა, დარჩეს ფეკალური ბაქტერიები, რომლებიც შემდეგ სხვა ნივთებზე გადაგაქვთ. გამობანვა არამხოლოდ დუნდულებს წმენდს კარგად, არამედ ხელების სისუფთავესაც შეინარჩუნებთ.


  3. ხსნა ბუასილის დროს
    ბუასილისა და სხვა ანთებითი პროცესების დროს კარგია ბიდეს გამოყენება. კვლევით, რომელიც 2011 წელს ჩატარდა, დამტკიცდა, რომ თბილი წყლის ნაკადი გათავისუფლებთ დისკომფორტისგან ანუსის მიდამოებში ისევე, როგორც აბაზანის სრულყოფილი მიღება. ამასთან, წყალი ასტიმულირებს ამ მონაკვეთებში სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლის ახალი ჰემოროიდული კვანძების გაჩენას.


  4. ქალური ჯანმრთელობა
    დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ ბიდე ვაგინაში ინფექციების გავრცელებას აგაცილებთ თავიდან. ბიდეს რეგულარული გამოყენება გაძლევთ საშუალებას, შეინარჩუნოთ სისუფთავე სასქესო ორგანოებში მენსტრუაციის დროს ან სქესობრივი აქტის შემდეგ. თუმცა, ხშირი გამოყენება მაინც იმოქმედებს ბუნებრივ მიკროფლორაზე და, შესაძლოა, ვაგინალური ინფექციები გამოიწვიოს, ამიტომ ყველაფერი ზომიერად უნდა გააკეთოთ.


  5. ეკონომია და ეკოლოგიურობა
    ბიდეს არსებობა გაძლევთ ეკონომიის საშუალებას ტუალეტის ქაღალდზე. გარდა იმისა, რომ ეს ოჯახური ბიუჯეტისთვის პლუსია, გარკვეულ წვლილსაც შეიტანთ გარემოს დაცვაში. ერთი რულონი ტუალეტის ქაღალდის დასამზადებლად დაახლოებით 140 ლ წყალი და 0.5 კგ ხე გამოიყენება. ამასთან, ბიდე ერთ ჯერზე მხოლოდ ნახევარ ლიტრ წყალს მოიხმარს.

თქვენ გქონიათ ამ მოწყობილობასთან შეხება? რას ფიქრობთ, ყველამ უნდა დაამონტაჟოს იგი?
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.