» » » მხედველობის გაუმჯობესება იწყება ღვიძლით: ორგანიზმის სრული დეტოქსიკაცია მხედველობას აუმჯობესებს

მხედველობის გაუმჯობესება იწყება ღვიძლით: ორგანიზმის სრული დეტოქსიკაცია მხედველობას აუმჯობესებს

თვალები - არამხოლოდ სულის, არამედ ღვიძლის სარკეცაა. ყოველ შემთხვევაში, ამას ამტკიცებენ ჰომეოპათები.

თვალის ბროლი სინათლის გამტარობაზე აგებს პასუხს. მისი ჯანმრთელი ფუნქციონირება დიდადაა დამოკიდებული ორგანიზმში ნივთიერებათა მიმოცვლაზე. ბროლის გამჭვირვალობის დარღვევა, უპირველეს ყოვლისა, არასწორი კვების დამსახურებაა.

წრეები, ირაო, გამონათებები, ჩრდილები თვალებში - სინათლის აღქმის პრობლემებზე მეტყველებს. ხშირად, ეს არასწორი კვებისა და ღვიძლის ფუნქციონირების დარღვევის შედეგია. თვალები ვერ იღებს საკვებ ნივთიერებებს, ამიტომაც ავადდება.



მხედველობის დაქვეითების მეორე მიზეზია თვალით აკომოდაციის უნარის დაკარგვა. მისი შედეგებია: ახლომხედველობა ან შორსმხედველობა. მკურნალობის ჩვეული მეთოდია სათვალის ან ლინზების დანიშნვა. თუმცა, უნდა გესმოდეთ, რომ ეს ნივთები მხოლოდ თვალის ერთგვარი ყავარჯნებია. ნამდვილი მკურნალობა თვალის კუნთების ვარჯიშია.


თვალის დაძაბულობა
დავუბრუნდეთ ღვიძლისა და თვალების ურთიერთდამოკიდებულებას. ღვიძლის ტონუსი, ანუ ღვიძლის დატვირთულობა განსაზღვრავს მთელი ორგანიზმის ტონუსს, მათ შორის, თვალის კუნთებისაც. თუ ღვიძლი ჰიპერაქტიურია, თვალის კუნთებიც მუდმივად დაძაბულობაშია.

როცა თვალები ძალიან დაძაბულია, ვითარდება ახლომხედველობა. თუ ღვიძლი მოდუნებულია - თვალის კუნთებიც დუნდება და ვითარდება შორსმხედველობა.


ღვიძლი პასუხს აგებს ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდაზე. თუმცა, როცა ამ დავალებას ვერ უმკლავდება, თვალები ძალიან მგრძნობიარე ხდება, რის გამოც ჩნდება ლინზების აუტანლობა. სწორედ ამიტომ, ბევრ მხედველობადაქვეითებულს აწუხებს მხედველობის კორექციის საშუალებებთან დაკავშირებული პრობლემები.


სკლერის შეფერილობა, ასევე, მეტყველებს ღვიძლის ფუნქციონირების დარღვევებზე. საყვითლოს დროს, მაგალითად, იგი ყვითლდება, რაც უფრო მუქია ფერი, მით უფრო მაღალია ინფექციის დონე. წითელი წერტილები სკლერაზე მეტყველებს ვენოზურ სტაგნაციაზე, რომელსაც იწვევს ღვიძლში სისხლის ცირკულაციის დარღვევა.

გლაუკომაც - ესაა ჩხირებისა და ბაცილების ჟანგბადური შიმშილი, რაც თვალებში ცუდი მიკროცირკულაციითა და სისხლის მიმოქცევითაა გამოწვეული. გამოდის, რომ ღვიძლზე ზრუნვით ჩვენ თვალებზეც ვზრუნავთ.


ამ ორგანოს ჯანმრთელი განვითარებისთვის აუცილებელია, ორგანიზმში საკმარისი ოდენობით A ვიტამინი იყოს. გახსოვდეთ, რომ იგი ცხიმში ხსნადია და ცხიმების გარეშე ვერ აითვისება.


ასევე, ღვიძლის ჯანმრთელობისთვის უნდა მიიღოთ E ვიტამინიც, რომელსაც შეიცავს მარცვლეული, მცენარეული ზეთი, თევზი; ომეგა-წ3 ცხიმოვანი მჟავები, რომლებსაც თევზი და სელის თესლი შეიცავს; რიბოფლავინი(ატამში, მსხალში, ჭარხალსა და ისპანახში), ლიპოუმის მჟავა(რძის პროდუქტი, ისპანახი, საქონლის ხორცი).


ჩინური მედიცინის კანონების თანახმად, ღვიძლი ორგანიზმში ენერგიის მთავარი გამნაწილებელი და სისხლის შემნახავია ძილის დროს. მისი მკურნალობა ტაი-ჩუნის წერტილის მასაჟით ხდება, რომელიც ტერფის წინა ნაწილზე მდებარეობს, დიდი და მეორე თითების ფუძესთან.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.