» » » ექიმი ბუბნოვსკი: სანამ თქვენს ტვინში რომელიმე სისხლძარღვი არ გამსკდარა, გაითვალისწინეთ ჩემი რჩევები

ექიმი ბუბნოვსკი: სანამ თქვენს ტვინში რომელიმე სისხლძარღვი არ გამსკდარა, გაითვალისწინეთ ჩემი რჩევები

რაც თავი მახსოვს, მამაჩემს ყოველთვის აწუხებდა მაღალი წნევა. თავიდან უგულებელყოფდა ამ მდგომარეობას, სანამ არ დაუსვეს დიაგნოზი - ჰიპერტონია. მამას სხვადასხვა წამალი დაუნიშნეს, რომლებითაც მისი დილა იწყებოდა ხოლმე.

თუმცა, სამი თვის წინ სანქტ-პეტერბურგიდან მამაჩემის მეგობარი ჩამოვიდა. იგი, როგორც აღმოჩნდა, დიდი ხნის მანძილზე ჰიპერტონიკი იყო, სანამ გულის დაავადებების მკურნალობის მეთოდს არ გაეცნო, რომელიც რუსმა ექიმმა, სერგეი ბუბნოვსკიმ შეიმუშავა.
პროფესორი სერგეი ბუბნოვსკი რუსეთში ცნობილი ექიმი, სამედიცინო მეცნიერების დოქტორი და უამრავი წიგნის ავტორია. ოდესღაც თვითონაც აწუხებდა ეს დაავადება, მისგან გათავისუფლებაში კი მედიკამენტები არ დასჭირვებია.



როგორ განვკურნოთ ჰიპერტონია
არტერიული ჰიპერტონია, ექიმი ბუბნოვსკის თქმით, საუკუნის დაავადებაა. მისით იწყება არითმია, გულის იშემური დაავადება, თრომბოემბოლია და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტიც კი. ეს იმიტომ ხდება, რომ გული, უფრო სწორად კი გულის კუნთი - მიოკარდი, ვერ უმკლავდება სისხლის ნაკადის მოცულობას სისხლის მიმოქცევის დროს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი ხდება: არც ერთი სხვა დაავადების გამო არ იღუპება ამდენი ადამიანი მსოფლიოში.


პროფესორი ამბობს, რომ ჰიპერტონიკისთვის დიდი რაოდენობით ჰიპოტენზური პრეპარატები დანიშნონ, რომლებიც გულიდან სისხლის გამოდევნას უწყობს ხელს, უნდა შეცვალონ პაციენტის ცხოვრების წესი, გაიგონ, რამ გამოიწვია ჰიპერტონია.
ექიმი ბუბნოვსკი დარწმუნებულია: "ვერც ერთი კარდიოლოგი მსოფლიოში ვერ გამაცნობს პაციენტს, რომელიც ჰიპერტონიისგან მედიკამენტებით გათავისუფლდა. ანუ თქვენ ჯერ ერთ აბზე გსვამენ, შემდეგ კი მთელ მუჭა წამლებზე.." რა თქმა უნდა, მწვავე შემთხვევებში საჭიროა მედიკამენტების მიღებაც, თუმცა არა სტაბილურად ყოველდღე.
ჯმო-ს მონაცემებით, ყოველ წელს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან 17.5 ადამიანი იღუპება მსოფლიოში.


ჰიპერტონიის განკურნებისთვის, დასაწყისისთვის, უნდა გაერკვეთ, თუ რა არის ჰიპერტონული დაავადება. ეს გულის კუნთის, მიოკარდის გადატვირთვაა. დიახ, ესეც კუნთია და იგი ზუსტად ისე მუშაობს, როგორც ადამიანის სხეულში სხვა ნებისმიერი კუნთი - შეკუმშვისა და მოდუნების პრინციპით.
ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა ნახევარი საათის განმავლობაში ინფარქტისა და ინსულტის რისკს ორჯერ ამცირებს.


სწორედ ამ მეთოდს სთავაზობს ექიმი ბუბნოვსკი მკურნალობას ყველას, ვისაც მაღალი წნევა აწუხებს - შეასრულოს ორი სავარჯიშო მაინც, რომლებიც უშუალოდ მოქმედებს სისხლის მიმოქცევის სისწრაფესა და მოცულობაზე. სწორედ ამით აღადგენთ გულის ცხოველქმედებას.

სავარჯიშოები
  1. მოთელვისთვის გამოგადგებათ სეირნობა. ორი წუთის განმავლობაში ერთმანეთს შეუნაცვლეთ სიარულის სხვადასხვა სახეობები: სიარული ცერებზე, გადაჯვარედინებული ნაბიჯები, სიარული ქუსლებზე.
    სიარულის სახეობები ყოველ 5 ნაბიჯში უნდა შეცვალოთ.


  2. ამ სავარჯიშოსთვის გამოიყენეთ სკამი ან ნებისმიერი სხვა ნივთი, რომლის დახმარებითაც აზიდვებს გააკეთებთ.
    ხელებით ვეყრდნობით სკამს, ფეხები სწორად ალაგია მხრების სიგანეზე, სხეული კი უნდა ეკიდოს ჰაერში. ჩასუნთქვისას მოხარეთ ხელები იდაყვებში და დაუშვით სხეული ქვემოთ, ამოსუნთქვისას ვასწორებთ ხელებს და ვიწევით ზემოთ "ჰ" ასოს ამოძახილთან ერთად.
    დაიწყეთ 5 აზიდვით და დალიეთ რამდენიმე ყლუპი წყალი, რათა ტვინის სისხლძარღვები არ გამოიფიტოს. ყოველი აზიდვა ერთმანეთს უნდა ჰგავდეს და 20-30 წამს უნდა გრძელდებოდეს. ერთ ჯერზე შეასრულეთ 2 მისვლა 5-5ჯერ, დროთა განმავლობაში უნდა მიაღწიოთ ათ მისვლას.


  3. ეს სავარჯიშოც სკამის გამოყენებით სრულდება. დაჯექით სკამზე, ორივე ტერფი ისე დაალაგეთ, რომ თქვენ წინ ერთ ხაზზე აღმოჩნდეს - ერთი უფრო წინ.
    წამოიწიეთ სკამიდან და შეინარჩუნეთ წონასწორობა. შემდეგ ისევ დაჯექით. მას შემდეგ, რაც ამ ციკლს შეასრულებს, მიიღეთ მსაჯის პოზა და ისუნთქეთ მშვიდად.

რეკომენდებულია სავარჯიშოების შესრულება დღეში სამჯერ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.