ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ამ პროდუქტის კვირაში ერთხელ გამოყენება 60 წელს გადაცილებულებში 50%-ით ამცირებს მხედველობის გაუარესების რისკს. ექსპერტების აზრით, მხედველობისთვის სასარგებლო თვისებები აქვს მხოლოდ წითელ თევზს, ხოლო თეთრი თევზის ხშირი გამოყენება, პირიქით, ზრდის თვალის ბადურას დაზიანების ალბათობას.
ორაგულისა და სკუმბრიის ტიპის ცხიმიანი თევზის ყოველკვირეული გამოყენება ორგანიზმს დაახლოებით 500 მგ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავათი უზრუნველყოფს. ინგლისელი ექიმები გვირჩევენ, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მედიკამენტურ დანამატებს მისი ბუნებრივი წყარო ვამჯობინოთ.
კერძებში ზაფრანას გამოყენება ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებას
ზაფრანიან კერძებს უნარი შესწევს, ხელი შეუშალოს მხედველობის ასაკობრივ დაქვეითებას და დაკარგავს. ეს დაადგინა ავსტრალიელი და იტალიელი მეცნიერების ერთობლივმა კვლევამ.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ზაფრანა აძლიერებს თვალის უჯრედების დაცვით ფუნქციას და ხელს უშლის თვალის კუნთების ატროფიის პროცესს, რაც მრავალ შემთხვევაში მხედველობის დაქვეითების მიზეზია.
ზაფრანა იწარმოება ზამბახისებრთა ოჯახის ყვავილებისგან, რომელიც ლათინური სახელწოდებით, კროკუსით, არის ცნობილი და რამდენიმე ათასეული წელია გამოიყენება საკვებად. ამჟამად მას ფართოდ იყენებენ ბრინჯის შემცველ კერძებში.
"ჩვენ დავასკვენით, რომ ზაფრანა შეიცავს პროტეინებს , რომლებსაც მხედველობის დაცვა შეუძლია", - განაცხადა პროფესორმა ბისტომ. მისი თქმით, ამჟამად მეცნიერები ზაფრანის მოქმედების მექანიზმის ამოცნობას ცდილობენ. ისინი ვარაუდობენ, რომ ზაფრანას აქტიურ ქიმიურ ნივთიერებებს აღენიშნებათ თვალის უჯრედების გამაახალგაზრდავებელი უნიკალური თვისებებით.