ძალიან ხშირად, კოსმეტოლოგები და ტრიქოლოგები პაციენტებს უნიშნავენ დიმექსიდზე დამზადებულ კომპრესებსა და სხვა საშუალებებს. ეს ნივთიერება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამიტომ ჩქარდება სასარგებლო ნივთიერებების მიტანა თმის ფოლიკულებამდე. მისი დახმარებით მარტივად დააჩქარებთ თმის ზრდას. ამასთან, თქვენი დალალები უფრო სქელი და მბზინავი იქნება.
რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, როგორ მოვამზადოთ ეფექტური ნიღაბი თმისთვის დიმექსიდის გამოყენებით.
დიმექსიდის შემცველი თმის ნიღაბი
ინგრედიენტები
- 3 ჩ.კ. დიმექსიდი
- 1 ჩ.კ. ვიტამინი A
- 1 ჩ.კ. ვიტამინი E
- 1 ჩ.კ. ვიტამინი D
- 1 ჩ.კ. ვიტამინი B6 ან B12 ამპულებში
- 1 ჩ.კ. აბუსალათინის ზეთი
- 1 ჩ.კ. ოროვანდის ზეთი
- ნახევარი ლიმონის წვენი
მომზადება და გამოყენება
შეურიეთ ყველა მითითებული ინგრედიენტი. ზეთები ოდნავ შეათბეთ. მასა კანზე უნდა წაისვათ, გაინაწილოთ თმის ძირებზე თანაბრად და დარჩენილი მასა სიგრძეზე დაიტანოთ. შეიხვიეთ თმა ფოლგით ან ცელოფნით და შემდეგ პირსახოცით. დამატებით, შეგიძლიათ ფენითაც გაიხუროთ თმა.
ასე უნდა გაჩერდეთ 30-60 წუთის მანძილზე, შემდეგ კარგად დაიბანეთ თმები. პროცედურის დროს იგრძნობთ თავის კანზე ჩხვლეტას - ეს ნორმალურია და იმაზე მეტყველებს, რომ ნიღბის ინგრედიენტები კანში აღწევს. ნიღაბი კვირაში 1-2ჯერ გაიკეთეთ.
დიმექსიდიანი ნიღაბი ანაყრებს თმებს ვიტამინების აუცილებელი კომპლექსით, ასევე, ასტიმულირებს თმის ფოლიკულებს, ამიტომ თმა უფრო სწრაფად გაიზრდება და აღარ ჩამოცვივდება.