ქერტლი - ეს კანის დაავადების, სებორეის ერთ-ერთი სიმპტომია. ამ დაავადების დროს ირღვევა ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქცია. ქერტლი ორი სახის არსებობს: მშრალი და ცხიმიანი. მშრალი ქერტლი წარმოიქმნება თმის არასწორი მოვლის შედეგად, ხოლო ცხიმიანი - ჰორმონალური დარღვევების ან კუჭ-ნაწლავის პრობლემების შედეგია.
სანამ ქერტლის მკურნალობას დაიწყებდეთ, უნდა გამორიცხოთ რაციონიდან ცხიმიანი, მარილიანი და ტკბილი საკვები. შესაძლოა, ქერტლის გაჩენის მიზეზი სწორედ არასწორი კვებაა.
როგორ მოვიშოროთ ქერტლი სწრაფად
- ვაშლის ძმარი
ვაშლის ძმარი ძველი დროიდან არამხოლოდ კულინარიაში, არამედ თმის აღმდგენი საშუალების სახითაც გამოიყენება. ყველაზე კარგი შედეგისთვის გამოიყენეთ შინაური პროდუქტი. იგი ებრძვის ქერტლის ნიშნებს, აძლიერებს და აღადგენს თმის სტრუქტურას.
შეურიეთ ნახევარი ჭიქა ვაშლის ძმარი და ამდენივე წყალი. მასა უნდა წაისვათ უშუალოდ თავის კანზე და გაიჩეროთ 1 საათით, შემდეგ კი შამპუნით ჩამოიბანოთ. - საკვები სოდა
ეს საშუალება არანაკლებ ეფექტურია ვაშლის ძმართან შედარებით. შეურიეთ 4 ს.კ. სოდა ცოტაოდენ წყალს და შეიზილეთ მასა თავის კანზე. გაიჩერეთ 3 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით. - ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთის გამოყენებით მასაჟი არამხოლოდ აძლიერებს თმის ფოლიკულებს, არამედ იცავს კანს აქერცვლისა და გამოშრობისგან. ასეთი მასაჟის შემდეგ შეიხვიეთ თმა ვაფლისებრი პირსახოცით და გაიჩერეთ 30 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ ზეთი ჩვეულებრივი შამპუნით. - ლიმონის წვენი და ქოქოსის კარაქი
სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად შეურიეთ 1 წილი ლიმონის წვენი და 5 წილი ქოქოსის კარაქი. წაისვით მასა თავის კანზე და გაიჩერეთ 30 წუთით. ჩამოიბანეთ საშუალება ჩვეულებრივი შამპუნით (საუკეთესო შედეგისთვის - საბავშვო შამპუნით).