ჩვენ ყველას გვესმის, რომ იმუნიტეტი - დაგროვებითი სისტემაა. აკადემიკოსი ამოსოვი მოცემული მასის მიღებას ურჩევდა ყველა პოსტოპერაციულ პაციენტს სწრაფი რეაბილიტაციისა და იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. და თუ ადამიანი ჯანმრთელია? ამ "ვიტამინური ნაღმის" სარგებელი საერთოდ ფასდაუდებელია.
ამოსოვის პასტაინგრედიენტები- 500 გ ქიშმიში
- 500 გ კურაგა
- 500 გ ლეღვი
- 500 გ ქლიავის ჩირი უკურკოდ
- 500 გ თაფლი
- 2 ჭიქა ბერძნული კაკალი
- 1 ლიმონი კანიანად
მომზადება და გამოყენება- გაატარეთ ყველა ინგრედიენტი სამზარეულოს კომბაინში ან ხორცსაკეპში და დაუმატეთ 500 გ თაფლი.

- მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და მოათავსეთ ქილებში.

- მიირთვით 1 ს.კ. ოდენობით დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ეს მასა ვიტამინების უნიკალური საუნჯეა ნებისმიერი სუფრისთვის. იდეალურია სკოლის მოსწავლეებისთვის, გონებრივი და ფიზიკური შრომით დაკავებული ადამიანებისთვის, სპორტსმენებისა და გარდატეხის ასაკის მოზარდებისთვის.