» » » დაივიწყეთ ქერტლის შესახებ - გთავაზობთ 5 ყველაზე ეფექტურ საშუალებას მის წინააღმდეგ

დაივიწყეთ ქერტლის შესახებ - გთავაზობთ 5 ყველაზე ეფექტურ საშუალებას მის წინააღმდეგ

ქერტლი და თმისცვენა - ეს გავრცელებული პრობლემებია, რომლებიც, ხშირად, ხანგრძლიცი სტრესის შემდეგ, არასწორი კვების ან თმის მოვლის უხარისხო საშუალების პროცესში ჩნდება. თუ სტატისტიკას დავუჯერებთ, ყოველი მეხუთე ადამიანი დედამიწაზე ამ პრობლემას უჩივის.

ქერტლი საშინელ დისკომფორტს ქმნის და აჩენს ახალ კომპლექსებს. გარდა ამისა, ცხიმოვანი ჯირკვლების გაძლიერებული ფუნქციონირება იწვევს თმების შეთხელებასა და ცვენას, არღვევს უჯრედების განახლების მნიშვნელოვან პროცესს.



ფართოდ გავრცელებული შამპუნები და მსგავსი ცნობილი ბრენდების საშუალებები ყოველთვის ვერ გეხმარებათ. არ იჩქაროთ ძვირადღირებული პრეპარატების მოხმარება და ტრიქოლოგებთან ვიზიტი! რჩევების რედაქცია გაგაცნობთ ხელმისაწვდომ საშუალებებს, რომლებიც სამუდამოდ გაგათავისუფლებთ ქერტლისგან.

შინაური საშუალება ქერტლის წინააღმდეგ
  1. არყის საპონი
    ასეთი შემოწმებული საშუალება არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს და ახორცებს წვრილ ნახეთქებს თავის კანზე. იგი ეფექტურია ქერტლის მოსაშორებლადაც, რაც უნიკალური ბუნებრივი კომპონენტების შემცველობითაა განპირობებული.
    კარგად დაისველეთ თმა, წაისვით არყის საპონი თმის ძირებზე, შემდეგ კი აიქაფეთ თმის მთელ სიგრძეზე. რამდენიმე წუთში ჩამოიბანეთ საპონი. ასეთი საშუალების გამოყენების შემდეგ წაისვით ბალზამი ან მკვებავი ნიღაბი. ორი კვირის რეგულარული გამოყენების შემდეგ ქერტლი გაქრება.


  2. ზღვის მარილის ხსნარი
    სილამაზის დევნასა და ქერტლთან ბრძოლაში დაგეხმარებათ ზღვის მარილის ხსნარიც, იგი აღადგენს თმის უწინდელ სიხშირეს, დააჩქარებს მის ზრდას და გააძლიერებს. დიდი რაოდენობით მიკროელემენტები, რომლებსაც ზღვის მარილი შეიცავს, დადებითად მოქმედებს თავის კანის მდგომარეობაზე, რაც ეპიდერმისის ქერცლების დროულ მოშორებას უზრუნველყოფს.
    კანის ცხიმოვანი ბალანსის რეგულირების ხარჯზე, ქერტლი სრულად ქრება. ასევე, ზღის მარილი შეგიძლიათ სუფთა სახითაც შეიზილოთ თმაში, ოღონდ წინასწარ დანაყეთ.
    ქერტლის წინააღმდეგ გირჩევთ ზღვის მარილით დამზადებულ ნიღაბს: აიღეთ 2 კვერცხის გული, 1 ჩ.კ. ზღვის მარილი და 3 ნაჭერი შვრიის პური. ყველაფერი შეურიეთ, პური დაფცქვენით, აქციეთ მასა ფაფად და შეიზილეთ თავის კანსა და თმაზე, ჩამოიბანეთ 40-50 წუთის შემდეგ, გადაივლეთ გრილი წყალი.


  3. ხახვის კანის ნახარში
    გასაოცარ სამკურნალო ეფექტს ფლობს ხახვის კანის ნახარშიც. რეგულარული მოხმარებით, ქერტლისგან სწრაფად განთავისუფლდებით. ამას გარდა, იგი საგრძნობლად აუმჯობესებს თავის კანის მდგომარეობას, აძლიერებს თმის ზრდას.
    ნახარშის მოსამზადებლად აიღეთ მუჭა ხახვის კანი, დაასხით 1 სავსე ჭიქა თბილი წყალი და დადგით ცეცხლზე 10 წუთით. მიღებული ნახარში შეიზილეთ თმის ძირებზე.


  4. ვაშლის ძმარი
    ეს, ალბათ, საუკეთესო საშუალებაა ქერტლის საწინააღმდეგოდ და კიდევ სხვა უამრავი კანის დაავადებისთვის. ვაშლის ძმარი ებრძვის ქერტლის ნიშნებს, აძლიერებს თმას, არბილებს და ხდის აბრეშუმისებრს.
    სასწაულმოქმედი კომპრესის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ ნახევარი ჭიქა ჩვეულებრივი ვაშლის ძმარი და ამდენივე წყალი. ოდნავ გამთბარი მასა წაისვით თავის კანზე და გაიჩერეთ არანაკლებ 1 საატისა, პირსახოცით შეხვეული. ძმარი მოგაშორებთ კანის მკვდარ უჯრედებს და დაგიცავთ თმისცვენისგან.


  5. ალოე
    ალოე - ნაცადი საშუალება ქერტლის წინააღმდეგ. ამასთან, იგი თითქმის ყველა სახლშია. დაწურეთ ალოეს ფოთლისგან საკმარისი რაოდენობით წვენი და შეიზილეთ თავის კანზე დაბანამდე 30 წუთით ადრე. წაისვით წვენი კვირაში სამჯერ მაინც. ქერტლის გაქრობის გარდა, თქვენ შეამჩნევთ, რომ თმა უფრო სწრაფა იზრდება.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ საშუალებების უმეტესობა სახლში გაქვთ, ამიტომ არ გადადოთ თავის მოვლა და დაიწყეთ ქერტლის მკურნალობა ახლავე.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.