» » » ჯანსაღი სისუფთავე: თვითონ მოამზადეთ 10 საშუალება იდეალურად სუფთა სახლისთვის

ჯანსაღი სისუფთავე: თვითონ მოამზადეთ 10 საშუალება იდეალურად სუფთა სახლისთვის

მალე ახალი წელი და შობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახლის გენერალურად დალაგების, ზედმეტი ნივთების გადაყრისა და სისუფთავის დროა.



დალაგება წლის ბოლოს - ესაა ქაოსის წესრიგში მოყვანა და ერთგვარი რიტუალი შინაგანი განახლებისა. ესაა საწყისი წერტილი სამომავლო გეგმების განსახორციელებლად და წარსულისგან სიმბოლურად გასათავისუფლებლად. ამ საქმეში მნიშვნელოვანია არამხოლოდ ხილული სისუფთავე, არამედ სარეცხი საშუალებებიც ამ დალაგების პროცესში, რომლებიც ჯანმრთელობის ვნების გარეშე შეგიძლიათ გამოიყენოთ.

არსებობს ტოქსიკური, პირობითად ტოქსიკური და ნატურალური საწმენდი საშუალებები. პირველი ორი კატეგორია გათვლილია მხოლოდ ეფექტურობაზე და მწარმოებლებს არ აინტერესებთ მომხმარებელთა ჯანმრთელობა. ფოსფატები, სინთეტიკური აირები და არომატიზატორები მარტივად გამოიწვევს თქვენში ან შინაურ ცხოველში ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ საშუალებების მავნებლობაზე გარემოსთვის.

თუ გადაწყვიტეთ, უარი თქვათ მავნე ქიმიაზე, არაა აუცილებელი, ფული ყაროთ ეკოლოგიურად სუფთა და ძვირ პროდუქტში. გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რამდენად მარტივი და სასიამოვნოა დალაგება იაფფასიანი საშუალებებით, რომლებიც ყველაფერთან ერთად ნატურალურიცაა.

ნატურალური საწმენდი საშუალებები
  1. თხევადი საპონი
    დიდებული კასტილური საპონი ჯერ კიდევ შუასაუკუნეების ევროპის დროიდანაა ცნობილი. ესპანურ კასტილიაში მას ხარშავდნენ სულ სამი ინგრედიენტისგან: ზეითუნის ზეთის, წყლისა და ტუტისგან. იგი იდეალურად ხსნის ცხიმებს და რეცხავს სიბინძურეს.
    დიდი რაოდენობით თხევადი კასტილური საპონი სპეციალურ მაღაზიებში იყიდება. იგი იაფი და უსაფრთხოა და არ ტოვებს არავითარ ქიმიურ ფენას.


  2. ეთერზეთები
    ცნობილია, რომ ეთერზეთები არამხოლოდ ვირუსებსა და ბაქტერიებს კლავს და ებრძვის მწერებს, არამედ ხსნის სტრესსაც. მაგალითად, თუ 3 ლ წყალს, 3 ს.კ. კასტილურ საპონსა და 25 წვეთ ჩაის ხის ზეთს შეურევთ, მიიღებთ "სამკურნალო" სითხეს იატაკის მოსაწმენდად. ჩაის ხის ზეთის არომატი ხომ გაციებას კურნავს.


  3. ლიმონი
    ლიმონმჟავას მადეზინფიცირებელი თვისებები აქვს, აშორებს უსიამოვნო სუნს და ათეთრებს. ნახევარი ლიმონით შეგიძლიათ ნიჟარისა და ონკანის გაწმენდა ნადებისგან. ლიმონი, ასევე, ეფექტურად აშორებს სიბინძურესა და ცხიმს ნებისმიერი ზედაპირიდან, აბსოლუტურად უსაფრთხოდ.


  4. ზეითუნის ზეთი
    მას იყენებენ ხის ავეჯის მაპრიალებლის სანაცვლოდ, ხარშავენ საპონს და იყენებენ კოსმეტოლოგიაში. ზეითუნის ზეთის დახმარებით მოიშორებთ ხელიდან გამხმარ საღებავს, რადგან იგი ბუნებრივი გამხსნელის სახით მოქმედებს.
    2 ს.კ. ზეითუნის ზეთისა და 2 ს.კ. მოხარშული მარილის ნაზავი დაგეხმარებათ ცხიმებისა და სიბინძურის მოშორებაში თუჯის ჭურჭლისგან.


  5. ბურა (ბორის მჟავის ნატრიუმიანი მარილი)
    ეს ნაერთი მაკონსერვებელი და მადეზინფიცირებელი საშუალებაა. გარეგნულად ბურა თეთრ კრისტალურ ფხვნილს წარმოადგენს. ეს ბუნებრივი მინერალი სამკურნალო დანამატია კოსმეტიკაში, მოქმედებს როგორც ემულგატორი და სტაბილიზატორი.
    ბურას იყენებენ საშინაო სარეცხის ფხვნილებში და უნიტაზების საწმენდად. შეურიეთ 2 წილი ბურა და 1 წილი წყალი და გაწმინდეთ ამ ხსნარით ბინძური ზედაპირები.


  6. ძმარი
    შეუცვლელი ინგრედიენტი კულინარიასა და საყოფაცხოვრებო ქიმიაში. ებრძვის სოკოსა და ობს, ხსნის სიბინძურებს და არბილებს ხისტ წყალს.
    თუ მისი სუნი არ მოგწონთ, ასე მოიქეცით: შეურიეთ ნახევარი ჭიქა ძმარი 5 წვეთ ჩაის ხის ეთერზეთსა და 5 წვეთ ლიმონის ზეთს. მიღებული მასა გადაასხით შხეფიან ბოთლში და გამოიყენეთ ნებისმიერი ზედაპირის საწმენდად. ეთერზეთების არომატი დაფარავს ძმრის მძაფრ სუნს.


  7. საკვები და კალცინირებული სოდა
    სოდის პირველი სახეობა გამოიყენება კულინარიაში, კოსმეტიკასა და საშინაო საწმენდ საშუალებებში. კალცინირებული სოდა კი ბუნებრივი მინერალია, რომელსაც იყენებენ, როგორც რეცხვისა და დალაგების ყველაზე უსაფრთხო საშუალებას. თუ სახლში პატარა ბავშვები გყავთ, იატაკის წმენდა კალცინირებული სოდის ხსნარით ყველაზე მიზანშეწონილი გადაწყვეტილებაა.


  8. არაყი
    "ცეცხლოვანი წყალი" ტანსაცმლისა და საწოლის თეთრეულის დასამუშავებელი სპრეების ბაზისად შეგიძლიათ გამოიყენოთ. არყით კარგად იწმინდება შუშები და სარკეები, სუფთავდება ოთახის მცენარეები დაავადებებისგან დასაცავად, ნესტიან შენობაში შორდება ობი.

  9. წყალბადის ზეჟანგი
    ეს იაფფასიანი აფთიაქის საშუალება შეუცვლელია ოთახების დასალაგებლად. შეურიეთ ლიმონის წვენი ხსნარს და მიიღებთ შესანიშნავ ლაქებისამომყვანს ყველაზე ჩამჯდარი ლაქებისთვისაც. ქლორისგან განსხვავებით, წყალბადი აბსოლუტურად უსაფრთხოა, თუმცა ისეთივენაირად ათეთრებს და ადეზინფიცირებს.


  10. მარილი
    მარილი კარგია საკვებადაც და საშინაო სკრაბის სახითაც. მარილით, ასევე, შეგიძლიათ ამოწმინდოთ ფინჯნების ლაქები ხის ავეჯიდან. საწმენდი საშუალების მისაღებად შეურიეთ 1 წილი ზეითუნის ზეთი და 1 წილი მარილი და ამ პასტით ზედაპირები გაწმინდეთ.



მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.