» » » ახალი და, ალბათ, საუკეთესო კომპლექსი ექიმ ბუბნოვსკისგან: უარი თქვით კომპრესებზე და..

ახალი და, ალბათ, საუკეთესო კომპლექსი ექიმ ბუბნოვსკისგან: უარი თქვით კომპრესებზე და..

სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი სერგეი ბუბნოვსკი, ავიაკატასტროფის შედეგად, 27 წლის მანძილზე ყავარჯნებით დადიოდა. მან შეძლო ფეხზე დამოუკიდებლად დადგომა თავისივე სავარჯიშოების კომპლექსის შემუშავებითა და შესრულებით.

ექიმ ბუბნოვსკის სავარჯიშოთა კომპლექსი - ესაა გზა ჭეშმარიტი ჯანმრთელობისაკენ. პროფესორი მოგვიწოდებს, უარი ვთქვათ შალზე, გამათბობელ კომპრესებზე, კორსეტებსა და ტკივილგამაყუჩებლებზე.

-"არ შეგეცოდოთ საკუთარი თავი. მხოლოდ ასე შეძლებთ ხერხემლის არეში ტკივილების მოცილებას და გამოჯანმრთელებას!" - ამბობს ის. და, ათასობით კმაყოფილ პაციენტზე დაკვირვებით, რომლებმაც შეძლეს გამოჯანმრთელება ამ კომპლექსის გამოყენებით, მივხვდით, რომ ექიმი სერგეი მართალს ამბობს.



ექიმი ამტკიცებს: "უნდა გახსოვდეთ, რომ ცხოვრება - მოძრაობაა. ადამიანები ამას მხოლოდ მაშინ იხსენებენ, როცა კარგავენ მოძრაობის უნარს და მიმართავენ სპეციალისტებს. მთავარია - არ დაუშვათ ორგანიზმის ამ მდგომარეობამდე მიყვანა საკუთარი სიზარმაცის გამო.

მისი თქმით, ხერხემლის ჯანმრთელობის მთავარი ფაქტორი კუნთებია, რომლებშიც სისხლძარღვები და ნერვები გადის. თუ მათთან სწორად იმუშავებთ, მიაღწევთ წარმოუდგენელ შედეგებს.


ბუბნოვსკის სავარჯიშოების კომპლექსი
რჩევების რედაქციამ მოამზადა ძალიან ეფექტური და, ამასთან, საკმაოდ მარტივი სავარჯიშოთა კომპლექსი, რომელიც დაგეხმარებათ არამხოლოდ ოსტეოქონდროზისა და ართროზის დროს, არამედ ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გადასაჭრელადაც. ვარჯიში შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, პირდაპირ საწოლში - ზარმაცებისთვის ნამდვილი მონაპოვარია!

  1. ტერფებისთვის. ეს სამი სავარჯიშო უნდა შეასრულოთ ბრტყელტერფიანობის, პოდაგრის, ტერფის სპურსის, კოჭის სახსრის ართრიტის დროს, ქუსლზე ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, კოჭის სახსრის შეშუპების ან შაკიკის დროს. თითოეული სავარჯიშო სრულდება 15-ჯერ, სანამ არ შეიგრძნობთ სითბოს სახრებში. ხოლო თუ ხრაშუნს გაიგონებთ, არ მიაქციოთ ამას ყურადღება.

    პირველი სავარჯიშო - "გამოტყორცნა". მის შესასრულებლად დაწექით ზურგზე, ხელები თავისუფლად დაალაგეთ გვერდით, ფეხები გაასწორეთ. მონაცვლეობით გაწელეთ ფეხის დიდი თითი(მაქსიმალურად სწორად), შემდეგ მოხარეთ იგი თქვენკენ მაქსიმალურად და შეასრულეთ გაწელვითი მოძრაობები ტერფით. წინ და უკან. შეგიძლიათ ერთდროულად ან მონაცვლეობით ორივე ფეხზე.


    მეორე სავარჯიშო - საწყისი მდგომარეობა იგივეა. მონაცვლეობით შეატყუპეთ და დააშორეთ დიდი თითები მაქსიმალურად. შეტყუპებისას ეცადეთ, დიდი თითები საწოლის ზედაპირს მიაწვდინოთ. გაშორებისას ნელა, აუჩქარებლად "ატრიალეთ" კოჭი.


    და ბოლო სავარჯიშო - აბრუნეთ ტერფები საათის ისრის მიმართულებით და საწინააღმდეგოდ, მონაცვლეობით. ამასთან, ყურადღება მიაქციეთ დიდ თითებს და სწორედ ამ თითებით "გამოსახეთ წრეები".


  2. შემდეგი სავარჯიშო მუხლის სახსრისთვისაა და კარგია გაწლვის დროს, იგი აუცილებელია მუხლის სახსრის ოსტეოართრიტის დროს ან მისი ტრავმის შემდეგ. შეასრულეთ სავარჯიშო თხუთმეტჯერ.
    საწყისი მდგომარეობა იგივეა. მონაცვლეობით მოხარეთ და გაშალეთ ფეხები მუხლებში, თითქოს ტერფებით საწოლზე ცურდებით. მოხრისას ქუსლი მიიტანეთ დუნდულამდე(შეგიძლიათ, ხელითაც დაეხმაროთ).


  3. ეს სავარჯიშო მენჯ-ბარძაყის სახსრისთვისაა. იგი გეხმარებათ კოქსართროზის, მენჯ-ბარძაყის სახსრის თავის ასეპტური ნეკროზის, ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილების დროს. მონაცვლეობით გაწელეთ სწორი ფეხი ცერით წინ მაქსიმალურ სიგრძეზე, ხელებით შეგიძლიათ საწოლის ზურგს მოეჭიდოთ.


  4. და ბოლო სავარჯიშო მუცლის პრესისთვის - მოხარეთ ფეხები, ტერფები მჭიდროდ დაალაგეთ საწოლზე. ხელის გულები დაიდეთ მუცელზე. ჩასუნთქვისას გამობერეთ მუცელი, ამოსუნთქვისას - შეწიეთ(ხელის გულებიც მუცელთან ერთად უნდა ეშვებოდეს დაბლა).სუნთქვის შეკავების შემდეგ ჩაისუნთქეთ და გაიმეორეთ ოცჯერ.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.