» » » ერთადერთი ფაფა, რომელიც ორგანიზმიდან ანტიბიოტიკებს დევნის: ყიდულობ კაპიკებად და იღებ ფასდაუდებელ სარგებელს

ერთადერთი ფაფა, რომელიც ორგანიზმიდან ანტიბიოტიკებს დევნის: ყიდულობ კაპიკებად და იღებ ფასდაუდებელ სარგებელს

ხორბალი - ფაფა, რომელსაც თავთავებისგან მივიღებთ. და თუ ვინმე თვლის, რომ ხორბლის კერძი მხოლოდ ბავშვებისთვისაა, ძალიან ცდება. ბრინჯის პოპულარულობამდე ხომ სწორედ ხორბლის კერძები იყო ჩველაზე ხშირი სტუმარი აზიური ქვეყნების სუფრაზე, მოგვიანებით კი ევროპასა და აფრიკაშიც. ხელმისაწვდომობის, სარგებლიანობისა და საკვები ღირებულების მხრივ ხორბალი შეუყვარდა ყველას, ვინც ფიზიკური შრომით იყო დაკავებული.

თუმცა, ხორბლის ფაფა ჩვენი პლანეტის თანამედროვე მაცხოვრებლისთვისაც საუზმის იდეალური ვარიანტია, რომელიც გამოიყენება როგორც დიეტის, ისე ორგანიზმის გაწმენდის ან მძიმე სენის შემდეგ რეაბილიტაციის დროს. ხორბალი არ ქმნის ცხიმოვან ფენებს. მეტიც, იგი ორგანიზმიდან დევნის ცხიმებს, ტოქსინებსა და ანტიბიოტიკებს, ამასთან ჰიპოალერგიულ პროდუქტად ითვლება.

და დღეს რჩევების რედაქცია მოგიყვებათ უფრო მეტს ხორბლის ფქვილის შესახებ, ასევე, გასწავლით მის სწორად მომზადებას რძით, რათა მიიღოთ მკვებავი და გემრიელი კერძი.



როგორ მოვხარშოთ ხორბლის ფაფა
ხორბლის ფაფა შეიცავს რეტინოლს, ტოკოფეროლლს, B ჯგუფის ვიტამინებს, ასევე, მთელ რიგ აუცილებელ მიკროელემენტებს: თუთიას, რკინას, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმსა და კალიუმს. აქვე გვხვდება ძუძუს რძის 12 სახეობის ამინომჟავადან 10 სახეობა.

ხორბლის ფაფის მოხმარება სისხლში არეგულირებს შაქრის დონეს, ხელს უწყობს გულის ნორმალურ ფუნქციონირებას, ასევე, გაშორებთ ჭარბ ქოლესტერინს. სისხლძარღვები უფრო ელასტიური და მკვრივი ხდება. ვიტამინების არსებობა კი გეხმარებათ დაღლილობასთან ბრძოლაში და ადამიანს სტრესის მიმართ უფრო გამძლეს ხდის.


თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ ფაფის უარყოფითი მხარეებიც: იგი არაა რეკომენდებული კუჭის პრობლემების(წყლულის, გასტრიტის, დაბალი მჟავიანობის) ადამიანებისთვის. ხორბლის ფაფის ყოველდღიური მოხმარება მავნეა ფეხმძიმე ქალებისა და პატარა ბავშვებისთვის. დიეტოლოგები აღნიშნავენ, რომ ხორბლის ფაფა, თუ ზედმეტად მიირთმევთ, უარყოფითად იმოქმედებს მამაკაცის პოტენციაზეც.


ხორბლის ფაფის მოსამზადებლად გირჩევთ დაბალცხიმიან რძეს(1%-მდე). ასევე, შეარჩიეთ ყვითელი ხორბალი - იგი მწარე გემოს არ ტოვებს და ფაფა გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები
  • 1 ჭიქა ხორბლის ფაფა
  • 2 ჭიქა რძე
  • 2 ჭიქა წყალი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 30 გ კარაქი
  • მარილი გემოვნებით
მომზადება
  1. გადაარჩიეთ ფაფა - მოაშორეთ ქვები და მსგავსი ნაგავი. შემდეგ გარეცხეთ ცივ, გამდინარე წყალში, სანამ წყალი გამჭვირვალე არ გახდება. ამის შემდეგ გადაავლეთ მარცვლებს მდუღარე წყალი.


  2. გადაყარეთ სუფთა ფაფა ქვაბში, დაასხით წყალი და აადუღეთ. მოუმატეთ ცეცხლს საშუალომდე და ხარშეთ წყლის აორთქლებამდე. არ დაგავიწყდეთ ქაფის მოხსნაც.

  3. როცა წყალი მთლიანად აორთქლდება, დაასხით ფაფას ცხელი რძე და ხარშეთ ნელ ცეცხლზე, დაუმატეთ მარილი და შაქარი, ურიეთ და ხარშეთ 20 წუთით.


  4. გამორთეთ ცეცხლი და დაახურეთ ქვაბს თავსახური 10 წუთით. რძიანი ფაფა მზადაა.

გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.